ქუთაისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი იობაშვილი დაინიშნა. ქუთაისის მერის მოადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ დალაქიშვილი მერის მოადგილეობიდან გათავისუფლდა. იგი იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
გიორგი იობაშვილი კურატორობას გაუწევს მერიის საბინაო სამსახურს, ააიპ ბაგა-ბაღებს, ააიპ სპორტულ და კულტურულ სახელოვნებო გაერთიანებებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი
14 მუნიციპალიტეტის გაერთიანება არსებითად ზღუდავს თვითმმართველობის უფლებას, როგორც ამ ქალაქებისთვის, ისე თვითმმართველ თემში შემავალი სოფლებისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წინაასარჩევნო გარემოს შეფასებაში.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუწევს. 24 ივლისიდან წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობას ყველა მუნიციპალიტეტში უკვე აკვირდება ორგანიზაციის 70 გრძელვადიანი დამკვირვებელი. გრძელვადიანი...
ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე 1-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ლიკანის დასახლებაში სასტუმრო „რიქსოსიდან“ ე.წ. დიდ ხიდამდე განხორციელდა.
„მესხეთის ქუჩა ცენტალურ მაგისტრალს წარმოადგენს, სადაც საფეხმავლო ბილიკი წლების განმავლობაში დაზიანებული იყო და მოსახლეობის გადაადგილებისათვის პრობლემას წარმოადგენდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ასფალტ-ბეტონის ტროტუარები, ბორდიურები, შეკეთდა ქუჩაზე არსებული მოსაცდელი, მოეწყო ორცხაურიანი კომბინირებული სანიაღვრე ჭა, რის შემდეგ მოსახლეობა მოწესრიგებული საფეხმავლო ბილიკით...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენროს ინფორმაციით, საჯარო ბაგა-ბაღებში ახალი 2017-2018 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება.
თემურ თორდინავას ბრძანებით, სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებს დაევალათ შენობების სანიტარული დამუშავება, სამშენებლო ნარჩენების გატანა იმ ბაღებიდან, სადაც მიმდინარე არდადეგების პერიოდში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა, ასევე ბაგა-ბაღების ეზოების და შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სასმელი წყლის ლაბორატორიული ანალიზი, ცენტრალური გათბობის სისტემების შემოწმება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და სხვა...
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა ლილოს დასახლებასთან მდებარე უფასო სასადილო დაათვალიერა. ზაალ უდუმაშვილი სასადილოში არსებულ პირობებს გაეცნო და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გაესაუბრა, რომლებიც აღნიშნული კვების ობიექტით სარგებლობენ.
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში ის გეგმავს, რომ უფასო სასადილოების დაფინანსება 50 მილიონ ლარამდე გაზარდოს.
”მინდა განვაცხადო, რომ ოქტომბრიდან რეალურად შეიცვლება დამოკიდებულება უფასო სასადილოების მიმართ. მე ვგეგმავ, რომ დაფინანება უფასო კვების ობიექტის...
სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის კორპუსების მშენებლობა დაასრულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. ასევე დასრულდა ძირითადი შენობის ფასადის მოპირკეთება.
სარემონტო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
კომპლექსი შედგება 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის დამხმარე შენობა-ნაგებობებისაგან. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი გათვლილია 220 საწოლზე. კლინიკის ძირითად შენობაში...
ერთობა "ახალი საქართველო" სასტუმრო "ამბასადორში" საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრაიმერის ჩატარების ინიციატივას აცნობს.
შეხვედრა "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (IRI) ორგანიზებით იმართება.
დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის პრაიმერის პოლიტიკური მნიშვნელობა, მისი ტექნიკური მხარე, ასევე არჩევნების მეორე ტურის სტატისტიკასა და გამოცდილებას.
"დღეს ვისაუბრებთ პრაიმერის ინიციატივის შესახებ. ეს არის მექანიზმი, თუ როგორ...
თვითმმართველობის არჩევნებამდე ქუთაისში საბავშვო ატრაქციონი კიდევ 17 ეზოში მოეწყობა. ატრაქციონების მოსაწყობად ქუთაისის მერია 85 ათას ლარიან ტენდერს აცხადეს.
მიმწოდებელი ვალდებულია საბავშვო ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი განახორციელოს ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად. თუ რა მისამართებზე აპირებს მერია ატრაქციონების განთავსებას, ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა.
17 კომპლექტი საბავშვო ატრაქციონი ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა დამონტაჟდეს.
წყარო: ნიუპრესი
ქუთაისის მესამე ვიცე მერი გრიგოლ დალაქიშვილი ცოტა ხნის წინ იმერეთის ვიცე გუბერნატორად დაინიშნა. მან პაატა ნადირაძის ადგილი დაიკავა.
ცვლილებები, სავარაუდოდ, ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, პაატა ნადირაძე ჭიათურის მერის პოსტზე იყრის კენჭს.
წყარო: ნიუპრესი
ბაგებში, ჭავჭავაძის გამზირ N82-ში, მშენებლობის გამო 10-მდე საღი ხე მოიჭრა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ნებართვა გაიცა 8 ხის მოჭრაზე და 6-ის გადარგვაზე. მათივე განმარტებით, შპს „მესხი“ საკუთარ ტერიტორიაზე - ჭავჭავაძის გამზირ N82-ში - 2 წლის განმავლობაში ვერ ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებას - ტერიტორიაზე სავალი გზის მოწყობას, რისთვისაც ითხოვდა ხეების მოჭრის ნებართვას.
„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობას ამცირებს. წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში, კომპანიამ შეაჩერა გარკვეული ნაგავსაყრელების ოპერირება და დაიწყო მათი ეტაპობრივი დახურვა შესაბამისი სტანდარტებით.
აღნიშნული გეგმის გათვალისწინებით, დაიხურა ბაკურიანის არსებული ნაგავსაყრელიც, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა ოპერირების ნორმებს. დახურვის სამუშაოების ფარგლებში მოხდა პოლიგონის ზედაპირის რელიეფის ფორმირება, ნარჩენების...
გორის მერიის ინფომაციით "ვოლოგდის დასახლებაში" შესასვლელი გზის რეაბილიტაცია 13 ინფრასტრუქტურულ პროექტს შორის ერთ-ერთია, რომელიც "სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოიყო, რომელიც ქალაქის 6 უბანზე თანაბრად გადანაწილდა.
„სამოქალაქი ბიუჯეტის“ ფარგლებში ხორციელდება უშუალოდ საზოგადოების მიერ ინიცირებული პროექტები. ამ ეტაპზე მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს 2018 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევაც.
პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლება ადგილობრივი ხელისუფლების...
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ბოჭორმის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, 17000მ2 ფართობზე, ახალი საგზაო სამოსი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები.
თბილისის მერი დავით ნარმანია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს პირადად გაეცნენ. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი დიდი ხნის განმავლობაში დაზიანებული იყო, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობისთვის გადაადგილება...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოფელ ხაბუმესა და ჭოღას დამაკავშირებელი ხიდი აშენდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და გამგებლის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ზემოთხსენებული სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული სოფლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
ამ ეტაპზე ხიდის მშენებლობის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, სხვადასხვა საჭიროებასთან დაკავშირებით, ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში აქტიურად მიმდინარეობს სოფლამდე მისასველელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
ამ ეტაპზე, გზაზე ასფალტის საფარი და სანიაღვრე არხები ეწყობა. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი 1,35 კმ. სიგრძის გზაზე მოეწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 379 999 ლარით ფინანსდება.
„ახალციხის ტბაზე“ ადმინისტრაციისთვის, ასევე ნავების მისადგომად, ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 75 ათასი ლარით, შენობა შენდება;
ააიპ „ახალციხის ტბაზე“ ადმინისტრაციისთვის შენობას ტენდერში გამარჯვებული შპს „მშენებელი–2004“ აშენებს. ახალციხის მერიის მიერ 22 ივნისს გამოცხადებული ტენდერის ერთადერთი მონაწილე მხოლოდ ეს კომპანია იყო. 75 ათას ლარად გამოცხადებული ტენდერი, მან 74 999 ლარით მოიგო.„ამ დროისთვის სარდაფის კედლების აშენება თითქმის დასრულებული გვაქვს, ახლა ბეტონი უნდა დავასხათ“, – ამბობენ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































