დადგენილება 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
იმ მუნიციპალიტეტების უძრავ-მოძრავი ქონება, რომლებიც 2017 წელს გაუქმდა, ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. დადგენილებით, შვიდი თვითმმართველი ქალაქის სათემო მუნიციპალიტეტებთან შერწყმის შედეგად შექმნილ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ადმინისტრაციული შენობები, მიწის ნაკვეთები, მოძრავი ქონება და არსებული დოკუმენტაცია. დადგენილების თანახმად, გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ვალდებულების უფლებამონაცვლეა შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტი. ქონების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი...
შიდა მარშრუტებზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს მგზავრთა გადაყვანისთვის შესაძლოა, სპეციალური ნებართვები დასჭირდეთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში შესაბამისი წერილის საპასუხოდ განუცხადეს. როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, მუშაობა მიმდინარეობს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომლის მიღების შემთხვევაში სანებართვო რეჟიმში მოექცევა ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანები, შესაბამისი გრძელვადიანი სანებართვო პირობებით. „სანებართვო პირობებში გათვალისწინებული იქნება ევრორეგულაციებით განსაზღვრული ძირითადი მოთხოვნები...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს კახეთის რეგიონის მერობის კანდიდატებს წარადგენს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. კახეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენა დღეს, 19:00 საათზე, თელავში გაიმართება.
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად ოფიციალურად უკვე დაარეგისტრირა, შესაბამისი აქტი ცესკომ გუშინ გამოსცა. ამის შესახებ დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მხარდამჭერების მიერ შეგროვებული ხელმოწერები მას აძლევს სტიმულს, რომ ოქტომბრის ბოლოს თბილისის მერობის არჩევნებზე ის გამარჯვებას მოიპოვეს. ”გუშინ საღამოს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აქტი გამოსცა და მე დამარეგისტრირა...
მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში, ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაციაზე, ეკოლოგიურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება, რაც გაუმართავი ტრანსპორტის გამონაბოლქვით, მშენებლობებისა და გრუნტის მტვერითაა გამოწვეული. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას, გამკაცრდება...
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, დედაქალაქში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრის მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში, „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ განვითარების პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, წყალმომარაგება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელიც თბილისსა და თბილისელებს აწუხებს და მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის მოგვარება მერიის პირდაპირი საქმიანობა არ არის, მოსახლეობის ინტერესებიდან...
თბილისის რაიონებში ახალგაზრდობის ცენტრები აშენდება, სადაც ახალგაზრდებს შემოქმედებით და სპორტულ ცხოვრებაში ჩაბმის შესაძლებლობა ექნებათ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურა თბილისის ყველა რაიონში მოეწყობა, ახლებურად დაიგეგმება „თბილისობა“ და სხვა კულტურული ღონისძიებები. მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაღების საჭიროებაზე და განაცხადა, რომ...
თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში, მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ძველი თბილისის რეაბილიტაცია იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში, „სიცოცხლის სავსე ქალაქის“ განვითარების პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. კალაძის თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაცია გაგრძელდება, ხოლო მშენებლობის ზედამხედველობისას განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნებას დაეთმობა. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, პირველი პრობლემა, რაც დედაქალაქს აწუხებს, ეს...
თბილისის მერია იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ დედაქალაქის მოსახლეობის გადაადგილების უზრუნველყოფა საქართველოში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შეიქმნება ქალაქის სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც  თბილისის ურბანულ განვითარებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია. „დღეს, სამწუხაროდ, კონკრეტულ რაიონებში არსებობს უბნები, სადაც არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. განისაზღვრება ახალი სატრანსპორტო დერეფნები და...
ქალაქის ეკონომიკურ განვითარებასა და მისი პოტენციალის სათანადოდ ათვისებას საფუძვლად მუნიციპალური განვითარების გეგმა დაედება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ქალაქის ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, განხორციელდება მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაციაც. „სამწუხაროდ, დღეს ქალაქს ერთიანი ეკონომიკური ხედვა არ აქვს. ამიტომ, პირველი, რასაც გავაკეთებთ, აუცილებლად ჩამოყალიბდება მუნიციპალური განვითარების გეგმა, რომელიც საფუძვლად...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, პროგრამული ხედვის წარდგენისას ქალაქის მართვის პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სისტემაში ეფექტიანი და ობიექტური საკადრო პოლიტიკა განხორციელდება. კალაძის თქმით, ასევე, აუცილებლად განხორციელდება მერიის არსებული სტრუქტურის ანალიზი, რომლის საფუძველზეც მერიის მართვის, კოორდინაციის, ანგარიშვალდებულებისა და კომუნიკაციისახალი სისტემა განისაზღვრება. მისივე განცხადებით, შეისწავლიან მოქალაქეთა მომსახურების ხარისხს, გამოვლინდება არსებული ნაკლოვანებები და დაისახება მათი აღმოფხვრის გეგმა. მერობის კანდიდატმა თბილისის...
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. ამის შესახებ მან ქალაქის სოციალურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა და საზოგადოებას ამ მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნო. „ჩვენ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. მახსოვს წლები, როდესაც უფულობის, უსახსრობის გამო, ადამიანები სამწუხაროდ, საოპერაციო მაგიდებზე იღუპებოდნენ, თუმცა დღეს, ძალიან განსხვავებული რეალობა გვაქვს,...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრში ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ინფორმაციის მიღება დღეიდან ვიდეოზარის მეშვეობით, ჟესტურ ენაზე შეეძლებათ. ახალი სერვისის პრეზენტაცია დღეს ცესკოში გაიმართა და მას ცესკოში შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრები და ყრუთა კავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაცია ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა და ახალი სერვისის მნიშვნელობაზე, ასევე 21 ოქტომბრის არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარების მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე...
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე საუბრობენ. გიორგი ბოტკოველი განმარტავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას ქართული ოცნების მიერ წინასწარ შერჩეული ადამიანებით აკომპლექტებენ. ბოტკოველმა დღესვე ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომელიც მისივე განცხადებით,ქართული ოცნების კახეთის შტაბიდან მიიღეს. წყარო: 1tv.ge
"პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ვაკის რაიონი - სალომე კაპანაძე; სამგორის რაიონი - კობა მახაური, ბეჟან გუნავა, ვაჟა ჯელაძე; ისნის რაიონი - გიორგი ბენაშვილი, კახაბერ ინდუაშვილი, ნიკოლოზ კაჭკაჭური, ნიტა სიხარულიძე; გლდანის რაიონი - თათია ცეკვავა, მამუკა ტუსკაძე, გიორგი ხიზანიშვილი; ნაძალადევის რაიონი - კონსტანტინე დანელია; საბურთალოს რაიონი - გია ფოჩხუა, გიორგი გოგოლაძე; ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატები, გამოკითხვების შედეგად, თავად საზოგადოებამ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ