მილიონი ხის ფარგლებში, თბილისში უკვე 700 000 - მდე ძირი ხეა დარგული, რომელთაგან დაახლოებით 80%-მა გაიხარა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე დიდი ლოკაციები, სადაც ხეები დაირგო, თბილისის ზღვის გარშემო ტერიტორია და დიდი დიღომია.
”თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა ზეთისხილის ბაღები, დიდ დიღომში გაშენდა ნუშის ბაღები. თბილისსა და მის შემოგარენში დაირგო სხვადასხვა სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები....
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს ბოროტად იყენებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულის შესახებ ლევან ბეჟაშვილმა და ბესო შენგელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი თქმით, სამარშრუტო ტაქსებზე გასული წლის არჩევნების შემდგომ შემორჩენილია სარეკლამო ბანერები, რაც კანონდარღვევაა. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15...
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ამოქმედდება.
”ბიზნესპრესნიუსს“ ინფორმაციით, თსუ-ს მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგიროს რეაბილიტაცია უახლოეს ხანებში დასრულდება.
პროექტს შპს ”საქსპეცტრანსი” ახორციელებს. როგორც კომპანიის დირექტორმა გიორგი მესხმა ”ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, საბაგიროს რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია.
”ცოტა იგვიანებს ფულის გადასახდელი აპარატები, რომელსაც სავარაუდოდ თურქეთიდან ჩამოვიტანთ. თუმცა, ვფიქრობთ, 2-3 კვირაში სამუშაოები სრულად დასრულდება და ამ...
“ქართული ოცნების“ ლიდერი პრაქტიკულად ადასტურებს, რომ თვითმმართველობა მათი პრიორიტეტი არ არის და არც მომავალი 10 წლის განმავლობაში იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა „შენების მოძრაობიდან’’ თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა. „შენების მოძრაობის’’ თბილისის მერობის კანდიდატი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ერთ-ერთ რეგიონში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თვითმმართველობების დაფინანსება გაორმაგდება მომავალი 10 წლის განმავლობაში, რაც თითქოს მუნიციპალიტეტების ფინანსურ გაძლიერებაზე მიგვანიშნებს....
“ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წლის აგვისტოში შემოწირულების სახით 4 555 993 ლარი მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, „ქართული ოცნების“ შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულება „ევროპულ საქართველოს“ ერიცხება, რომელსაც 287 439 ლარი შესწირეს. 9 769 ლარი შეადგინა ალექსანდრე ელისაშვილის ფონდის შემოწირულებამ. დანარჩენი პარტიების შემოწირულებები კი შემდეგნაირად განაწილდა: „გირჩი“ – 7 000 ლარი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 5 330 ლარი, „ეროვნული ფორუმი“...
1 სექტემბერს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ, განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია საქართველოში პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადადებით. იგი, ასევე, უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ვერ შედგა კონსენსუსი კონსტიტუციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 4 სექტემბერს ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა, მმართველ გუნდს ურჩია, დაელოდოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს კონსტიტუცია.
მიუხედავად ამისა, 5...
მიმდინარე წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 32-მა მოქალაქემ 60 000-60 000 ლარი შესწირა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს. ფიზიკური პირისთვის წელიწადში განსაზღვრული თანხის მაქსიმუმი - 60 000 ლარი...
პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მერობის კანდიდატები წარადგინა.
დედოფლისწყაროში მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი იქნება; საგარეჯოში - გიორგი ერბოწონაშვილი; გურჯაანში - არჩილ ხანდამაშვილი; ახმეტაში - იოსებ ქარუმაშვილი; ლაგოდეხში - ჯონდო მდივნიშვილი; ყვარელში - როსტომ სესიაშვილი; სიღნაღში - გიორგი გოგილაშვილი; ხოლო თელავში - შოთა ნარეკლიშვილი.
მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონული...
დადგენილება 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
იმ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული მოხელეები, რომლებიც პარლამენტის დადგენილებით გაუქმდა, გასაუბრებას გაივლიან. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა, გასაუბრებას სპეციალურად შექმნილი კომისია ჩაატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, ვინ იმუშავებს ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტში და ვინ - არა.
დადგენილებით ასევე განისაზღვრა, რომ აღნიშნული პროცესი უნდა დასრულდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
როგორც დადგენილებაში წერია, ამ წესის მიზანია 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების მოხელეთა ცოდნის, გამოცდილების,...
გარდამავალ ეტაპზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის-შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი არ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება წარმოეშვებათ საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში. შესაბამისი ცვლილებები "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში შედის, რომლის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობაა.
ცვლილებებით, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ორი წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის...
"ქართული ოცნებიდან" გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია.
პირველი არხის ინფორმაციით, ლანჩხუთში მმართველი გუნდის კანდიდატი იქნება ალექსანდრე სარიშვილი, ჩოხატაურში - ირაკლი კუჭავა და ოზურგეთში ბეგლარ სიორიძე.
გურიის რეგიონში კანდიდატების წარდგენა 10 სექტემბერისთვის არის დაგეგმილი.
წყარო: 1tv.ge
საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი მალე გამოცხადდება. ამის შესახებ droa.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს. უწყების ცნობით, გზა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის გადასახვევიდან დაიწყება, გაივლის ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერსა და მიმდებარე სოფლებს და ონში დასრულდება. ჯამში, გზის სიგრძე დაახლოებით 50 კილომეტრი იქნება და თბილისიდან ონამდე მგზავრობას 2 საათით შეამცირებს.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის პირველი 6 კილომეტრის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში...
საქართველოს პარლამენტის დადგენილება გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ
6 სექტემბერს, 12 საათზე, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება შეხვედრა/დისკუსია 7 თვითმმართველი ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრაზე მოწვეული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები.
შეხვედრას გაუძღვებიან ექსპერტები - ირაკლი მელაშვილი და ლადო სანიკიძე.
დასწრება თავისუფალია.
შეხვედრის მიზანია მოსახლეობისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება თვითმმართველობაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ - რას და რატომ უპირებს თვითმმართველ ქალაქებს ხელისუფლება; ამის შესახებ თვითმმართველობის წარმომადგენელთა, არასამთავრობო...
გაუქმებელი მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებს ახალი მუნიციპალიტეტები გადაიბარებენ, ხოლო 2017 წლის 31 დეკემბრამდე ეს მუნიციპალიტეტები შესაბამისი ა(ა)იპ-ების გაერთიანებას უზრუნველყოფენ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში წერია.
ამავე დადგენილებით, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებაზე, რომელიც ა(ა)იპ-ებს გადაცემული აქვთ სარგებლობის უფლებით, შესაბამისი უფლება გადაეცემა ა(ა)იპ-ების დამფუძნებლების უფლებამონაცვლე შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს.
სარგებლობის უფლების მიმართ ეს წესი მოქმედებს, თუ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტებისთვის ქონების სარგებლობის უფლებით...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































