პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ხვალ გაიმართება. სხდომაზე პრეზიდენტის მიერ თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებზე დადებულ ვეტოზე იმსჯელებენ. https://www.youtube.com/watch?v=AvcIiEmZz-g&feature=youtu.be
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტიმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა. კომიტეტის წევრები თვლიან, რომ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება სწორი და წინგადადგმული ნაბიჯია. https://www.youtube.com/watch?v=JB9AKigqzR0&feature=youtu.be
პარლამენტის თვითმმართველობისა და იურიდიულმა კომიტეტებმა პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარეს. მარგველაშვილმა ვეტო თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კოდექსში შემავალ ცვლილებებს დაადო. მათ შორის იმ ცვლილებებს, რომლითაც 7 თვითმმართველი ქალაქი უნდა გაუქმდეს. პარლამენტი ვეტოს დასაძლევად ხვალ შეიკრიბება. https://www.youtube.com/watch?v=dGXGbCrqIP8&feature=youtu.be
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავენ და მოუწოდებენ, გაიზიარონ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და უარი თქვან 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებაზე. 50-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დეპუტატებისადმი სპეციალური მიმართვა დღეს გაავრცელა. https://www.youtube.com/watch?v=66hnS5vdO50&feature=youtu.be  
ვიცი, რომ ამ ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ძალიან ბევრ პარტიულ ხმას დაკარგავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” და ”საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. „ჩვენ თვითმმართველობას არავის ვართმევთ, ერთიან სტანდარტს ვაწესებთ. მე ოპოზიციაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიყავი და ვიყავი რაიონში, ვიცი ამ ცვლილების ფასი და...
თუ სოკოებივით მომრავლდა ააიპ-ები, აქედან გამოსავალი თვითმმართველობის წართმევა კი არა, ააიპ-ების შემცირებაა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” და ”საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. „სამწუხაროა, რა ტიპის არგუმენტები დავინახეთ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. თითქოს ბიუროკრატიული ხარჯები არის გაზრდილი ადგილზე - ამის პასუხად 7...
თბილისის საკრებულოში „გამწვანება 2016“-ისთვის ტენდერით 2 500 000 ლარის გადაცემის საკითხს სხდომაზე ხმაური მოყვა. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სხდომის დასაწყისში დაინტერესდა, რატომ გადაეცა კომპანია ”გამწვანება 2016” -ს 2 500 000 ლარი, რომელიც ტენდერის შემდეგ დარეგისტრირდა და მანამდე არანაირი შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნდა. ”23 აგვისტოს გამოცხადდა ტენდერი და კომპანია ”გამწვანება 2016” 29 აგვისტოს დარეგისტრირდა. მათ ოფისიც არ აქვთ. სადღაც კორპუსშია დარეგისტრირებული...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან დებატებისას გამოჩნდა, რომ არავითარი საფუძვლიანი არგუმენტი ვეტოს გამოყენებისთვის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას არ აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა. "უმრავლესობა ვსაუბრობთ, რომ ცვლილებების შედეგად მოქალაქე იქნება უფრო ახლოს მმართველობასთან, რომ საკრებულოებს ექნებათ მეტი როლი, რომ უკან ვტოვებთ ფრაგმენტაციას და იზრდება მართვის ეფექტიანობა, რომ ხარჯები იქნება მიზნობრივი და...
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. შენიშვნებზე მსჯელობა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებული მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციამ 21 ივლისს გადაუგზავნა. პრეზიდენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებს ვეტო 20 ივლისს დაადო. წყარო: იმედინიუსი
https://www.youtube.com/watch?v=8Ek8ytQcGuM დამიჯერეთ ისეთი სასწაული, რომელიც ქალაქ ზუგდიდში მოხდა, შეიძლება არცერთ მუნიციპალიტეტში არ მომხდარა, - ასე შეაფასა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის ინიციატივასთან დაკავშირებით, საკრებულოს ოქმში დაფიქსირებული ჩანაწერი მუნიციპალიტეტების ხელახლა გაერთიანებაზე. მისი განმარტებით, სხდომის ოქმში, სადაც დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა აღნიშნულ წინადადებას, ფიქსირდება მათი სურვილი - ისინი მუნიციპალიტეტების გაერთიანებას უჭერენ მხარს იმ შემთხვევაში, თუ ზუგდიდი ისევ თვითმმართველ...
კიდევ ერთი თანამედროვე საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთში. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების დაათვალიერა რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო და მოპირკეთების სამუშაოები. სოფელში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა და მშობლებს დიდი მანძილით დაშორებულ მეზობელ სოფელში უწევდათ ამორტიზებულ ბაღში პატარების წაყვანა. ახალი სასწავლო წლიდან, თანამედროვე საბავშვო ბაღში ორივე...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომოსაცდელების რეაბილიტაცია გრძელდება.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით,  ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მისივე თქმით, მოსაცდელების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ბორჯომში თორის №120-ის მიმდებარედ, მესხეთის ქუჩაზე, ასევე სოფლებში ჭობისხევში, ყვიბისში, დაბაში, ქვაბისხევში და ტიმოთესუბანში. ყიფიანის ინფორმაციით, პროექტები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 37 407 ლარით დაფინანსდა, სამუშაოები ჯამში 7 ობიექტზე განხორციელდება. ”პროექტის მიხედვით, გაჩერებები წითელი აგურით შენდება შენდება. ეწყობა...
https://www.youtube.com/watch?v=rgg74-GmCMg თვითმმართველობის რეფორმა და მუნიციპალიტეტების გაერთიანება, ამ გაერთიანების მოსალოდნელი შედეგები და გამოწვევები ის საკითხები იყო, რაზეც დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს ექსპერტების, არასამთავრობო სექტორის, თვითმმართველობის წარმომადგენელთა და ოპოზიციის მონაწილეობით. აუდიტორიის უმრავლესობა, ხელისუფლების გარდა კიდევ ერთხელ შეთანხმდა, რომ გაერთიანება რეალურად ცენტრალიზაციისკენ გადადმული ნაბიჯია, ეს მაშინ, როცა ქვეყანას განვითარებისთვისთვის სწორედ ადგილობრივ დონეზე უფლებების მეტად გაზრდა სჭირდება. შეხვედრის განმავლობაში რამდენჯერმე იყო კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება...
პრეზიდენტი პარლამენტს თვითმმართველ ქალაქებთან და მუნიციპალურ თემებთან დაკავშირებით არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას სთავაზობს. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტს აცნობს, სადაც ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან” დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ. როგორც ანა დოლიძემ განმარტა, რაც უფრო დიდია მუნიციპალიტეტი, მით უფრო ძნელია სახელისუფლებო ორგანოების გადაწყვეტილებებისა და ბიუჯეტში სხვადასხვა დასახლების პრიორიტეტული საჭიროებების მაქსიმალურად ადეკვატურად ასახვა. მისივე თქმით, რაც უფრო...
საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტებზე მსჯელობენ. დეპუტატებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცნობს. როგორც ჟურნალისტებს დოლიძემ განუცხადა, პრეზიდენტის მოსაზრება იმ ძირითად ფასეულობებს ეყრდნობა, რაზეც სახელმწიფო და კონსტიტუცია დგას. "ორივე კანონთან მიმართებაში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მთავარი არსი ისაა, რომ ისინი დემოკრატიის ხარისხს აუარესებენ და თავად "ქართული ოცნების" მიღწევების უკან შემოტრიალებას ახდენენ. განსაკუთრებით, თვითმმართველობის სფეროში....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ