მინდა გამოვეხმაურო ბიუჯეტის დამტკიცებას საკრებულოებში, სადაც ოპოზიციური უმრავლესობა არის არჩეული ხალხის მიერ. ამ დამტკიცებას შეიძლება ვუწოდო მხოლოდ „სპეცოპერაცია ბიუჯეტის გაძვრენის მიზნით“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ეს ფაქტი პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს, რადგან ხალხმა უარი უთხრა ძველ საკრებულოებს და ახალი საკრებულოები სწორედ იმიტომ აირჩია, რომ არ მოსწონდა...
ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 200 მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის მიღწეული სამთავრობო შეთანხმების შესახებ საუბრისას განაცხადა.
აჭარის მთავრობის ცნობით, საქართველოსა და გერმანიას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და შეთანხმების ფარგლებში ბათუმში წყლისა და წყალარინების სისტემის მოწყობის მეხუთე ფაზა გაგრძელდება.
„გაგრძელდება ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა. ამ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ალვანიდან თუშეთის მიმართულებით რეგულარული რეისები განაახლა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენმა განახლებული სამოქალაქო რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა. მათივე ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ომალოსა და მიმდებარე სოფლებში რეგულარულად იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურება.
„ვერტმფრენის რეისები კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით...
ოფროუდი შუა ქალაქში. თუ ურეხში, ხახულის და მამია ვარშანიძის ქუჩებზე მოხვდებით, გზა სხვა არაფერს მოგაგონებთ, თუ არა ექსტრემალური სპორტის ამ სახეობას. შეიძლება თამამდ ითქვას, რომ აქ მძღოლიცა და მანქანაც ნამდვილ გამოცდას გადის. კაპიტალურად მოასფალტებული გზის იმედი ადამიანებს დაკარგული აქვთ, თუმცა მერია აქ დიდი ხანია აღარც ორმულ შეკეთებას ახდენს და აღარც ტრაქტორით ცდილობს ორმოების გასწორებას. თანამედროვე ქალაქის ყველაზე ექსტრემალური ქუჩა...
ქობულეთში შუქნიშნების განთავსებას ითხოვენ, ინფორაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ტურისტულ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები ყვებიან, რომ განსაკუთრებით რკინიგზის სადგურთან და აგრარულ ბაზართანაა ამის საჭიროება, რადგან საცობია და წინა წლებში ხშირი იყო ავტოავარიები. მარეგულირებლები კი საკითხს მოაწესრიგებს.
სულაბერიძის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ქუჩაზე სანიაღვრე არხი, ტროტუარი და გზაგამყოფი ზოლი ეწყობა. ბაგრატიონიდან ქობულეთის ქუჩამდე მონაკვეთში კი ასფალტის საფარი იგება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
სულაბერიძის ქუჩის სრული რეაილიტაცია წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. საერთო ჯამში კი პროექტის ღირებულება 4 მილიონ 240 ათას ლარს აღემატება.
ქობულეთის ტურების წიგნზე მომუშავე გიდები მუნიციპალიტეტის პრაქტიკული ტურის პრეზენტაციას მართავენ. თემატური ტური მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების : ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრების, ქობულეთის დაცული ტერიტორიის, პეტრას ციხისა და ციხისძირის აგარაკების მონახულებას მოიცავს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
სახელმძღვანელოზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იქმნება ათამდე გიდი მუშაობს. მისი შექმნის მიზანი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მარშუტების გაწერა და დამწყები გიდებისთვის ცნობიერების ამაღლებაა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მოიჯარეები ერთი წლის საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, კომპანიები, რომლებსაც ხელშკრულება აქვთ გაფორმებული სამინისტროებთან, ერთწლიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.
''ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება კერძო სექტორის, ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებთან, მთავრობასთან ისარგებლებენ დამატებით ერთ წლიანი საშეღავათო პერიოდით. ეს გამოწვეულია პანდემიური ეფექტით, რომელიც როგორც ქვეყანაში, ასევე გლობალურად ჯერ კიდევ რჩება...
2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც ზოოპარკის ინფრასტრუქტურის გადატანა უნდა მომხდარიყო. 2017 წელს ამ ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მოწყობა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, თუმცა ამ დრომდე პროექტის დასრულება ვერ მოხერხდა, რასაც ზოოპარკის ადმინისტრაციაში ფინანსების სიმწირით ხსნიან. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ...
წინა სტატია
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე 11 თვის წინ აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის რეაბლიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, როგორც მერიაში განმარტავენ მასში მონაწილეობა არავინ მიიღო და ტენდერს ხელმეორედ გამოაცხადებენ, უცვლელი პირობებიით. ამის შესახებ toktv.ge წერს.
დაზიანებული კორპუსის გამაგრება-გაძლიერების, წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ახალციხის მერიას ტენდერი 115 218 ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.
პრეტედნეტის არყოლა არაერთხელ გამხდარა ახალციხეში მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერების ჩაშლის მიზეზი. თუ სატენდერო...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერი და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატები წარადგინა.
როგორც კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო მოადგილეების თანამდებობას ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია დაიკავებენ.
„ ვიცე-მერის თანამდებობაზე კვლავ წარმოგიდგენთ ირაკლი ხმალაძეს, რომელმაც, გასული წლების მანძილზე, უდიდესი წვლილი შეიტანა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებში და სხვა მსხვილი რეფორმების განხორციელებაში. ირაკლი ნამდვილად ძალიან ფასეული კადრია, რომელიც ყოველთვის ეძებს ჩვენი...
ენგურჰესის კაშხალზე, პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა. როგორც bm.ge-ს სახელმწიფო შპს "ენგური ატრაქციის“ დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა, ახალი ტურისტული ატრაქციის მოწყობის ბიუჯეტი 100 000 ლარია.
მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ტურისტული მარშრუტის მოსაწყობად ბილიკზე, სადაც ვიზიტორებმა უნდა გაიარონ, მოეწყო საინფორმაციო დაფები, ასევე აიყვანეს თანამშრომლები, შეიძინეს ავტობუსი გადაადგილებისთვის, გაიხსნა სუვენირების მაღაზია და ა.შ.
„ატრაქციის გახსნით, დაიწყო პროექტის - „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი - მსოფლიო დონის...
ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრა დაიწყო. მერის განცხადებით, შეხვედრები მერიაშიც განახლდება და მასთან კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.
„საარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობასთან 200-მდე შეხვედრა გავმართე. მე მაშინ ამომრჩეველს დავპირდი, რომ ეს შეხვედრები ჩემი მერად არჩევის შემდგომაც აუცილებლად გაგრძელდებოდა და მათთან კომუნიკაცია აქტიურად მექნებოდა. დღეს გონიოს მცხოვრებლებს შევხვდი. აფსაროსის ქუჩაზე დავგეგმეთ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის, საბავშვო და მცირე რეკრეაციული სივრცის მოწყობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია...
2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც ზოოპარკის ინფრასტრუქტურის გადატანა უნდა მომხდარიყო. 2017 წელს ამ ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მოწყობა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, თუმცა ამ დრომდე პროექტის დასრულება ვერ მოხერხდა, რასაც ზოოპარკის ადმინისტრაციაში ფინანსების სიმწირით ხსნიან.
თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2016-2020 წლებში თბილისის მერიის ბიუჯეტიდან...
„ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6.9 პროცენტს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10,5 პროცენტია. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასების მაჩვენებელი 2021 წლის ოქტომბერსა და 10 თვეში. აღნიშნული ინფორმაცია დღეს...
არავის არ ვაპატიებთ იმას, რომ თანხა, რომელიც გვაქვს გამოყოფილი ქალაქის ბიუჯეტიდან, დაიხარჯოს ისე, რომ არ ჰქონდეს ეფექტი, არ იყოს მორგებული მოსახლეობაზე და არ პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც გვაქვს, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამსახურების უფროსებთან გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ.
როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ეცნობოდა და გარკვეული დარღვევები დააფიქსირა. ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ყველა დარღვევაზე განმეორების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































