ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილება შევიდა. საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავას განმარტებით, სიახლეა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რაც თავის მხრივ ადგილობრივ დონეზეც უნდა აისახოს. კერძოდ, თუ დღემდე ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა საკონკურსო თანამდებობა იყო, ახალი რედაქციით, ისინი ხელშეკრულების საფუძველზე იმუშავებენ. წყარო: ლაივპრესი
ახალციხის თემმა სხვადასხვა ტენდერიდან 146 000 ლარი დაზოგა. ამ თანხას მუნიციპალიტეტის გამგეობა გზებისა და შენობების რეაბილიტაციას მოახმარს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაზოგილი თანხიდან გზების რეაბილიტაციას 51 000, სოფელბში არსებულ კულტურის სახლებსა და სხვა საზოგადოებრივ შენობებს კი 90 000–მდე ლარს მოახმარს. ბიუჯეტში ცვლილება ახალციხის თემის საკრებულომ დღეს, 21 აგვისტოს, რიგით მე–10 სხდომაზე შეიტანა. „ამ თანხის დაზოგვა მოხდა სკვერებზე, საბავშვო ბაღებსა და ასევე სხვა...
პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველო’’ ინიციატივით გამოდის, მოსკოვის გამზირს სახელი გადაერქვას და მას საქართველოს გამზირი ეწოდოს. პარტიის წევრებმა აღნიშნული ინიციატივით საკრებულოს მიმართეს და 1500-მდე ხელმოწერა და განცხადება შეიტანეს. როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, სიმბოლურია, რომ მოსკოვის გამზირის ნაცვლად საქართველოს გამზირი დაერქვას. მისივე თქმით, მოსკოვის გამზირი უნდა გახდეს საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. "უნდა...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება, - შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი კონტრასიგნაციისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია. გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს დააანონსა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს აპირებდა, თუმცა მაშინ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია და აღნიშნა, რომ შესაბამისი აქტი არჩევნების...
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, წელს 48 მისასვლელის კეთილმოწყობა იგეგმება.  ამჟამად დასრულებულია 25, ხოლო  სამუშაოები მიმდინარეობს ორ ქუჩაზე. მისასვლელი გზების რეაბილიტაციისთვის 800 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მიმდემი" ასრულებს. იქ სადაც თანადაფინანსების ფარგლებში მოეწყო ეზოები მისასვლელი გზები სრული დაფინანსებით კეთდება.
ადიგენის მუნიციპალიტეტში მლაშე–ფლატეს 1575 მეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტის ფარგლებში მოიჭრა არსებული გათიხიანებული გრუნტი, გზა მოიხრეშა და გაკეთდა საფუძველი, დაიგო ორი ფენა ასფალტი, გაკეთდა სანიაღვრე არხები და მილ–ხიდები, მოეწყო ეზოში შესასვლელი ცხაურები,დაიგო ასფალტი რიტუალების სახლის მიმართულებით და მის მიმდებარედ. დასრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, შესრულებულ სამუშაობთან დაკავშირებით მოსახლეობა კმაყოფილებას გამოთქვამს, აღსანიშნავია რომ აღნიშნულ...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ჩუღურეთში, ცაიშის 36-ში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნო. აღნიშნულ მისამართზე ეს ადამიანები ორ ათეულ წელზე მეტია ცხოვრობენ და მათი მუდმივი პრობლემა ამ ფართების დაკანონებაა. რიმა ბერაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ჩუღურეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველებისა და დევნილებისთვის მათ...
თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს,  15:00 საათიდან 00:00 საათამდე, ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე მოსახვედრად როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს გამრეკელის და შემდეგ მიცკევიჩის, ცინცაძის ან ბახტრიონის ქუჩების გავლით.
ქარელის მუნიციპალიტეტის 9 სოფელში გარეგანათებისთვის საჭირო ნათურებს დააყენებენ. ყველაზე მეტი ნათურა რუისსა და დვანში დამონტაჟდება. გარდა ამისა, ღამით მთიანი დასახლების რამდენიმე სოფლის ქუჩებსაც გაანათებენ. თათანაანთ უბანი - 16 ცალი სამწევრისი - 42 ცალი ვედრება - 28 ცალი სანებელი - 7 ცალი რაც შეეხება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს: ტახტისძირი - 14 ცალი დვანი - 49 ცალი სოფელ ურბნისში 7 ნათურას დაამატებენ, ხოლო ძლევიჯვარში - 3-ს. რუისში 75 ნათურას დაამონტაჟებენ. სამუშაოები სექტემბერში...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში სასმელი წყლის რეზერვუარს აკეთებენ. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, პროექტი წყალსადენის მაგისტრალის ქსელების და სათავე ნაგებობის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, დრენაჟის მოწყობას, რეზერვუარის რეაბილიტაციას, შიდა დაქსელვას, ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას, საქლორატოროს და დარაჯის ოთახის აშენებას ითვალისწინებს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ ასრულებს. ,,პროექტის განხორციელება - სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლით სრულად უზრუნველყოფს. სამუშაოების ღირებულება 876 505 ლარია, რომელიც 70% ცენტრალური ბიუჯეტიდან,...
"ქალაქ-მუზეუმი 5-ჯერ მეტ შემოსავალს მოუტანს ქუთაისს"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ნიკა ნარსია. მისი განცხადებით, ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში საავტომობილო მოძრაობა უნდა შეიზღუდოს, მოეწყოს მეტი  ფეხით სასეირნო ადგილები-სკვერები, ველობილიკები, სტადიონები, მეტად განვითარდეს რეკრიაციული ზონა. მისი აზრით, ეს ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას და შესაბამისად, შემოსავლების ზრდას. "პირველ სკოლასთან, ცისფერყანწელებისა და პუშკინის ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა რომ აიკრძალოს, ასევე ქალაქის ცენტრალურ მოედნიდან პარკირების სხვა ადგილზე გადატანა, აქ კი...
ქუთაისში ანჯაფარიძის ქუჩის მცხოვრებლები უხარისხო წყლის მიწოდებას აპროტესტებენ. მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება. "ხვალიდან გადავკეტავთ მთელ ანჯაფარიძის ქუჩას, დაბინძურებული წყალი მოგვეწოდება, საშინელი სუნი აქვს. როგორც "წყალკანალში" გვითხრეს, ჩვენს ქუჩას ძველი ავზიდან მოეწოდება წყალი, რომელიც არ ივსება. კატასტროფულ სიტუაციაში ვართ. მოდიან, გვამოწმებენ, ხომ არ მოვიწამლეთ და მიდიან... მურღულია და მისი მთავრობა ასე ექცევა ხალხს. თუ დროულად არ მოგვიგვარებენ პრობლემას, აქციებს დავიწყებთ“,-აცხადებს ანჯაფარიძის ქუჩის...
კანონში შესული ცვლილებების თანახმად, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება, 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად 5 თვითმმართველი ქალაქი დარჩება. აღნიშნული ცვლილება კანონში თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის დღეს ამოქმედდება. სიახლეა ისიც, რომ მუნიციპალიტეტები გამგებლის ნაცვლად მერს აირჩევენ. კანონში შესული ცვლილებები  "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი სანტურიანმა განმარტა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი სანტურიანის  განმარტებით, 2017 წლის 26 ივლისს  საქართველოს პარლამენტის...
პაატა ნადირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ იმერეთის მხარის ვიცე გუბერნატორის პოსტიდან გადადგა, ადასტურებს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება, თუმცა მეტი კონკრეტიკისაგან თავს იკავებს. "ვადასტურებ, რომ ჩემი გადადგომა არჩევნებს უკავშირდება, თუმცა მეტს ვერაფერს გეტყვით, არ მინდა წინასწარ საუბარი, რამდენიმე დღეში ყველაფერი გახდება ცნობილი, ველოდები 25 აგვისტოს, ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები", -განაცხადა მან "ნიუპრესთან" საუბარში. შეგახსენებთ, როგორც იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ "ნიუპრესს" განუცხადა, იმერეთში...
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია, სავარაუდოდ,  "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ასევე მომავალი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. აღნიშნულს არც უარყოფს და არც ადასტურებს თავად ნიკა ლატარია.  როგორც ის ჩვენთან საუბარში აცხადებს,  ამ თემებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. "ჯერ ადრეა, ვისაუბროთ მსგავს თემებზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ გავრცელებულ ინფორმაციას",-აცხადებს ლატარია. "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსის პოსტზე ნიკა ლატარიასთან არსებულ მოლაპარაკებებს...
პროექტში შესული ცვლილების მიხედვით, საბარგო სადგურზე შპს „მექანიზატორის“ და მის მიმდებარე ტერიტორიიდან, გზის სავალ ნაწილზე მოხვედრილი წყლის თავიდან აცილების მიზნით სადრენაჟო სისტემა ეწყობა. „აქ მოეწყობა დახურული ტიპის გრძივი 460მ და განივი 20მ დრენაჟი, მსხვილნატეხოვანი კლდოვანი გრუნტის და რიყის ქვის მასალის გამოყენებით“, – აცხადებენ საქართველოს საგზაო დეპარტამენტში. მათი თქმით, აღნიშნული დრენაჟის მოწყობა სრულად უზრუნველყოფს წყლის მოცილებას სავალი ნაწილიდან. სწორედ აქ აქ ჩამოსული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ