„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა დიდი დიღმის #4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. მოძრაობის სახელით, დიდ დიღომში შორენა ბუხრაშვილი იბრძოლებს. ლიდერებმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და ქალაქის მართვის სისტების მოდერნიზაციის შესახებ ისაუბრეს.
ბუხრაშვილმა მოსახლეობას რაიონში არსებულ პრობლემებზე და მისი მოგვარების გეგმაზე ესაუბრა.
„ზუსტად ვიცი რა აწუხებს დიდ დიღომს და რა აწუხებს თბილისს. ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ ის რაც ცუდია. ეს ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი ოჯახისთვის უნდა გავაკეთოთ. ყველამ ერთად უნდა შევქმათ რაც აკლია ჩვენს რაიონს და ჩვენს დედაქალაქს.
უკვე 25 წელია ვაშენებთ, მაგრამ სწორად ვაშენებთ თუ არა, ეს კითხვა მუდმივად რჩება. ქვეყანა ჩვენი ოჯახია და რასაც საკუთარ ოჯახში ვაკეთებთ ის უნდა ვაკეთოთ ქვეყანაშიც. დღეს დადგა დრო სწორად შენებისა და მჯერა, რომ საარჩევნო ყუთებთან შემოხაზავთ 20-ს, რათა 2020 წლისთვის ბევრი რამ გვქონდეს სწორად აშენებული,“ – განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.