დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს საარჩევნო კოდექსს და თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს - ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციასთან ერთად იმსჯელებენ. არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ახალი წესი. მათთვის, ასევე, მიუღებელია თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმების საკითხი. კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე დაიწყება. https://www.youtube.com/watch?v=i5mCc55mbvs&feature=youtu.be
გორის მოსახლეობა გორის ციხის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით მათ ქალაქ გორის მერიას ელექტრონული პეტიციით მიმართეს. დღეის მდგომარეობით, გორის ციხე საქართველოს კულტურის სამინისტროს ბალანსზეა, რაც მუნიციპალიტეტს, ერთი მხრივ, მისი მოვლა-პატრონობის შესაძლებლობას არ აძლევს, მეორე მხრივ კი, ციხის ტურისტულ პოტენციალს ვერ იყენებს. პეტიციის ინიციატორები ადგილობრივი ხელისუფლებისგან პეტიციის განხილვასა და ძეგლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემისთვის შესაბამისი პროცედურების დაწყებას ითხოვენ. "გორის საზოგადოების დიდი ნაწილი შეწუხებულია...
აჭრის მთავრობის თვმჯდომარე  შუახევში ადგილობრივ ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრის დროს ზურაბ პატარაძემ ყურადღება მაღლმთიანი აჭარის განვითარებაზეც გაამახვიალა. მან იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა რაც მაჭალმთიან აჭარაში ხორციელდება. აჭარის პირველმა პირმა ყურადღება კურორტ გოდერძზე 150 ნომრიან სასტუმროს მშენებლობაზე, ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობასა და კურორტ გომარდულის განვითარებაზე გაამახვიალა. მან ხულო ზარზმის გზის მშენებლობას საუკუნის პროექტი უწოდა. „მაღალმთიან აჭარას ექცევა ძალიან დიდი ყურადღება, ჩვენ...
ქუთაისის  მერი შოთა მურღულია ბელგიის სამეფოს ქალაქ ბრიუსელში საერთაშორისო კონფერენციაზე „დეცენტრალიზებული თანამშრომლობა რეგიონები და ქალაქები განვითარებისათვის“ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ევროპული ინსტიტუციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან. განიხილეს დეცენტრალიზებული თანამშრომლობის მიზნები და საშუალებები, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ურთიერთობა ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებასთან ევროკავშირის 2030 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით. კონფერენცია...
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის - "ცენტრი მომავლის ინიციატივების" სარჩელი ცენტრალური და მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია სასამართლოსგან ითხოვდა, ქალაქ მცხეთის საარჩევნო ოლქში დამკვირვებელ ორგანიზაციად დარეგისტრირებულიყო. მანამდე, როგორც საოლქო, ისე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორგანიზაცია იმ მოტივით არ გაატარა რეგისტრაციაში, რომ არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადებული ჯერ არ არის, მიუხედავად იმისა, რომ, “საარჩევნო კოდექსით”, რეგისტრაციისთვის მხოლოდ ბოლო ვადაა განსაზღვრული...
სოფელ ლელიანში შიდა გზის რეაბილიტაცია-მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული შპს “ლაგოდეხგზა“ განახორციელებს . საავტომობილო გზის რეაბილიტაციიამდე კი სოფელში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწესრიგებას კომპანია „მოზაიკა“ უზრუნველყოფს. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულდება. დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ადგილობრივ მოსახლეობას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ და მათი მოსაზრებები პროექტების შესახებ ადგილზე მოისმინეს.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მუნიციპალიტეტში შემავალ თემებში, გამგებლის წარმომადგენლებს ხელფასი 10 ლარით გაუზარდა. რწმუნებულებისთვის სახელფასო სარგოს 10 ლარით მატებასთან დაკავშირებით გამგეობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საჯარო მოხელეების რანგირება შემოიღეს, კანონით კი, გამგებლის წარმომადგენლებს თემებში რანგი არ მიენიჭა. სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე წყარო: ბათუმელები
“დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” რუსთავის ოფისში, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ორგანიზებით, პოლიტიკური პარტიების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი, ირმა პავლიაშვილი და საია-ს რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი, ეკატერინე ფავლენიშვილი შეხვედრის მონაწილეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო და პოლიტიკური უფლებების რეალიზებისას დაფიქსირებულ საკანონმდებლო და პრაქტიკის კუთხით არსებულ პრობლემებზე და მათ გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ, ასევე 2017 წლის ადგილობრივი...
თენგიზ შერგელაშვილი ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში 7 ქალაქის სტატუსის გაუქმების თაობაზე ხელისუფლების მიერ ინიცირებულმა თემამ ერთგვარად აქტუალური გახადა თვითმმართველობის რეფორმის საკითხები. ხელისუფლება იმ აზრის განვითარებასაც შეეცადა, დეცენტრალიზაცია ფრაგმენტაცია არ არის და სხვა რამეებიაო, თითქოს ქალაქების თვითმმართველობის სტატუსის დამცველებისთვის უფლებამოსილებების, ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციისა და ინსტიტუციური მოწყობის საკითხები უმნიშვნელო იყოს. ჯერ ერთი,  მათ მიერ „ფრაგმენტაციად“ წოდებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიული მოწყობა  დეცენტრალიზაციის მნიშვნელოვანი ასპექტია და...
https://www.youtube.com/watch?v=smphpyn_MEA&feature=youtu.be სამეგრელო-ზემო სავენთის გუბერნატორის საკონსულტაციო საბჭოს რეგიონის ხუთმა მუნიციპალიტეტმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის პროექტები წარუდგინა. საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე ერთხამდ მოიწონეს სენაკის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და მარტვილის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი პროეტქები, რისთვისაც საჭირო თანხები აისახა 2015-2017 წლების რეგიონის განვითარების სტრატეგიაში. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის პროექტისთვის აბაშის მუნიციპალიტეტს 161 545 ლარი სჭირდება. იგივე ოდენობის თანხა...
დიდუბის რაიონში, მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, თანადაფინანსებული პროექტები 99,9 %-ით შესრულდა. გამგეობის ბიუჯეტიდან 117 სხვადასხვა პროექტისთვის 998 800 ლარი გამოიყო. 30 ობიექტზე შეიცვალა ამორტიზებული წყალსაწრეტი მილები და შიდა კანალიზაციის ქსელები, აღდგა საერთო სარგებლობის კიბეები. ამხანაგობების მოთხოვნით, გარემონტდა სადარბაზოები, შეკეთდა ქანობიანი და ბრტყელი სახურავები. 20 მისამართზე კორპუსებს ჩაუტარდა სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია. გამგეობის თანადაფინანსებით, გამაგრდა 2 ავარიული საცხოვრებელი სახლი, ასევე 14...
ვაკის რაიონში ველოსადგომის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ვაკის რაიონის გამგეობაში განაცხადეს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, თამარაშვილის 10ა-ში მდებარე განახლებულ სკვერში ველოსადგომის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ველოსადგომი 8 ველოსიპედს დაიტევს. აღნიშნულ მისამართზე ველოსადგომის მოწყობის სამუშაოები ხვალ დასრულდება. ამასთან, გამგეობის ინფორმაციით, ანალოგიური ველოსადგომის მოწყობა მარიჯანის ქუჩაზე მდებარე სკვერშიც იგეგმება. გამგეობის ცნობით, ამ დროისთვის სკვერის...
თბილისის მერიისა და ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 10-დან 16 წლამდე, 200-ზე მეტი ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბაკურიანში, საგანგებოდ მოწყობილ ბანაკში გაემგზავრა. საზაფხულო ბანაკების პროგრამაში ჩასართავად უპირატესობა ენიჭებათ ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. მოზარდები 30 კაციან ჯგუფებად დაიყოფიან და თითოეულ ჯგუფს თავისი ლიდერი ეყოლება. ბავშვები ბანაკში 12 დღის განმავლობაში სასტუმრო „თბილისში“ დაისვენებენ. ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით თბილისი–ბაკურიანი–თბილისი, სამჯერადი კვებით, პირველადი უფასო...
ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერება იწყება. პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების WORLD VISION - საქართველოს და USAID-ის პროექტ ,,ზრდა''-ს მხარდაჭერით ხორციელდება და ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად. პროეტის ფარგლებში, 25 მონაწილისაგან შემდგარი მუნიციპალური სამუშაო ჯგუფების გადამზადება მოხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, ადგილობრივი თვითმმართველობების კულტურის და...
კვლევა „კულტურის სფეროს მართვა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში“ ჩატარდა სათემო განვითარების ცენტრის (CDC) მიერ, ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ მხარდაჭერით. იხილეთ კვლევის ანგარიში და რეკომენდაციები ფოტო: კახეთის ხმა  

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ