https://www.youtube.com/watch?v=ilytn0AG8TI&feature=youtu.be
ახალსოფელში ნაკაშიძეების მიწის ნაკვეთზე ეროზიული პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ჩამოშლილია ეზოს ნაწილი, მიწის მასამ კი შესაძლოა პრობლემა გვერდით მდებარე სახლსაც შეუქმნას. სახლში გაჩერება შეუძლებელია წვიმიან ამინდში. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ხელვაჩაურის გამგეობა მათ ყურადღებას არ აქცევს. ახალსოფელში მცხოვრებლების მოთხოვნები და გამგეობის არგუმენტები მარიამ ხაბაზის სიუჟეტში
წყარო: ტვ25
სტუდია "მონიტორი"
გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია "იბოლიამ", საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, გზების მოვლა-შენახვისთვის 27-მილიონიანი ტენდერი მოიგო. "იბოლიას" გარდა, დეპუტატის ოჯახი კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიას - "შარას" ფლობს. მისი 33%-ის მფლობელი მაკრახიძის ცოლი ციცინო კალანდაძეა. "შარამ" 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მაკრახიძის დეპუტატად არჩევის შემდეგ მოიგო.
სამშენებლო კომპანიას ფლობს მაკრახიძის ძმაც, ალექსანდრე მაკრახიძე. აღსანიშნავია, რომ ეს სამი კომპანია ხშირად ტენდერებში...
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნენიის საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ზიმო-7“ ასრულებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 711 700 ლარა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 6 საყრდენი კედელი და 6 გაბიონი, 395 გრძ.მ. ბეტონის არხი და ამ ეტაპზე იწყება 2340 მ. ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.
აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით შუახევის...
რამდენად არის დაცული ლიფტების უსაფრთხოება თბილისში? ბოლო პერიოდში მომხდარი შემთხვევების შემდეგ სპეციალისტები მოსახლეობას კონტროლის გამკაცრებას სთხოვენ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ლიფტების გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობაზე კონტროლი მხოლოდ მიმართვის შემდეგ ხორციელდება. სავალდებულო შემოწმებას კი კანონი 3 წელიწადში ერთხელ ითვალისწინებს.
თუმცა, ირკვევა, რომ მიმართვიანობა მხოლოდ ცალკეული ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების შემდეგ ფიქსირდება.
https://www.youtube.com/watch?v=sX0h0bb8m9g&feature=youtu.be
ოპოზიცია პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებას სთხოვს - ამჯერად ხელისუფლებასთან დავის მიზეზი საარჩევნო და თვითმმართველობის კოდექსებში შესატანი ცვლილებებია. უმრავლესობა ამბობს, რომ მოსალოდნელი ვეტოების დასაძლევად მზად არის.
https://www.youtube.com/watch?v=57b65fLsOBs&feature=youtu.be
გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს 4 დღე რჩება, მისი ყოფილი თანაგუნდელები კი პრევენციულ კრიტიკას უკვე იწყებენ. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი მარგველაშვილს თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ. პირველ შემთხვევაში, ვეტოს მიზეზი თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებაა, მეორე შემთხვევაში კი - ცესკოს დაკომპლექტების წესი.
https://www.youtube.com/watch?v=EdJFQrWA0Tg&feature=youtu.be
ისევ ვეტო და თანაც ორ კოდექსზე. 10 ოპოზიციური პარტია პრეზიდენტს "თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადებას სთხოვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციასთან შეხვედრა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჯერჯერობით, უცნობია, გაიზიარებს თუ არა პრეზიდენტი პოლიტიკოსების არგუმენტებს.
https://www.youtube.com/watch?v=x-IxOGlQIpA&feature=youtu.be
კურორტ ბახმაროში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე პირველი არტ კაფე "დავითიანი" გაიხსნა. სახელი სიმბოლურად _ ადგილმდებარეობის გამო შეურჩიეს. არტ კაფეში ბახმაროს ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფოტოები და სხვადასხვა ცნობილი ავტორების ნახატებია გამოფენილი.
ბახმაროს ისტორიაში ეს პირველი არტ კაფეა, რომელიც დამსვენებლებს დღეიდან უმასპინძლებს.
წყარო: გურიანიუსი
ძალადობის მსხვერპლთათვის ბოლნისში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი "იმედი" გაიხსნა. ცენტრი ყველა მსურველს იურისტის, ფსიქოლოგის, ექიმისა და სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს სთავაზობს.
ცენტრი "იმედი" ევროკავშირის პროექტის "არა, ოჯახში ძალადობას!" ფარგლებში გაიხსნა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით წელიწადნახევარი გაგრძელდება, რის შემდეგაც ცენტრის ფუნქციონირებაზე ვალდებულებას მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტი აიღებს.
"პროექტ "არა, ოჯახში ძალადობას!" ძირითადი მიზანია, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ეფექტური ზომებით მის წინაარმდეგ ბრძოლა. ცენტრის მიზანია, ოჯახური და სექსუალური ძალადობის შედეგად...
პრეზიდენტს მთელი პროცესის განმავლობაში კრიტიკული განწყობა ჰქონდა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხზე დაგეგმილი ცვლილებების, ისე საარჩევნო კოდექსის კუთხით, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჩიხრაძის თქმით, მან, ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მოისმინა, პრაქტიკულად, ყველა პარტიის მოსაზრება, ასევე, არასამთავრობო სექტორის არგუმენტები ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩიხრაძის თქმით, საუბარი იმაზე, თუ რა მოსწონს და არ მოსწონს პრეზიდენტს, არ...
https://www.youtube.com/watch?v=qcN8sGsogyE&feature=youtu.be
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის განხორციელების პროგრესის მეთვალყურეობის მიზნით, დაარსებული საკოორდინაციო საბჭო, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და გაერო-ს ბავშვთა ფონდი ქობულეთში ატარებენ პირველ რეგიონალურ საკონსულტაციო შეხვედრას, რომლის მიზანია აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების ინფორმირება სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ.
ფორუმის მიზანია, კანონის, სტანდარტებისა და სტრატეგიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების გზით, მუნიციპალიტეტების ინფორმირებულობის გაზრდა და მათი გაძლიერება სისტემაში არსებული გამოწვევების დასაძლევად საქართველოს...
ქალაქ ზუგდიდში სანიაღვრე არხების და წყალსაწრეტი სისტემების რეკონსტრუქცია-მოწყობისთვის, მთავრობის დადგენილებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 447 ათასი ლარი გამოიყო. ამ გადაწყვეტილებას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ერთადერთი, ვინც წინააღმდეგ მისცა ხმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან კონჯარია იყო. მისი თქმით. სანიაღვრე არხების რეკონსტრუქცია უნდა მომხდარიყო არჩევნებამდე ბევრად ადრე და არა არჩევნების წინ.
„დღეს რაც იწყება, ეს ისევ და ისევ...
"ქართული ოცნების" გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი ვთხოვთ პრეზიდენტს, რომ როგორც "თვითმმართველობის შესახებ" კოდექსში, ასევე, "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადოს, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ორივე ეს კანონი ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიულ და სამართლებრივ განვითარებას, არამედ "ქართული ოცნების" მიზანს, საარჩევნო ადმინისტრაციის სრული უზურპაცია მოახდინოს.
"ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა და დაპირისპირებულობის მიუხედავად, "ქართული ოცნების" გარდა,...
თბილისში ახალი მუნიციპალური ავტობაზა გაიხსნა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 1963 წლის შემდეგ პირველად, თბილისში თანამედროვე და მასშტაბური მუნიციპალური ავტობაზა აშენდა და დღეიდან მუნიციპალურ ავტობუსებს სამი ავტობაზა მოემსახურება.
6 ჰექტარზე განთავსებული ბაზა მოიცავს ადმინისტრაციულ შენობას, პანორამულ ხიდსა და გამშვებ პუნქტს, სერვისცენტრებს, საწვავგასამართ სადგურებს, სამრეცხაოებსა და სხვა დამხმარე ნაგებობებს.
ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, რაც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ, უსაფრთხო...
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე" პრეზიდენტი თუ ოპოზიციური პარტიების შეგულიანებით დაადებს ვეტოს, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სიახლე გვექნება", - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება ვეტოს გამოყენება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად.
"ვეტო არ შეიძლება გასცდეს პოლიტიკურ ჩარჩოებს და საარჩევო მარათონზე გადაინაცვლოს ისეთმა საკითხებმა, რომელიც პარლამენტში ხდება. ვეტო დაძლეული იქნება. ვეტო, რომელიც მიმართულია თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსის წინააღმდეგ, იქნება ეს რეგიონების...
თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის მხრიდან შემოთავაზებულია ახალი რეგულაციები, რომელიც ქალაქის განვითარების თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტ წესრიგს მოგვცემს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით და შეიცვლება თუ არა არქიტექტურის სამსახურის უფროსის დანიშვნის წესი.
დავით ნარმანიას თქმით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ინტენსიურად მიმდინარე მშენებლობების გამო წელიწადნახევრის წინ ინტენსივობის K2 კოეფიციენტის შეზღუდვა მოხდა, რათა კიდევ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































