დმანისის გამგებელი გოგა ბარბაქაძე გაქნილი ინტრიგანია და არ მინდა ”ქართული ოცნებიდან” იყაროს კენჭი, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განუცხადა.
ოქრიაშვილი გამოეხმაურა გოგა ბარბაქაძის განცხადებებს, რომელიც დეპუტატს ზეწოლაში ადანაშაულებს.
ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ გამგებელი ”სულელურ განცხადებებს აკეთებს”.
”სისულელეზე პასუხების გაცემა არ მინდა, თუმცა მოგაწვდით ინფორმაციას, რომ წელიწადნახევრის წინ აუდიტის სამსახურმა გადაუგზავნა პროკურატურას მასალები დმანისის გამგეობასთან დაკავშირებით, სადაც არის დასმული კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით....
ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მაია ჩხარტიშვილმა დღეს ბრიფინგი მოაწყო და მმართველი პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ერთ- ერთი დამფუძნებელია და ეს გადაწყვეტილება ფოთში მიმდინარე პროცესების გამო მიიღო.
ჩხარტიშვილის განცხადებით, ფოთის მერი, რომელიც ამავე დროს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეა, ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ხელს უშლის.
ჩხარტიშვილმა ბრიფინგი ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიმდებარე...
ყვარელსა და ბათუმში წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე, „სამართლიანი არჩევნებმა“ საარჩევნო ადმინისტრაციას ორი საჩივრით მიმართა.
პირველ შემთხვევაში საქმე ეხება ყვარლის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის ხელმძღვანელის, ქეთევან ჭიპაშვილის ფეისბუქ პოსტს, რომელიც მან სამუშაო საათებში გამოაქვეყნა. ის ქართული ოცნების ყვარლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატს ღიად უჭერს მხარს რესურსცენტრისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სახელით. ფეისბუქ პოსტშიროსტომ სესიაშვილის ფოტოსურათია მიბმული, ასევემისი ბიოგრაფია და კანდიდატის მხარდამჭერი მოწოდებები.
ქეთევან ჭიპაშვილის, როგორც საჯარო მოხელის მონაწილეობა აგიტაციაში, სამუშაო...
„2017-2018 სასწავლო წლის დაწყებისთვის, თბილისში 5 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა“ - ამის შესახებ თბილისი მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა. მისი თქმით, ახლადგახსნილ ბაღებში, სადაც 325-მდე ადამიანი დასაქმდა, დამატებით 1500 აღსაზრდელის მიღება გახდა შესაძლებელი.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, გარდა ახალი ბაღების გახსნისა, არდადეგების პერიოდში, 84 საჯარო ბაღში სხვადასხვა სახის მასშტაბური თუ მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც განხორციელდა.
თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა...
N150 მარშრუტზე ყვითელ „ბოგდანებს“ ლურჯი, „MAN”-ის მარკის ავტობუსები ჩაანაცვლებენ. N150 მარშრუტი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის, ახლად რეაბილიტირებული პეკინის ქუჩის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირების გავლით ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს. ხოლო უკუ მიმართულებით, 26 მაისის მოედნიდან მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე აგრძელებს და ვაჟა-ფშაველას გამზირს კალანდაძის ქუჩიდან უკავშირდება.
“MAN”-ის ავტობუსები გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე ეტაპობრივად 11 სხვადასხვა მარშრუტზე: N61, 51, 37, 87, 9, 88,...
მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ საჯარო მოხელეებსა და თვითმმართველობებში დასაქმებულ მოქალაქეებზე მიმდინარეობს საშინელი ზეწოლა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა შორენა ბუხრაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბაღის გამგეები თანამშრომლებს ეკითხებიან, რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები არიან.
გარდა ამისა, ბუხრაშვილის მტკიცებით, ბაღის გამგეები და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობენ.
"ბაღის გამგეები იბარებენ თანამშრომლებს და ეკითხებიან, რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები არიან. ქალბატონ თამარ...
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა მეტროს სადგურ “ახმეტელის” ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას სატრანსპორტო მიმართულების განვითარებისთვის მისეული ხედვა წარუდგინა. მისი განცხადებით, მსგავსი საკითხის შემუშავების დროს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ადამიანის კომფორტს და არა ავტომობილებს.
ელისაშვილის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული შექმნა არის მთავარი პრიორიტეტი, სადაც მთავარი როლი მიენიჭება მეტროს, შემდეგ ავტობუსს დაბოლოს სამარშრუტო ტაქსებს. მან ტრამვაის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მერად...
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მისი მერობის პერიოდში, მწვანე სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა.
„მე არ ვარ მშენებლობის წინააღმდეგი. პირიქით, ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ქალაქის სწორ განვითარებას, თუმცა, ახლა, გულწრფელად მინდა გითხრათ ყველას, რომ ჩემი მერობის პერიოდში, მშენებლობის...
საია წინასაარჩევნო პერიოდს, სათაო და რეგიონული ოფისების მეშვეობით, თბილისსა და საქართველოს 8 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელოში აკვირდება.
საინფორმაციო ბიულეტენი N2 მოიცავს:
- მუქარის ფაქტს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე;
- საარჩევნო დავას სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციასთან დაკავშირებით;
- მერობის კანდიდატობის 59 კაცი და 2 ქალი - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის გამოხმაურებას დარღვეულ გენდერულ ბალანსთან დაკავშირებით ...
იხილეთ...
დედაქალაქში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა განხორციელდება, რომლისთვისაც ნახევარ მილიარდ ლარამდე დაიხარჯება, - ამის შესახებ იურისტმა ირაკლი ხმალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.
„ისტორიული ნაწილი ქალაქის ეკონომიკისა და ქვეყნის მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ სიკეთეს ქმნის. აქედან გამომდინარე, ჩვენს გუნდს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ამბიციური გეგმა გააჩნია. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ვაპირებთ, განვახორციელოთ ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა,...
სპეციალისტები ფოთში მდებარე წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძის სასწრაფოდ რეაბილიტაციას ითხოვენ.
58 წლის წინ აშენებულ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ჰიდრონაგებობას ბოლოს სარემონტო სამუშაოები 12 წლის წინ ჩაუტარდა.
სპეციალისტები შესაბამის საექსპერტო დასკვნასაც იშველიებენ და ამბობენ, რომ ჰიდრონაგებობაზე დიდი ხნის წინ დაწყებული გამორეცხვის პროცესი ფოთს დატბორვის საფრთხეს უქმნის.
საშიშროება ყოველი სტიქიის დროს კიდევ უფრო იზრდება. მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ ადგილობრივ მესამე სექტორშიც.
https://www.youtube.com/watch?v=xkUhbyLarIE
წყარო: 1tv
ასეულობით ბავშვი საბავშვო ბაღებს მიღმა რჩება.
საჯარო სკოლამდელ დაწესებულებებში დარეგისტრირების მცდელობა მშობლების დიდი ნაწილისთვის წელსაც წარუმატებლად დასრულდა. პრობლემა მხოლოდ დედაქალაქს არ ეხება. იგივე სურათია რეგიონებშიც.
ბაღების მართვის სააგენტო მიზეზად ადგილების დეფიციტს ასახელებს და გამოსავალზე ფიქრობს. ერთ-ერთ ვერსიად დამატებითი ჯგუფების შექმნა განიხილება.
https://www.youtube.com/watch?v=5mrJ9i3CUSw
წყარო: 1tv
თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის, 2016 წლის განმავლობაში, 53 836 ადამიანი, 2017 წლის 10 აგვისტომდე კი 34 512 მგზავრი დააჯარიმეს. აღნიშნულთან დაკავშირებული მონაცემები „ინტერპრესნიუსმა“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან გამოითხოვა.
ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წელს დაჯარიმებული 53 836 მგზავრიდან ჯარიმა 47 394-მა გადაიხადა, 5595-მა კი - არა. 2016 წლის დეკემბერში დაჯარიმებულმა 847-მა პირმა ჯარიმა მიმდინარე წლის იანვარში გადაიხადა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს,...
პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპთან დაკავშირებით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
დავით ნარმანიამ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, პარკინგის ზოლის, ველობილიკის, ავტობუსის ხაზის მოწყობისა და პეკინის გამზირის გაცალმხრივების საკითხზე.
„პეკინის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულებების ცვლილებასთან ერთად გარკვეული კორექტირებები გაკეთდა. დამატებით შემოსულია ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ცალკე 50 ადგილზე მეტი პარკინგის გაკეთებას და ჯამში პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარედ 205...
ელიავას ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე, შესაძლოა, აღარ გადავიდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ელიავას ბაზრობის ერთ-ერთმა მეწილემ, ზაზა მეტრეველმა განუცხადა, ბაზრობის ხელმძღვანელობას თბილისის მერი დავით ნარმანია შეხვდა და დაპირდა, რომ ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე არ გადავა.
ზაზა მეტრეველის თქმით, ნარმანია მათ ასევე დაპირდა, რომ ტერიტორია ისე შეიცვლება, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და მოსახლეობაც კმაყოფილი იყოს.
”ერთობლივი პროექტით რაღაც სახე მიეცემა ელიავას ბაზრობას ისე, რომ ბიზნესიც არ...
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ გორგაძე წარადგინა.
არაგველის პარკში შეკრებილ მოსახლეობასთან კალაძემ ასევე იმ ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რის შესრულებასაც არჩევის შემთხვევაში განახორციელებს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: იმედინიუსი
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































