უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ. გადაწყვეტილების შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უწყებათასორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ 24 ნოემბერს განაცხადა. „რესტორნებს, რომელთაც 1-ელი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ „მწვანე პასპორტებით“, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე,“- განაცხადა მან. საქართველოში „მწვანე პასპორტი“ დღეიდან ამოქმედდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები საჯაროდ განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო განხილვები ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენელთა მაქსიმალურ ჩართულობას. „შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსმა, არჩილ ადამიამ...
საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, როგორ დააზღვევს სახელმწიფო, რომ პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ არ აქვთ მინიჭებული, სხვა ადამიანების ბარათებით არ ისარგებლებენ. როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „მწვანე პასპორტზე“, რომელიც საქართველოში გამოიყენება, პირის პირადი ნომერი და სურათია მითითებული. ამასთან, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ „გარკვეული ხვრელი ყველა რეგულაციაში არსებობს“ და ყველაფერი „პატიოსნებაზეა დამყარებული“. „ყოველთვის კეთილსინდისიერები უნდა ვიყოთ. გარკვეული ხვრელი ყველა რეგულაციაში არსებობს. ეს ყველაფერი...
რუსთავში, მე-8 მიკრო რაიონში და მე-19 და მე-18 მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სკვერების მოწყობის სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა. „მე-19 და მე-18 მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამუშაოები, მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. იქნება ძალიან ლამაზი ადგილი თითოეული რუსთაველისთვის. განახლდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 13 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს და ვფიქრობ, რომ...
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები მეორე მოსმენით განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი - "სახელმწიფო ბაჟის", "სახელმწიფო ქონების" და "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ"კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს და აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქციისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად. მუხლობრივი განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გახარიას გუნდის წევრს გორის მერიაში დააბრუნებენ და განაცდურსაც აუნაზღურებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის სასამართლომ მიიღო.  საქმე ეხება შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილეს, ოლეგ ხუბულურს. ის 2021 წლის ივნისში გაათავისუფლეს გორის მერის, კოტე თავზარაშვილის რეპუტაციის შელახვის გამო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. ოლეგ ხუბულურის ინტერებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს. მისი განმარტებით, მხარეები კიდევ ერთ დეტალზე დავობენ -...
თბილისის განვითარების ფონდი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებზე ათობით მილიონ ლარს ავანსად გასცემს, რომლის სრულად ათვისებას კომპანიები ხშირად ერთ წელზე მეტ დროს ანდომებენ, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც თბილისის განვითარების ფონდის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს ეხება. აუდიტის ანგარიშში წერია, რომ 2018-2019 წლებში განხორციელებული შესყიდვების პროცესში თბილისის განვითარების ფონდი იყენებს ავანსირების (წინასწარი გადახდის) მექანიზმს. სხვადასხვა ხელშეკრულებების პირობებიდან გამომდინარე,...
მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა თბილისის განვითარების ფონდმა ნაგვის ურნები იტალიური კომპანიისგან ტედერის გარეშე შეიძინა და არ დაასაბუთა – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც თბილისის განვითარების ფონდის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს ეხება. საუბარია 300 ერთეულ ნაგვის ურნაზე, რომლის საერთო ღირებულება 224 ათასი ევრო იყო და რომელიც იტალიური კომპანიისგან – Studio Citta–სგან შეიძინეს. აუდიტის ანგარიშში წერია, რომ 2018 წელს ფონდმა 300...
თბილისის განვითარების ფონდმა შეისწავლა მისი ქონების ნაწილის ეკონომიკური პოტენციალი, მაგრამ არ გამოიყენა კვლევის შედეგები შემდგომ საქმიანობაში. შესაბამისად, კვლევებში გადახდილი თანხები არაეფექტიანი ხარჯია – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც თბილისის განვითარების ფონდის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს ეხება. კონკრეტულად საუბარია 204 ათას ლარზე, რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა უწყებამ ორ კვლევაში გადაიხადა. “ შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიადან“ გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ნაგვისა და ნარჩენებისთვის 1.1 კბ.მ. მოცულობის მოთუთიებული ფოლადის კონტეინერების შესყიდვას გეგმავს. 111 სანაგვე ურნის შესაძენად აგილობრივმა თვითმმართველობამ 195`915 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. სატენდერო სოკუმენტაციის თანახმად, ნაგავშემკრები კონტეინერები უნდა იყოს: • ტევადობა 1100 ლიტრი • სიგრძე: 1300-1400 მმ • სიმაღლე: 1300-1500 მმ • სიგანე: 950 – 1100 მმ სანაგვე კონტეინერებს მუნიციალური ა(ა)იპ „სუფთა მარნეული“ გაანაწილებს. როგორც ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი,...
მთავრობის განკარგულებით სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 850 ათასი ლარი გამოეყო. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. აღნიშნული თანხის ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვის მიზნით კი ლანჩხუთის საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას დასტური მისცა.
ლანჩხუთის მერიაში რიგ თანამშრომლებზე ანაზღაურების მატება იგეგმება. ამის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. როგორც მერიის მიერ წარმოდგენილ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში გათვალისწინებული ცვლილების მიხედვით, მერიის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო ნაცვლად დღეს არსებული 700 ლარისა...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ღვინის პარკის მოწყობა იგეგმება. იდეის ავტორი ატენში მცხოვრები სოსო ვანიშვილია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ადგილი სადაც ვანიშვილი დონორების დახმარებით ღვინის პარკის მოწყობას გეგმავს სოფლის შესასვლელშია, როგორც ის ამბობს მაკეტი უკვე მზადაა და ახლა თანამოაზრეებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. "ამ სივრცეში იქნება რეკრეაციული ზონა, ბავშვთა გასართობი სივრცე, სკამები, განათება, ღვინის ბოთლის სკულპტურა, სავაჭრო ჯიხურები ადგილობრივი პროდუქციისათვის. საპირფარეშოები,პარკირება და რა...
რუსთავის მერიის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაში ცვლილებები შედის. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველებს მომავალი წლიდან მერია 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის მედიკამენტებს დაუფინანსებს. ასევე, იზრდება იმ პირთა წრე, რომელიც აღნიშნული პროგრამით ისარგებლებს. 200 ლარის მედიკამენტები 2022 წლიდან დაუფინანსდებათ მარჩენალდაკარგულ 18 წლამდე ბავშვებსაც. რაც შეეხება ომის ვეტერანებს, მათ შემთხვევაში იხსნება სოცილურად დაუცველის სტატუსის აუცილებლობა და ყველა ომის ვეტერანი მედიკამენტებზე...
TV4-ის ინფორმაციით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთ რეხვიაშილი პოზიციას ტოვებს. ჩვენი ინფორმაციით, მხარის პირველი პირი საქმიანობას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში გააგრძელებს. როგორც TV4-მა გაარკვია, სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციაზე, სავარაუდოდ,  შოთა რეხვიაშვილის მოადგილეს, გიორგი დოხტურიშვილს წარადგენენ. შოთა რეხვიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად 2018 წელს წარადგინეს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ