გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ ქვემო ქართლის გუბერნატორ გრიგოლ ნემსაძესა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების, ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. "საქართველოს რეგიონებში იგეგმება ნაგავსაყრელების მშენებლობა, მუშაობა ამ მიმართულებით დაწყებულია. ეს არის დიდბიუჯეტიანი პროექტები, რომელსაც "მყარი ნარჩენების მართვის სააგენტო" უწევს ოპერირებას. რაც შეეხება სხვა ვალდებულებებს, რომელიც უკვე მუნიციპალიტეტების დონეზეა,...
ქვემო ქართლის სამხრეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის თავმჯდომარეობით, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კახაბერ გულედანი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები, რეგიონული განვითარების ფონდისა და მყარი ნარჩენების მართვის საგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე რეგიონში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ...
კახეთში, სასტუმრო კომპლექსმა ,,ყვარლის ედემი'' კახეთის რეგიონში არსებული რძის პროდუქტებისა და ხორცის მწარმოებელთა ურთიერთგაცნობის ღონისძიებას უმასპინძლა სახელწოდებით "რეგიონიდან რეგიონისთვის". ღონისძიებაზე მწარმოებლებმა საკუთარი ნაწარმი გამოფინეს. რამდენიმე საათის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ პროდუქცია ადგილზე დაეგემოვნებინათ და კომპანიის წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობა დაემყარებინათ. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანია, კახეთის რეგიონში რძის პროდუქტებისა და ხორცის წარმოების ხელშეწყობის კუთხით, ამ სექტორში არსებული მცირე და საშუალო მეწარმეების, სასტუმრო კომპლექსებისა...
თბილისი უცხოელებისთვის ყველაზე იაფ ქალაქებს შორისაა. სარეიტინგო კომპანია Mercer-ის კვლევის თანახმად, სიიაფის მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი პირველ ექვსეულშია. რეიტინგის Top ათეულში მოხვდნენ: ბიშკეკი (ყირგიზეთი), ვინდხუკი (ნამიბია), სკოპიე (მაკედონია), ბლანტაირი (მალავი), სარაევო (ბოსნია ჰერცოგოვინა), მონტერეი (მექსიკა), მინსკი (ბელარუსი), კარაჩი (პაკისტანი). ყველაზე იაფი ტუნისის დედაქალაქი ტუნისია. რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა გაითვალისიწნეს უცხოელების ცხოვრების ხარჯი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში. რეიტინგში სულ 209 ქალაქი შევიდა. წყარო: იმედინიუსი
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით შექმნილი „ირიგაციის სტრატეგია საქართველოსთვის 2017-2025 წლები, სამოქმედო გეგმა“ განიხილეს.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტრატეგიის სამოქმედო გეგმა პირველი დოკუმენტია, რომლის საფუძველზეც დარგის კომპლექსური განვითარება მოხდება. მათი განმარტებით, დოკუმენტი დარგის განვითარების ოთხ ძირითად მიმართულებას - მელიორაციის კომპანიის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, ლოკალური დონის სისტემის მენეჯმენტის შექმნას, სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასა და საირიგაციო მომსახურების რეგულირებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის...
ანაკლიასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში სპეციალური მუხლი ჩაიდება. კონსტიტუციაში იწერება, რომ ანაკლიაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა იქნება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, მთავრობის სურვილია, ანაკლია კონსტიტუციაში სახელობრივად იყოს დაკონკრეტებული და მოხდა მათი არგუმენტების გაზიარება. ”მთავრობასთან გვქონდა კონსულტაციები. ანაკლიის ტერიტორიაზე დაგეგმილია ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც განსაკუთრებული, სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის შემოღებას საჭიროებს. მთავრობის პოზიციის თანახმად, პერსექტივაში არ უნდა გამოირიცხოს სხვა ტერიტორებზეც ანალოგიური...
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ე.წ. ფორმა ნომერ ცხრას, რომელსაც პასპორტის არმქონენი დანარჩენ საქართველოში გადმოსასვლელად იყენებენ, ვადა გაუგრძელდეს. გალელები შიშობენ, რომ ე.წ. ახალი პასპორტიზაციის პირობებში, რაც მათთვის მხოლოდ ბინადრობის მოწმობის გაცემას გულისხმობს, გადადგილება შეეზღუდებათ. თავდაპირველად საპროტესტო აქცია სოხუმში იყო დაგეგმილი, თუმცა ის ნაბაკევში გაიმართა და მალევე დასრულდა გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის...
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე 3-4 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში გასამართ საერთაშორისო კონფერენციაზეა მიწვეული. "თქვენი მუნიციპალიტეტის მიღწევები სათანადო ყურადღებას იმსახურებს,ამიტომ გეპატიჟებით კონფერენციაზე "ხარისხის ბრწყინვალება", რათა საერთაშორისო დონეზე წარმოადგინოთ თქვენი ქალაქი, ასევე გადმოგეცემათ ჯილდო - საერთაშორისო სერთიფიკატი. ჩვენი საერთაშორისო საექსპერტო საბჭო საჩხერის მუნიციპალიტეტს მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე და პრიორიტეტულ რეგიონად აღიარებს" - ნათქვამია ღონისძიების კოორდინატორის მარინა სანდულაკის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში. EBA არის...
2017 წლის 24 ივნისს 10:00-დან 18:00 საათამდე ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ორგანიზებით აჭარის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებისთვის მედია ტური მოეწყობა. .მედია ტური მოეწყობა პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც „ინტელექტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მთავარი მიზანია აჭარის რეგიონში დაბრუნებული, პოტენციური და ეკომიგრანტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მიგრაციისა და განვითარების საკითხების დაკავშირება და მიგრანტთა ჩართულობის დონის ამაღლება...
შუახევის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგით 52-მე სხდომა გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომრე ზვიად დიასამიძე. კომისიამ სულ განიხილა 13 საკითხი.ამ დროისთვის შუახევის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივადმცხოვრები პირის სტატუსი სულ მინიჭებული აქვს 13 561 მოქალაქეს. აქედან 12 772 მოქალაქეს მიენიჭა პირველადი რეგისტრაციის წესით, ხოლო 873 მოქალაქეს ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა...
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კურორტ „გოდერძის“ განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილება შევიდა. ცვლილების მიხედვით, კურორტზე დასაშვები იქნება 8-სართულიანი შენობის აშენება. „ხულოს საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში დაშვებულია რვასართულიანი ნაგებობის მშენებლობა 6+2 ის პრინციპით. ეს ნიშნავს, რომ შენობა კი არ იქნება რვა სართულიანი, არამედ მეექვსე სართულის შემდეგ, ორი სართული იქნება მანსარდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულოს წევრებმა ერთობლივად განიხილეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სოფელ ნიკორწმინდის ცენტრის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 200 000 ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელება  2017 წლის ივლისში დაიწყება.
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ  ბორჯომის მუნიციპალური ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად  დახურა. სტანდარტების შესაბამისად დაიხურება ბაკურიანის არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელიც. აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის ბორჯომში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო. გადამტვირთი სადგურის მეშვეობით, მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენები დიდ კონტეინერში ჩაიტვირთება და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით ხაშურის  მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე განთავსდება. ბორჯომისა და ბაკურიანის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 459 723 ლარი შეადგინა. https://www.youtube.com/watch?v=78htsx4-NTg
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრმა ჩაატარა ტრენინგი საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმის შესახებ. ტრენინგის მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა თანამდებობის რანგირება საჯარ სამსახურში; საჯარო სამსახურში მიღების წესი; მოხელის შეფასება; შრომის ანაზღაურება; დანამატის გაცემის წესი და მოხელეთა რეზერვი. ტრენინგს საჯარო მოხელეები და საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ტრენინგის ბოლოს გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშრებით. ტრენერმა, დავით...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა. (ა) ი.პ. „სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანების“ ინიციატივით ბიბლიოთეკა დვაბზუს საბავშვო ბაღის შენობაში განთავსდა. ბიბლიოთეკის გახსნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე და გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი - ნატალია ხომერიკი დაესწრნენ. „მიხარია, რომ სოფელ დვაბზუს შეემატა ისეთი კერა, რომელიც აუცილებელია არსებობდეს ყველა სოფელში. აქ ვხედავ ბევრ ახალგაზრდას, რაც განსაკუთრებულად მახარებს. ჩვენ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ