ქუთაისში ზაზა მალანიას ქუჩის მცხოვრებლები წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიტოვებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებს. მათი განცხადებით, წყლის კომპანიამ გადათხარა, გამოცვალა მილები და უკვე ორი თვეა, სამუშაოები მიატოვეს და კიდევ ერთი ქუჩა გადათხრილი დატოვეს. ადგილობრივებს პრობლემას არა მხოლოდ გადათხრილი გზის საფარი, არამედ ყოფილი საგუბერნიო ციხეც უქმნით. როგორც მალანიას ქუჩის მცხოვრებლები გამარტავენ, ყოფილი ციხის შენობიდან ქვეწარმავლები და მრღნელები გამოდიან. „მოგვაქციონ ყურადღება, ვიდრე ვინმე შეეწირება ამ ამბავს. ყოფილი...
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ნუკრი ესართიას განცხადებით, უწყებამ გარემოვაჭრეები აპრილის თვიდან დღემდე რამდენჯერმე გააფრთხილა, თუმცა წუხანდლამდე მკაცრი ზომები მათ წინააღმდეგ არ გაუტარებიათ. როგორც ესართია აცხადებს, გარდა იმისა, რომ კანონით აკრძალულია გარევაჭრობა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, რომელიც ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემას აშენებს, იმ ტერიტორიის დასუფთავება ითხოვა, სადაც გარემოვაჭრეები ვაჭრობდნენ, რადგან სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა გავიდეს წყლის მილები. ”რაც შეეხება სავაჭრო საქონლის დაკარგვის საკითხს,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა განმუხურში, ჯონი მიშველიამ თანამდებობა დატოვა. გამგეობის ინფორმაციით,  ჯონი მიშველიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 18 აგვისტოს დატოვა. წყარო: ლაივპრესი
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებული გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი სამუშაო დახლები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აიღო და ტერიტორია რკინის ჯებირებით შემოსაზღვრა. აქციის მონაწილეებსა და ადგილზე მობილიზებულ პოლიციას შორის დაპირისპირებაc მოხდა, მოვაჭრეები ცდილობდნენ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შეღწევას, თუმცა სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ არავის გაუფრთხილებია. მოვაჭრეები ბაზრის გარეთა პერიმეტრზე მუშაობის უფლებას ითხოვენ, რადგან სხვა შემოსავალი...
ოზურგეთის მერის პოსტზე დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს კოტე შარაშენიძე იყრის. საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება, რაც არსებული კანონმდებლობით, დამოუკიდებელი კანდიდატის დასარეგისტრირებლად აუცილებელია. 2012-2014 წელს კოტე შარაშენიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. ამ ეტაპზე კოტე შარაშენიძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. წყარო: ინტერპრესნიუსი
7-10 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ოდესა-ბათუმი ფოტოდღეები“ გაიმართება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ოთხი დღის განმავლობაში ფოტოხელოვანებსა და ფოტომოყვარულებს საშუალება ეძლევათ 7 გამოფენას, სამ ღამის ჩვენებასა და მუსიკალურ პერფომანსს დაესწრონ. ფესტივალზე, რომლის მთავარი თემაა „დღეს/ხვალ“, ფოტოები წარმოდგენილი იქნება კანადიდან, უკრაინიდან, ინდოეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან და საქართველოდან. წყარო: იმედინიუსი
https://www.youtube.com/watch?v=U320jNgB3rM ბათუმის  მერის ცრუ დაპირება თანამოქალაქეებს.  ჯერ კიდევ 2 თვის წინ გიორგი ერმაკოვი აანონსებდა , რომ ქალაქში გარევაჭრობა აიკრძალებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მერმა დაპირება ვერ შეასრულა. დღეს ერმაკოვი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს. მერიაში კი დღემდე არ იციან, როდის აღმოიფხვრება პრობლემა. თვითმმართველობაში პროცესის გაჭიანურებას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებენ. წყარო: ტვ25
https://www.youtube.com/watch?v=VzHWPyldbF0&feature=youtu.be "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ხაშურში მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის   კანდიდატები წარადგინა. ენმ-დან მერობისათვის ხაშურში გიორგი მახათაძე იბრძოლებს, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის მოპოვებას კი როინ მახარობლიძე შეეცდება. წყარო: ტელეკომპანია დია
https://www.youtube.com/watch?v=1aQSeqxlP98&feature=youtu.be ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები) 21 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით გამოცემული განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ  ძალაში დღეს შევიდა. დღესვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა, ასევე  განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა. როგორც სხდომის შემდეგ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, ცესკოს სპიკერმა...
თბილისის განვითარების ფონდი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, შალვა დადიანის ქუჩა N32-N34-ში მდებარე 2 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, ისტორიული შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ნაწილია. ამჟამად, ისტორიულ სახლებზე შემდეგი სამუშაოები მიმდინარეობს: • შენობების სრული კონსტრუქციული გამაგრება ; • არსებული აივნების და დეკორატიული ელემენტების რესტავრაცია, ხოლო დაზიანებული ხის დეტალების შეცვლა ახალი ანალოგიური ნაკეთობებით; • ახალი კარ-ფანჯრების მოწყობა; • დაზიანებული სახურავების მთლიანად შეცვლა...
ევროპულმა საქართველოს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა. აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მერობისათვის ლევან ლორთქიფანიძე იბრძოლებს; გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი მიხეილ გოგოტიშვილი იქნება; რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მერის სტატუსის მოპოვებას მაია კაციტაძე შეეცდება; ხოლო იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მერობისათვის ბრძოლას რუსლან ჯულაყიძე აპირებს. პარტიის ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ კანდიდატების წარდგენასთან ერთად ადგილობრივებს, საარჩევნო პროგრამა გააცნეს, რომლის თანახმად თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება...
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ მერობის პირველ ვადაში ყველაფრის გაკეთება ვერ მოასწრო. თუმცა, ძირითადი პროექტები რომელზეც საუბრობდა, დაწყებულია და მალე დასრულდება. მურღულიამ აქვე განაცხადა, რომ 25 აგვისტოს ქუთაისში მერობის კანდიდატების წარდგენას, დაესწრება როგორც ქუთაისის მერი. "25 აგვისტოს "ქართული ოცნების" კანდიდატთა წარდგენაზე მეც ვიქნები როგორც ქუთაისის მერი. დანარჩენს დაელოდეთ. მე ბევრჯერ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ჩემი მისიის დიდი ნაწილი შევასრულე....
შეკვეთილში “ბლექსი არენას“ ტერიტორიაზე საინფორმაცია აქცია გაიმართა. აქციის მიზანი იყო ამომრჩეველთა ინფორმირება 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, მასში ქალების, როგორც კანდიდატებისა და როგორც ამომრჩევლების მონაწილეობის შესახებ. “ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო აქციები ტარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, სადაც ეწყობა საინფორმაციო კუთხეები, მოსახლეობას ურიგდებათ საინფორმაციო ფურცელი, ორგანიზაციის გენდერის მედიაცენტრების დირექტორები, ექსპერტ-ფასილიტატორები მოსახლეობას ესაუბრებიან 2017...
ბათუმში ძირითად ტურისტულ ობიექტებთან ოთხენოვანი საინფორმაციო დაფები განთავსდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ დაფები 10 მნიშვნელოვან ტურისტულ და ისტორიულ-კულტურულ ადგილთან დადგა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათ შორისაა ბათუმის შუქურა, ბულვარის კოლონადები, ნობელების მუზეუმი, სინაგოგა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. ასევე, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მიხეილ დალფონსის ძეგლი და ბათუმის მერიის შენობა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია,...
ქობულეთის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ბონდო თედორაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძესა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს მირიან ქათამაძეს, ქობულეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, ქობულეთში ექვსი სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ბიუჯეტიდან 457 057 ლარი გამოიყო. ბონდო თედორაძე ეჭვობს, რომ „ქართული ოცნება“ სტადიონებისთვის გამოყოფილ თანხას, წინასააჩევნოდ გამოიყენებს. “17...
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. მოქმედებას იწყებს "საარჩევნო კოდექსით" დაწესებული ყველა ის აკრძალვა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა იკრძალება....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ