ჭადრაკის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, ქ. ლაგოდეხში ყოფილი №2 საჯარო სკოლის შენებაში ინფრასტრუქტურა ეწყობა.
საჭადრაკო კლუბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დაათვალიერა. მისივე თქმით, შენობის მესამე სართულზე საჭადრაკო კლუბი განთავსდება, რომელიც პროფესიონალ და დამწყებ ლაგოდეხელ მოჭადრაკეებს ასპარეზობისთვის მოამზადებს.
დაბა სურამში მდინარე სურამულაზე ნაპირსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობს. გვერდისუბნის დასახლებაში კი მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
სურამში ნაპირსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 223399 ლარია, შესაძლო სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს.
გვერდისუბნის დასახლებაში მინი სტადიონის მოწყობა ბიუჯეტიდან 60 039 ლარით ფინანსდება. პროექტი, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებსა და უფროსი ასაკის მოქალაქეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, აგვისტოს...
თბილისის მერი დავით ნარმანია ერთ-ერთი მედიასაშუალების და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა თბილისის მერიაში წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის აქტივისტები დასაქმდნენ, ტყუილს და ცილისწამებას უწოდებს.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თბილისის მერიაში დასაქმებული თითოეული მოხელე და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოსამსახურე დანიშნულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. რაც შეეხება 600 ახალი ადამიანის დასაქმებას, ეს ადამიანები არ გახლავთ ახაალი კადრები, არამედ საქმე ეხება არსებულ საკადრო...
ქუთაისში, ვაკისუბანში, რამდენიმე ქუჩაზე შიდა გზების კეთილმოწყობის სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხუნდაძის ქუჩის ზედა და ქვედა ნაწილის 1,5-კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის ფილები იგება, პროექტის ღირებულება 500 000 ლარს აჭარბებს და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მათივე განმარტებით, აღნიშულ მონაკვეთზე არსებული გზის საფარი ტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა, რის გამოც მაღალი იყო ავტომობილების დაზიანების საფრთხე და სამუშაოების დასრულების...
ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში არ გავჩერებულვართ და მართლაც დღე და ღამე ვმუშაობდით, ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ჩვენმა საზოგდოებამ ძალიან ბევრი სიკეთე მიიღო ქალაქის მმართველობისგან, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.
ნარმანიას განცხადებით, სწორედ ეს იმის შედეგია, რომ ყველა სამსახური მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
"მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა, რომელსაც განსაკუთარებით...
ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირველი, რასაც ხელს მოვაწერ, ”სითი პარკის” თბილისიდან გაშვების განკარგულება იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა კომპანია ”სითი პარკის” სათავო ოფისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, ამის შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი, რომლის ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება ”სითი პარკისთვის” ჯარიმის გადახდა, რომელიც კონტრაქტის დარღვევისთვის დაეკისრება ქალაქის მერიას.
”ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირველი, რასაც ხელს მოვაწერ იქნება ”სითი...
ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ერთი წლის განმავლობაში 59 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 4 917 ლარია. ხელფასთან ერთად, რომლის წლიური ოდენობაც 33 000 ლარს შეადგენს, მან პრემიისა და დანამატის სახით 26 000 ლარი აიღო.
დავით ჯიქია ქალაქ რუსთვის მერის თანამდებობაზე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იქნა არჩეული. 2013 წლიდან იგი მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო, მანამდე, 2011-2012 წლებში, - იმავე...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე გაწეული საქმიანობის შესახებ მოსახლეობისთვის ანგარიშის ადგილზე ჩაბარებას აგრძელებს.
ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე რაიონის გამგებლის მოადგილეებთან ვლადიმერ გოგსაძესა და ავთანდილ ნარიმანიძესთან ერთად ართვინის ქუჩა N53-ში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს, ასევე ართვინის, მნათობის და დავითაშვილის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა და სამი წლის საქმიანობის ანგარიში ჩააბარა.
რიმა ბერაძის...
დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილიდან სარეკრეაციო სივრცის სახით დედაქალაქს კიდევ 1,5 ჰა-ზე მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა, - აღნიშნული საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჯამში, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკიდან ამ დროისათვის, ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნდა.
„სულ ცოტა ხნის წინ საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად და ჩემი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, წინა ხელისუფლებების დროს გასხვისებული დიღმის ტყე-პარკის 1 ჰა...
პეკინის ქუჩაზე პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი დასრულებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჯამა.
თბილისის მერის თქმით, დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი. 4 გზაჯვარედინიდან მოწყობილია საფუძვლის ფენები და საფარის ქვედა ფენა სამზე, დარჩენილია მიცკევიჩის ქუჩის გზაჯვარედინი, რომელიც დასრულდება რამდენიმე დღეში.
„ყველას მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს პეკინის ქუჩის მასშტაბური...
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. დავით ნარმანიას განცხადებით, ზუსტად 3 წლის წინ, აგვისტოს დასაწყისში დედაქალაქის მმართველობას სათავეში ჩაუდგა ახალი გუნდი მისი ხელმძღვანელობით.
„პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ დაგვხვდა ფაქტობრივად განულებული ბიუჯეტი და ქალაქი, რომლისთვისაც გამოყოფილი თანხები იხარჯებოდა კონკრეტული პირების პირადი კეთილდღეობისთვის და ამ მძიმე მემკვიდრეობის ფონზე, ჩვენ დაგვჭირდა ძალიან დიდი შრომა, რათა აგვენაზღაურებინა დაკარგული დრო...
ნაძალადევის რაიონში, მაღაროს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
„მაღაროს ქუჩაზე ჩვენი კონტრაქტორი კომპანია აქტიურ რეჟიმში მუშაობს - სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად იჭრება ტრანშეა, პარალელურად, მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა ისარგებლებს კაპიტალურად რეაბილიტირებული ქუჩით“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
მაღაროს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის...
ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის 2 200 000 ლარი დაიხარჯება. ამბროლაურში უკვე განიხილეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციას. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტაძრამდე მისასვლელი გზის აღდგენას.
პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 200 000 ლარს შეადგენს. პროექტის...
https://www.youtube.com/watch?v=3pzTQXWIp3c
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 თვითმმართველ ქალაქს აღნიშნული სტატუსი ჩამოერთვა. რას ნიშნავს ეს, ამ ქალაქებსა და მუნიციპლალიტეტებში მცხოვრები ადამიანებისათვის და ზოგადად, როგორ მუნიციპალიტეტებში სჯობს ცხოვრება. ამის გარკვევას შევეცდებით ჩვენს სტუმრებთან ერთად. წარმოგიდგენთ: მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - კოკა კიღურაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - დიმიტრი კვერძელიძე, მუნიციპალური სამართლის ექსპერტი - დავით ზარდიაშვილი და არასამთვარობო ორგანიზაცია...
https://www.youtube.com/watch?v=jffD-Hfv3eA
ქალაქ ახალციხესა და ახალციხის სოფლებში გამოკითხული მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელს თავისი და ქალაქს თავისი ხელმძღვანელი რომ ჰყავდეს, ასე ორივე მეტად ისარგებლებდა.
შეგახსენებთ, მთავრობის ინიციატვით 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდის ეს სტატუსი უუქმნდება. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. რეგიონული განვითარების სამინისტრო მიზეზად ხარჯების დაზოგვას ასახელებს.
თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა, საქართველოს პარლამენტმა თვითმმართველობისა...
მუნიციპალურ ავტობუსებს 2 ახალი მარშრუტი დაემატა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო სქემას ორი ახალი ხაზი დაემატა. კერძოდ: №32 მარშრუტი - დიდი დიღმის IV მ/რ-დან (დემეტრე თავდადებულის ქ. ახალი ავტობაზის მიმდებარედ) მაისურაძის ქუჩამდე (გლდანის VII და VIII მ/რ შემაერთებელი გზა) იმოძრავებს. №52 - ბარათაშვილის ქუჩიდან (#2-ის მიმდებარედ) დოლიძის ქუჩამდე (#89-ის მიმდებარედ) იმოძრავებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































