პეკინის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სრული განახლების მიზნით მასშტაბური რეაბილიტაციის დიდი ნაწილი დასრულებულია. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით,  რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე, პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს სრულად შეიცვალა 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი წყალსადენის 1.5 კმ სიგრძის ქსელი და ექსპლუატაციაში გასაშვებად ჰიდროტესტირება ჩაუტარდა. კომპანიის ცნობით, ახალი ქსელი ექსპლუატაციაში გასაშვებად მზად არის და გადაერთების სამუშაოები ხვალ განხორციელდება. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, აღნიშნულ ქსელზე 12 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი...
წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა, მემორანდუმის მიზანი წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ურთიერთთანამშრომლობაა. როგორც ცენტრის დირექტორი სალომე ქუთათელაძე აცხადებს, წყალტუბოში უნდა განვითარდეს ახალი ტურისტული პროდუქტები, დაიგეგმოს და განხორციელდეს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები - კანონით მინიჭებულ ფრგლებში. მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, წყალტუბოში საინფორმაციო ცენტრის გახსნას, სარეკლამო მასალით მომარაგებას და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის 2 190 744 ლარი გამოიყო. გამგეობის ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით შექმნილმა სატენდერო კომისიამ ტენდერი შემდეგ პროექტებზე გამოაცხადა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის (წერეთლის ქუჩის) სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 211 000 ლარი; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოქტომბერის ცენტრიდან, ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის, ახალკახათის გავლით (ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო...
სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სამშენებლო პროფილის ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდება. ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, სამინისტროსა და m2-ის შვილობილ კომპანია...
შუახევის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, დღის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა. სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად შუახევის გამგეობამ ბიუჯეტიდან – 164 393 ლარი გამოყო და ელექტრონული ტენდერი 5 ივლისს გამოაცხადა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ცენტრი შუახევის დაბაში, ყოფილი უნივერმაღის ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე მოეწყობა.   სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე წყარო: ბათუმელები
ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, სადისპეტჩერო შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს და სამშენებლო სამუშაოებისთვის 28 325 ლარი აქვს გათვალისწინებული. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანოს №13-ში მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 12 ივლისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.   სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე წყარო: ბათუმელები
პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალში ციხის რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმით ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება იგეგმება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ციხის მუზეუმ-ნაკრძალში მოეწყობა მისასვლელი გზები, ბილიკები და საექსპოზიციო ნაგებობები. ასევე გაკეთდება ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები. ციხის პოპულარიზაციის მიზნით ასევე განიხილება ყოველწლიური  „არტ ფესტივალი პეტრას“ გამართვის იდეაც.   სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე წყარო: ბათუმელები
ქობულეთისა და ჩაქვის პარკებს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შეიარაღებული თანამშრომლები სამი თვის განმავლობაში დაიცავენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ააიპ „ქობულეთის პარკი“, ქობულეთში, აღმაშენებლის გ.#279-ში მდებარე ცენტრალური პარკისა და დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული პარკის საპოლიციო ძალებით დაცვის უზრუნველყოფაში 47 400 ლარს გადაიხდის. სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე წყარო: ბათუმელები
რუსთავში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, თოდრიას ქუჩაზე გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც “ინტერპრესნიუსს” რუსთავის მერიიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დღეისთვის, დეკორატიული ფილებით ტროტუარების მოპირკეთება, სანიაღვრე სისტემისა და ბორდიურების მოწყობა, გარე განათების აღდგენისთვის კი, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ტროტუარების კეთილმოწყობა გრძელდება ტაშკენტისა და ლეონიძის ქუჩებზე. ლესელიძის ქუჩის I, II გასასვლელში, ასევე, I, II ჩიხში, გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს....
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიამ გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დატოვა, ბაგრატის ტაძარი კი - ამოიღო. გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჯერ კიდევ 1994 წელს შევიდა. 2010 წელს, ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის შემდეგ, ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში გადაიტანეს. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა, გაითვალისწინა რა...
"პატრიოტთა ალიანსმა", შესაძლოა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, მერობის საერთო კანდიდატი წარადგინოს, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. ირმა ინაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ დასახელებული კანდიდატი, შესაძლოა, არა მათი, არამედ სხვა პარტიის წარმომადგენელი იყოს. "ჩვენ გვყავს თბილისის მერობის რამდენიმე კანდიდატი, მაგრამ ამის მიუხედავად, მზად ვართ, გავითვალისწინოთ ის წინადადებები, ინიციატივები, რასაც ოპოზიციური პარტიები გვთავაზობენ. მაგალითად, ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ იმაზე, ოპოზიციურ პარტიებს...
ენმ-ის ფრაქციის ყოფილმა წევრმა ბათლომე შელიამ ფრაქციის დატოვების შესახებ დღეს დილით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება ენმ-ის წევრ ანა წითლიძესთან დაპირისპირების გამო მიიღო. „მე მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ არ გავმხდარიყავი ოპოზიციური ფრაქციის დაშლის მიზეზი, მაგრამ სოციალურ ქსელში, ანა წითლიძესთან გუშინდელი პოლემიკის შემდეგ, რომელიც ჩემი თანაგუნდელის ლელა ქებურიას ზუგდიდის მერობის კანდიდატად დასახელებას მოჰყვა, წითლიძე შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოეხმაურა ლელა ქებურიას დასახელების ამბავს, რაც ჩვენს...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს აჭარის რეგიონის მასშტაბით ჩატარებული აუდიტის შედეგები, გამოვლენილი ხარვეზები და შენიშვნები რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გააცნეს. ხარვეზები სახელმწიფო ქონების აღრიცხვიანობას, ტენდერების პირობებსა და ჩატარებული სამუშაოების ხარისხს, საბიუჯეტო ორგანიზაციებში პრემიებისა და დანამატების გაცემას უკავშირდება. „პრობლემებია ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარის ხარჯვასთან დაკავშირებით. ხარვეზები ძირითადად ეხება სახელმწიფო ქონების აღრიცხვიანობას. იმის გამო, რომ ქონების ნაწილი აღრიცხული არ არის, სახელმწიფო კარგავს პოტენციურ...
პარტია ახალი საქართველო დღეს პროკურატურისთვის იმ  დოკუმენტაციის გადაცემას გეგმავს, სადაც პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მერიაში არსებულ კორუფციულ სქემაზეა საუბარი. ვაშაძის თქმით, სქემა, რომელიც მათი პარტიის სოციალურმა სამსახურმა გამოავლინა, იმ თანხებს ეხება, რომელიც ერთჯერადი დახმარების სახით სოციალურად დაუცველების ნაცვლად, ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე ქართული ოცნების აქტივისტებს გადაეცემათ. ახალი საქართველო ამ საკითხთან დაკავშირებით, პროკურატურას დამნაშავე პირების გამოვლენის და გაფლანგული თანხების ბიუჯეტში დაბრუნების მოთხოვნით მიმართავს. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი  
გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ „გალ-ინფო“ იუწყება. მათივე ინფორმაციით, ე.წ. პასპორტების გახანგრძლივება უკვე რამდენიმე თვეა, რაც შეჩერებულია. აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს საპასპორტო-სავიზო სამმართველოს ხელმძღვანელის, ედუარდ მანარგიას განცხადებით, „ბინადრობის მოწმობა ყველა იურიდიული საკითხების განხორციელების საშუალებას იძლევა, როგორიც არის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება, საზღვრის გადაკვეთა, რაც ასე აწუხებს საქართველოს რესპუბლიკას“. ე.წ. ბინადრობის მოწმობის მისაღებად საბუთების განხილვის პერიოდი ორ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ