https://www.youtube.com/watch?v=tJJKGLIN5YY&feature=youtu.be ბათუმში ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ტერიტორიაზე მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. გონიოს მკვიდრები იმ პრობლემებზე საუბრობენ რასაც წყლის დეფიციტი უქმნით. კმაყოფილები არც ტურისტები არიან. როდის ექნება აფსაროსის მესამე შესახვევში მცხოვრებ 300 ოჯახს უწყვეტი წყალმომარაგება? წყარო: TV-25
https://www.youtube.com/watch?v=gRE3Z76sEdA&feature=youtu.be „მაცნეს“ გადამღებმა ჯგუფმა დღეს ბათუმში სხვადასხვა ტერიტორიაზე მოწყობილი უკანონო ნაგავსაყრელები დააფიქსირა. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვიე ვინ აბინძურებს ტერიტორიას, როგორ უმკლავდება თვითმართველობა პრობლემას და ჯარიმდებიან თუ არა ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის გამო მოქალაქეები? რა ბერკეტები აქვს ბათუმის მერიას უკანონო ნაგავსაყრელების აღსაკვეთად? წყარო: TV-25
https://www.youtube.com/watch?v=uLOIYRYDf-I&feature=youtu.be ქედის მუნიციპალიტეტს შესაძლოა კიდევ ერთი ადმინისტრაციული ერთეული დაემატოს. სამი სოფლის დოლოგნის, ჭალახმელასა და ჭინკაძეების მოსახლეობამ საკრებულოს განცხადებით, უკვე მეორედ მიმართა. თუ კი ცვლილება დამტკიცდება, დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეული ჩამოყალიბდება. საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე სამივე სოფელი მახუნცეთისადმინისტრაციულ ერთეულში შედის, სადაც სულ 12 სოფელია გაერთიანებული. ეს კი მართვის კუთხით საკმაოდ რთულია. დეპუტატები საკითხს თვის ბოლოს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. აღნიშნულ პერიოდში ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს საშუალება ექნება, შენიშვნებით საკრებულოს...
https://www.youtube.com/watch?v=qNAA1Na8sh4&feature=youtu.be ქობულეთში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. ამ დროისთვის გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარს აგებენ. ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ქუჩის კეთილმოწყობისათვისმუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 767 ათას 550 ლარი დაიხარჯა. წყარო: აჭარის ტელევიზია
https://www.youtube.com/watch?v=pPrQqBXsys0&feature=youtu.be ე.წ ჭაობის დასახლებაში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ჩაიკოვსკის ქუჩაზე სადემონტაჟო და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით 700 მეტრიან მონაკვეთზე იცვლება გრუნტი. ამის შემდეგ კი სანიაღვრე სისტემები მოეწყობა მოპირკეთდება ტროტუარები და  დაიგება ასფალტის საფარი. ქუჩის რეაბილიტაცია, 2018 წლის მაისში უნდა დასრულდეს,  სამუშაოებისთვის მილიონ 852 ათას  140 ლარია გამოყოფილი. წყარო: აჭარის ტელევიზია
სუფთაა თუ არა ზღვის წყალი აჭარის აკვატორიაში? ეს  ცნობილი  ორშაბათს გახდება. დღეს სპეციალისტებმა  სარფიდან ჩოლოქამდე პერიმეტრზე 64 სინჯი აიღეს. ზღვის წყლის მიკრობიოლოგიურ მაჩვენებელზე კვლევა 6-7 კომპონენტს მოიცავს. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას, გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით, 28 ივნისს ჩატარებული კვლევის თანახმად, აჭარის აკვატორიაში ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. მათი ინფორმაციით წყალი განსაკუთრებით სუფთა გონიო-სარფი-კვარიათის სანაპიროზეა. ზღვის წლის ხარისხის შესამოწმებლად მორიგი მონიტორინგი  10 დღეში ჩატარდება. წყარო:...
მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა პირველი ივლისიდან აღარ მოეთხოვებათ. ამ დროიდან ახალი კანონი ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც აღარ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე პოლიტიკური თანამდებობის პირებად მიიჩნევიან, რადგან მათ პირდაპირი წესით ირჩევენ. „გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების უფლებამოსილებას არეგულირებს თვითმმართველობის კოდექსი, თუმცა ეს კოდექსი ღიად ტოვებს მათი ნარკოლოგიური შემოწმების საკითხს, – განმარტავს მირზა მამულაძე,...
გურიის გუბერნატორის მოადგილემ სოსო ერქომაიშვილმა თანამდებობა დატოვა და  და გუბერნიიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაინაცვლა. ახალ სამსახურში ერქომაიშვილი დღეს გამოცხადდა. ამ ეტაპზე უცნობია ვინ დაიკავებს გურიის გუბერნიაში ერქომაიშვილის ადგილს. წყარო: გურიანიუსი
https://www.youtube.com/watch?v=KzDFYGsNGnk&feature=youtu.be ახალ უბანში რობაქიძის ქუჩის ცენტრთან დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია 3 კვირის წინ დაიწყო,თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ ადგილზე აღარავინ გამოჩენილა და სამუშაოები მიტოვებულია. ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს შემდეგი მდგომარეობა დახვდა: ხიდზე, რომლის მოაჯირებიც მოძველებულია და გამაგრებას საჭიროებს სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.ადგილობრივებს ამ ფაქტის ახსნა უჭირთ და ხიდზე სამუშაოების განახლებას ითხოვენ. წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი 
გორის მუნიციპალიტეტში 600-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში ისაუბრა. როგორც დავით ონიაშვილმა აღნიშნა, 3 წლის ფონზე, გორის მუნიციპალიტეტისათვის, ეს მნიშვნელოვანი ციფრია. „ეს არის არა მხოლოდ ციფრი, არამედ გაკეთებული საქმეები. განვლილი სამი წელი იყო გამოყენებული მაქსიმალურად. ჩვენი ყოველი წუთი და დრო მიმართული იყო სხვადასხვა საკითხის დალაგებისკენ. ბოლო დროს სოფელში ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად შეიცვალა....
გორის მუნიციპალიტეტში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 30-ზე მეტი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია უკვე ჩატარდა - ამის შესახებ დავით ონიაშვილმა თრიალეთის გადაცემა ,,შესვენების საათში" განაცხადა. „30-ზე მეტი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მოვახერხეთ. აქედან 3 სრულიად ახალი საბავშვო ბაღია აშენებული. ესენია ბნავისის, ნიქოზის, ოთარშენის საბავშვო ბაღები. განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ეს საბავშვო ბაღები არის ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაკომპლექტებული და აღჭურვილი. მიმდინარე წელს,...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში ნაგვის ურნების დადგმას ითხოვენ. ამის შესახებ ადგილობრივებმა გამგეობას სოციალური ქსელით მიმართეს. ქვიშხეთის მკვიდრი სოფო ხელაია ამბობს, რომ მოსახლეობა იძულებულია ნარჩენები მდინარე შიოლაში ჩაყაროს. ნარჩენების გამო, წყალუხვობისას მდინარე ნაპირზე გადადის. ,,სოფელი ქვიშხეთი, მოგეხსენებათ, რომ არის კურორტი და ჰყავს ბევრი დამსვენებელი და ადგილობრივი მაცხოვრებელი. სოფელს აქვს დიდი პრობლემა, არ არის ნაგვის ურნები, სადაც შევძლებთ ნაგვის მოგროვებას. კვირაში მხილოდ ერთხელ მოდის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში ქუჩები ღამით უკვე გაანათეს. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში შუქდიოდური ნათურები დამონტაჟდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით ივნისში სულ 7 სოფლის ქუჩების განათება დაიწყო. ეს სოფლებია: ახალხიზა, ერგნეთი, ზემო ნიქოზი, კირბალი, უფლისციხე, ფლავი და ღვარები. ჯამში, სამუშაოს ღირებულება 270 000 ლარია. წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ