21 აგვისტოს 23:00 საათიდან 15 სექტემბრის 08:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო, წურწუმიას ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლა დროებით ორმხრივად შეიზღუდება. „კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს ავლაბრის მეტროდან (ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ა.ზურაბიშვილის ქუჩების) ჯორჯ ბუშის ქუჩამდე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს. ამ პერიოდში დროებით იცვლება N127 მიკროავტობუსის მარშრუტი. N127 ქეთევან წამებულის ქუჩიდან ზურაბიშვილის ქუჩას გუთნისა და თელავის ქუჩების გავლით დაუკავშირდება“ , - ნათქვამია მერიის მიერ...
ყოფილ დეპუტატს, პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერ თამაზ მეჭიაურს თიანეთის მერობა სურს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, მას „პატრიოტთა ალიანსისა“ და ნინო ბურჯანაძის შეთავაზება ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ, სხვა გადაწყვეტილება მიიღო. „მოვუწოდებდი ეროვნულ პლატფორმაზე მყოფ პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ, რომ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი დაეყენებინათ, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოხერხდა - „პატრიოტთა ალიანსს“ თავისი კანდიდატურა ჰყავს, ნინო ბურჯანაძეს თავისი. გაერთიანების შემთხვევაში, მეორე ადგილზე...
გაერთიანებული ოპოზიცია საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკუთარ პროგრამას უახლოეს მომავალში წარუდგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ განუცხადა. მისი თქმით, მოსახლეობას წარედგინება ეროვნული პროგრამა, რომელიც ბევრი მიმართულებით საინტერესო წინადადებებს მოიცავს. „ჩვენ, გვაქვს მნიშვნელოვანი ამოცანა, ჩვენს ამომრჩეველს რეალური არჩევანი შევთავაზოთ. დღემდე, საქართველოში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია არის ერთი და იგივე იდეოლოგიით - ეს არის სხვადასხვა ლიბერალური პარტიები, რომლებიც...
ჩვენ არ ვიქნებოდით წინააღმდეგი, თუკი პრინციპულ საკითხად იქნებოდა დაყენებული, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ყოფილიყო მერობის საერთო კანდიდატი, ამაზე კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე თანახმა იყვნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა. „თავისუფალმა საქართველომ“ და „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ერთიანი ოპოზიცია ყველა...
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შიდა ქართლში თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატები წარადგინა. გორში მერობისათვის  რევაზ კახნიაშვილი იბრძოლებს, კასპში - ალექსანდრე შაქარაშვილი,  ქარელში კი  - ნიკოლოზ ახალკაცი.  გარდა მერობის კანდიდატებისა,  "ნაციონალურმა მოძრაობამ" გორში  25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხოლო ქარელში 17 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  წარადგინა.  
ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად ნინოშვილის მე-14 და მე-16 შესახვევები დაათვალიერა, სადაც ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არადანი" ასრულებს. ღირებულება 193016 ლარია. აღნიშნულ ადგილზე ასევე მოეწყო ღვარსადენი. ,,სამუშაოების ტემპი ძალიან კარგია, უმეტესობა პროექტებისა ზაფხულის პერიოდში დასრულდება. ეს ის ადგილია სადაც გზა არასოდეს არ ყოფილა. გაუსაძლის პირობები იყო,...
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფეხბურთის კლუბ “გორის” ბალანსზე არსებული სამი სპორტული მოედნისა და ღვაწლმოსილი მწვრთნელის გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის შენობის რეაბილიტაცია მალე დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები გორის ვიცე მერმა დაათვალიერა. „აღნიშნულ საფეხბურთო მოედნებსა და სკოლის შენობას ათეული წლებია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. სკოლა ახალ სეზონს მნიშვნელოვნად გამართული ინფრასტრუქტურით ხვდება, რაც ვარჯიშის მსურველი ბავშვების რიცხვს საგრძნობლად გაზრდის. სკოლის ადმინისტრაცია სექტემბრიდან 400-ზე მეტ...
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულში სოფლის კრებაზე დასმული ძირითადი პრობლემის - წყალშემკრები სისტემისა და წყალგაყვანილობის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პრობლემა, ნახახულევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალბედისეულში საინიციატივი ჯგუფის მიერ მოწვეულ (კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნა 2017 წლის 24 თებერვალს გამგებლის ბრძანების საფუძველზე დარეგისტრირდა) სოფლის საერთო კრებაზე დაისვა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ინდ. მეწარმე „ივანე უგულავა“ ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. დღეს, სამუშაოებს ადგილობრივი...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  მიმდინარე პროექტი ოზურგეთის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა. გამგებელი ადგილზე მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან და წყალმომარაგების კომპანია „სატისის“ დირექტორთან - დავით ცერცვაძესთან ერთად იმყოფებოდა.  სამუშაოები ნატანების ადმინისტრაციული ერთეულის ე.წ. მე-17 ბრიგადაში მიმდინარეობს. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო 105 000 ლარი. ნატანების ამ უბანს ჰქონდა წყლის მიწოდების პრობლემა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის 37 ა და 37 ბ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნის განახლება დასრულდა, ამჟამად კი სრულიად ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ახალი სკვერის მოწყობის პროექტს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს "ინტერ ტექნოლოგი" ახორციელებს. სამუშაოების დაწყებისას ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეათანხმა სკვერის მოწყობის დეტალები, საბავშვო სივრცის ადგილმდებარეობა და ა.შ. პროექტის...
ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, - ამის შესახებ თბილისის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ თავის ვიდეომიმართვაში ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე მისი ხედვის შესახებ საუბრობს. „რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვისაუბრეთ თბილისის ეკოლოგიაზე და შევეხეთ ტრანსპორტის თემას, უსამართლო პარკირების სისტემას, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების საჭიროებას, მის პოპულარიზაციას და კომფორტის უზრუნველყოფას. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს ხვალ დაასახელებს. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გორგი მარგველაშვილმა 27 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები  ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება. არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება. წყარო: ტელეგრაფი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება,   კეთდება სანიაღვრე არხები და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.  სამუშაოების განხორციელებისთვის  სახელმწიფო ბიუჯეტიდან  1 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. კაჭრეთი-ზემო კაჭრეთის გზის რეაბილიატცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა...
წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 10 კმ-იანი გზის მონაკვეთზე რეაბილიტაციას სექტემბერში დაასრულებს. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად გაეცნო. მინისტრი პროექტების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და რეგიოენბში შიდა გზებზე არსებულ ვითარებას ეცნობა. აღნიშნულ გზაზე ასფალტის საფარის დაზიანების შედეგად,...
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, მეტროსადგური “უნივერსიტეტი” სატესტო რეჟიმში მუშაობს და სავარაუდოდ 15-დან 20 სექტემბრამდე გაიხსნება, რის შემდეგაც სადგურით სარგებლობას მგზავრებიც შეძლებენ. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია. ის რიგით 23-ე მეტროსადგური იქნება ქალაქში. წყარო: ნეტგაზეთი
ქვემო ქართლის გუბერნატორის გრიგოლ ნემსაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ,,ქართული ოცნებიდან“ მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების შერჩევის პროცესში, ის კომპეტენციის ფარგლებშია ჩართული. კითხვაზე თუ ვინ იქნებიან კანდიდატები, გრიგოლ ნემსაძე პასუხისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ „ეს თავის დროზე გახდება ცნობილი“. მისივე თქმით, ის საქმის კურსშია გუშინ, გარდაბნში მერობის კანდიდატად გოჩა ჯამარაულის დასახელების მოთხოვნით გამართული აქციის თაობაზე, თუმცა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ