https://www.youtube.com/watch?v=gkV_kIYYFOw
ბათუმში, მარუხის ქუჩაზე, ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს. უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მომდევნო ეტაპზე კი, დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება. მარუხის ქუჩის კეთილმოწყობა მარტში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მარუხის I და II ჩიხის, ლომონოსოვისა და ქედის ქუჩის, ასევე ქობულეთის ქუჩისა და ჩიხის კეთილმოწყობა. სამუშაოებს შპს „დაგი“ ახორციელებს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 2...
"თავისუფალი საქართველოსა და გაერთიანებული მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატის გოგი წულაიას თქმით, მასობრივი გაყალბების მიუხედავად, ის დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს და ქუთაისის მერი გახდება.
წულაიას თქმით, მერად არჩევის შემდეგ, ქუთაისში გაჭირვების გამო ადამიანებს ელექტროენერგია, გაზი და წყალი აღარ შეუწყდებათ.
"ამ ხელისუფლებამ რაც არ უნდა გააყალბოს არჩევნები, მე გარანტირებულად ვიცი, რომ ვიქნები ქალაქის მერი. გაძლევთ პირობას, რომ ვიქნები ქუთაისის მერი. ყველაფერს...
პოლიტიკური გაერთიანება ”ევროპული საქართველო” ადგილობრივ არჩევნებში ბლოკის სახით აგვისტოში დარეგისტრირებულ პარტიასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. პარტიის სახელწოდებაა ”მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის". იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, აღნიშნული პარტია მიმდინარე წლის 22 აგვისტოს არის დარეგისტრირებული და მას ხათუნა ქოიავა თავმჯდომარეობს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ლევან თარხნიშვილმა განუცხადა, პარტია მათმა თანამებრძოლებმა და მეგობრებმა დააფუძნეს.
”ეს არის ტექნიკური საარჩევნო ბლოკი, რომლის შექმნის შესაძლებლობას კანონმდებლობა იძლევა. სავარაუდოდ, ხელისუფლება...
საარჩევნო ადმინისტრაცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განაგრძობს ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკოს ”სწავლების ცენტრის” თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს საგანმანათლებლო პროექტის ”ვესაუბრებით ამომრჩევლებს” მეორე ეტაპის განხორციელება. მისივე განმარტებით, აღნიშნული ეტაპის მთავარი მიზანია მოქალაქეთა...
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა (Task Force) 37 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვების შედეგად წარადგინა.
ინიციატივის განხილვას ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მხარდამჭერები სპეციალური დრესკოდით ესწრებიან.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, თავად ის ინიციატივას მხარს არ უჭერს, თუმცა კომიტეტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით...
21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო საარჩევნო სუბიექტების რიგით ნომრებს დღეს, 11 სექტემბერს განსაზღვრავს. დღეს 18:00 სთ-ზე უფლებამოსილი პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ არჩევნებში რიგითი ნომრის მოთხოვნის ვადა ამოიწურება, 19:00 საათზე კი ცესკოს სხდომა გაიმართება.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა; თუმცა, ცესკო, სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წილისყრის პროცედურას და...
”შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა დიდუბის მე-16 და მე-17 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
დიდუბის მე-16 ოლქში ნათია ქობალია, ხოლო მე-17 ოლქში იოსებ ვარდოშვილი იბრძოლებენ.
თენგიზ შერგელაშვილის თქმით, ეს კანდიდატები იქნებიან კარგი წარმომადგენლები საკრებულოში.
”ჩვენ ვცდილობთ, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ ახალი ადამიანები, რომლებმაც პროფესიულ საქმიანობაში, თუ თავისი ცხოვრებით გამოიჩინეს პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი, პრინციპულობა. სწორედ ამ პრინციპით თბილისის თითქმის ყველა ოლქში, სადაც წარვადგენთ...
„საქართველოს მელიორაცია“ წალკის მუნიციპალიტეტში ავრანლო-გუმბათის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება მაგისტრალურ და I რიგის გამანაწილებელ არხებს. 10 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი მოპირკეთდება ბეტონით; აღდგება სათავე ნაგებობისა და წყალაღების კვანძი; მაგისტრალური არხის საპროექტო კვეთი; არსებული წყალგამყოფი და წყალგამტარი ნაგებობები; საკარმიდამო ნაკვეთებში მოეწყობა გამანაწილებელი ქსელი.
უწყების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების შედეგად, მუნიციპალიტეტის 5 სოფლის 1100...
მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მეტროს ვაგონების მოდერნიზებას აგრძელებს.
ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
"2017 წელს კომპანია მგზავრებს სთავაზობს სრულიად ახალი ფორმისა და დიზაინის მოდერნიზებულ ვაგონებს, რომელთა განახლება მოხდა სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში", - აცხადებენ კომპანიაში.
უწყების ინფორმაციით, მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა...
https://www.youtube.com/watch?v=D_T1K2hyr-8&feature=youtu.be
ქუთაისის მერობისთვის საარჩევნო მარათონი ოფიციალურად დაიწყო. პარტიები და კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრას უკვე შეუდგნენ. ამ დროისათვის კანდიდატები ოფიციალურად მხოლოდ სამ პარტიას ყავს წარდგენილი.
"ქართულმა ოცნებამ" არჩევანი მისივე შტაბის მმართველსა და იმერეთის ვიცე-გუბერნატორზე შეაჩერა. გიორგი ჭიღვარია მერობის პოსტზე 2 სექტემბერს დასახელდა, თუმცა შტაბის პრესსამსახურმა ცდუნებას ვერ გაუძლო და ჭიღვარიას ამომრჩევლებთან შეხვედრა წარდგენამდე რამდენიმე საათით ადრე, 2 სექტემბერს დაანონსა.
წარდგენილი კანდიდატი დროს არ კარგავს...
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მაუწყებლებს შორის ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის "ქართული ოცნება" 599 ათას 457 ლარს დახარჯავს. ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. თანხები გამოყიფილია ცენტრალური მაუწყებლების გარდა რეგიონალური მაუწყებლებისთვის.
ხელშეკრულება 20-მდე მაუწყებელთან არის გაფორმებული. რეკლამისთვის ყველაზე დიდ თანხას, 344 825 ათასს ლარს დღგს ჩათვლით, ტელეკომპანია "იმედი" მიიღებს. ტელეკომპანია "მაესტრო" ფასიანი პოლიტიკური რეკლამისთვის მმართველი გუნდიდან 12 ათას 740 მიიღებს. რეკლამირება 2017...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































