ხულოს მუნიციპალიტეტში “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სია და მერობის კანდიდატი რამდენიმე წუთის წინ წარადგინა. პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდა.
მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი გოჩა მელაძეა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კურორტ „გოდერძის“ დირექტორის მოადგილე იყო. ხულოში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 13 კანდიდატი იბრძოლებს. მათ შორის მხოლოდ ერთია მოქმედი. ჯამბულ შაინიძე, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით მოხვდა. ის მოსახლეობის ნდობის მოპოვებას ამჯერად სხალთის...
დღე-ღამის განმავლობაში წყალი მოსახლეობას დაბა ხულოსა და რიგ სოფლებში მხოლოდ 11 საათით მიეწოდება, დილის 8 საათიდან შუადღით 2 საათამდე და საღამოს 8 საათიდან ღამის პირველ საათამდე.
ხულოს წყალკანალი ხულოს მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიმდინარე წელს აიპის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 210 625 ლარია გამოყოფილი, საჯოგიადან წყლის მაგისტრალის მშენებლობისთვის, რომელიც გარდამავალი პროექტია და გასულ წელს დაიწყო, სულ 872 811 ლარია გამოყოფილი.
სტატიის სრულად წასაკითხად გადადით...
თბილისის მასშტაბით ტყის სანიტარული ჭრები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მავნებლებით დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები წყნეთში მიმდინარეობს, სადაც 1317 ძირი მავნებლებით დაზიანებული, ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრა.
მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი ხეები მოიჭრა ასევე კოჯორში, ოქროყანაში, კუს ტბაზე, ბეთანიაში, შინდისში, მთაწმინდის მიდამოებში, გლდანსა და ავჭალაში.
"თბილისის მერიის გამწვანების სამსახური სანიტარულ ჭრებს პერიოდულად ახორციელებს. აღნიშნული ღონისძიებები შეზღუდავს დედაქალაქის...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ყრუთა და სმენადაკარგულთა კავშირის წევრებთან შეხვდრისას.შეხვედრა ფოთის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით გაიმართა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრისას რამდენიმე პრობლემაც გამოიკვეთა. როგორც მათ გვითხრეს წლების განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლებისგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ....
იმისათვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დააკვირდნენ, მათ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია "საარჩევნო კოდექსის" 39-ე და მე-40-ე მუხლების შესაბამისად უნდა გაიარონ. არჩევნებზე დასაკვირვებლად ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს რეგისტრაციის ვადა 11 ოქტომბრამდე აქვთ.
ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს ცესკო.
ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.
განცხადება, რეგისტრაციაში...
„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა დიდი დიღმის #4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. მოძრაობის სახელით, დიდ დიღომში შორენა ბუხრაშვილი იბრძოლებს. ლიდერებმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და ქალაქის მართვის სისტების მოდერნიზაციის შესახებ ისაუბრეს.
ბუხრაშვილმა მოსახლეობას რაიონში არსებულ პრობლემებზე და მისი მოგვარების გეგმაზე ესაუბრა.
„ზუსტად ვიცი რა აწუხებს დიდ დიღომს და რა აწუხებს თბილისს. ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ ის რაც...
საარჩევნო ადმინისტრაციებში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მედიაორგანიზაციების აკრედიტაცია გრძელდება.
იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებს ცენტრალურ, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება მიენიჭოთ, მათ აკრედიტაცია "საარჩევნო კოდექსის" 44-ე მუხლის შესაბამისად უნდა გაიარონ.
"საარჩევნო კოდექსის" თანახმად, რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების...
„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მისი მერობის შემთხვევაში დიდუბეში ცენტრალური პარკის გაშენებას გეგმავს.
როგორც ხოშტარიამ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, ეს საკითხი პროგრამაში აქვს, თუმცა დასძენს, რომ ახლა არასერიოზული იქნება იმაზე საუბარი თუ რა ადგილებზე განთავსდება რეკრეაციული ზონები, რადგან უნდა მოხდეს მწვანე საფარის ინვენტარიზაცია და გადაწყვეტილება პროფესიონალების მიერ უნდა იყოს მიღებული.
„ერთი ეს არის სატვირთო რკინიგზის გადატანის შემდეგ ცენტრალური პარკის გაკეთება...
დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი სოზარ სუბარის განცხადებას პასუხობს. ნინო ბურჯანაძის განმარტებით ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შემოწირულბა არ გააჩნია, შესაბამისად ისინი ფინანსურად კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებიან. შემოწირულობის გადამალვა კი არც ერთ პარტიას არ აწყობს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის განცხადებით, როცა ესა თუ ის პარტია დღე და ღამე დადის, აგიტაციებს ატარებს და აღმოჩნდება, რომ შემოწირულობა არ აქვს, ჩნდება ეჭვი, რომ მათ...
„ქართული ოცნების“ შემოწირულობა წინასაარჩევნოდ, ყველა სხვა პარტიის მიერ მიღებულ თანხას 20-ჯერ აღემატება, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ მთავრი შეკითხვები ამ საკითხზე სხვა პარტიებთან უნდა გაჩნდეს, რადგან შეუძლებელია ოპონენტები წინასაარჩევნო აგიტაციას ასეთი მიზერული თანხით ატარებდნენ.
სოზარ სუბარის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა შემოსული თანხა დეკლარირებული აქვს, ხოლო სხვა პარტიების დოკუმენტები ეჭვს აჩენს.
„ჯობია ყველა...
სოფელ ოზურგეთისა და სოფელ გურიანთის დამაკავშირებელი 2, 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ოზურგეთისა და სოფელ გურიანთის დამაკავშირებელი 2, 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ გურიის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებთან გადასასვლელების მოწყობა. პროექტი, რომლის ღირებულება 1 98 000 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
პროექტი 2-ეტაპიანია და გზის ნაწილი გასულ წელს შეკეთდა. წელს კი მიმდინარეობს 1,4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
ზუგდიდის #67 საოლქო-საარჩევნო კომისიამ დღეს ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, დომენტი(ზვიად) სიჭინავას საარჩევნო ნომერი მიანიჭა, ამის შესახებ სიჭინავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. სიჭინავას საარჩევნო ნომრად 42 განისაზღვრა.
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეიდან საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს და სოფელ ყულიშკარში სოციალურად დაუცველთა ოჯახებს ესტუმრება, შემდეგ კი ჭაქვინჯში გადაინაცვლებს, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.
რუსთავში, მეგობრობისა და შარტავას გამზირებზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული სანათები იცვლება. აღნიშნულ ტერიტორიაზე, 100 ერთეული ახალი, დეკორატიული სანათი დამონტაჟდა. სამუშაობს რუსთავის მერიის სამსახური – ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა’’ ახორციელებს და რამდენიმე დღეში დასრულდება. გარე განათების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, სულ 300 ერთეული დაზიანებული სანათი შეიცვლება.
წყარო: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ამ პერიოდში მიღებული შემოწირულობებით ლიდერობს „ქართული ოცნება“, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში შემომწირველებმა 7 მლნ ლარზე მეტი შესწირეს.
1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით პარტიებს შემდეგი ოდენობით შემოწირულობები აქვთ მიღებული: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 7.343.993 ლარი, „ევროპული საქართველო“ – 323.675.45 ლარი,...
პოლიტიკურ პარტიებს შორის ”ქართული ოცნება” ნდობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა - ქართულმა საზოგადოებამ მას ნდობის აბსოლუტურად მაღალი მანდატი მისცა, - ასე ხსნის საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციას, რომლის მიხედვით ბიზნესკომპანიებიდან ყველაზე მაღალი დაფინანსება ”ქართულმა ოცნებამ” მიიღო.
როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, წინა მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბიზნეს ობიექტები პარტიას ნებაყოფილობით აფინანსებენ და ნებაყოფლობით გამოხატავენ მისდამი მხარდაჭერას.
”კომპანიების მხრიდან ლოიალურობა გამოხატულია...
სიღნაღის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესების და მოსახლეობის უკეთესი წყალმომარაგების მიზნით 4 სოფელში ჭაბუღღილები, სამარაგო რეზერვუარები და ქსელები მოეწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
"რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ბოდბისხევში 780 მეტრის ქსელის გაყვანა მოხდა. სოფელ ვაქირში დაიქსელა 1270 მეტრის სიგრძის მონაკვეთი. ხოლო სოფელ საქობოში 1440 მეტრის მანძილზე წყალსადენი ქსელის გაყვანა მოხდა", - აცხადებენ სიღნაღის გამგეობაში.
უწყების ინფორმაციით,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































