გორში "შენების მოძრაობის" მერობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი იქნება, ხოლო საკრებულოს სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - ტელეკომპანია „თრიალეთის“ მფლობელი ბადრი ნანიტაშვილი. კანდიდატები "შენების მოძრაობის" ლიდერებმა - დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ გორელებს დღეს წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია “თრიალეთის” მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი გორის მერობისთვის დამოუკიდებლად ბრძოლას აპირებდა და ის საოლქო საარჩევნო კომისიაში კანდიდატადაც იყო რეგისტრირებული. რაც შეეხება დავით...
დევნილებისთვის ბინების გადაცემა, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში დაიწყო, მომავალშიც გაგრძელდება - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ეს იქნება თქვენი საკუთრება, მაგრამ მჯერა, რომ ეს იქნება დროებითი, რადგან ჩვენი სახლი არის აფხაზეთი და სამაჩაბლო. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ და დავუბრუნოთ ეს ტერიტორიები ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს“, - აღნიშნა დევნილებთან საუბრისას...
ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში მეოცე საუკუნეში, თბილისში მიმდინარე განაშენიანების პროცესების ამსახველი მასალები გამოიფინება. „თბილისი - ურბანული ცვლილებები“ -ასე ქვია გამოფენას, რომელიც 22 სექტემბერს გაიხსნება. წყარო: იმედი ფოტოს ავტორი: იმედი
„შენების მოძრაობის“ ლიდერებმა, დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ, სამტრედიასა და სენაკში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. მოძრაობის სახელით, სამტრედიაში მერობისთვის იმედა გოგავა, ხოლო სენაკში აპოლონ გარუჩავა იბრძოლებენ. ლიდერებმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამაც გააცნეს და იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც ქვეყნის სწორი შენებისთვის აუცილებელია. მათ ყურადღება გაამახვილეს ხელისუფლებაში პროფესიონალების მოსვლის აუცილებლობაზე და ქვეყნის შენების პროცესში ახლი თაობის ჩართვაზე. როგორც წარდგენისას ლიდერებმა აღნიშნეს...
დაზიანებული აივნები, დაბზარული კედლები და ჭერი ვახტან მეექვსის ქუჩაზე მცხოვრებთა საერთო პრობლემაა. აქ ორი საუკუნის წინ აშენებული ნაგებობა ინგრევა. მოსახლეობა დახმარებას დიდი ხანია ითხოვს, თუმცა ყველა უწყებისგან, ვისაც მიმართეს, უარი მიიღეს. ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ არის პასუხისმგებელი ადამიანთა ბედზე და ისტორიული შენობის აღდგენაზე. https://www.youtube.com/watch?v=cTB3EcKtjOI&feature=youtu.be   წყარო: იმედი ფოტოს ავტორი: იმედი
"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მერობის შემთხვევაში თბილისის მერიის ავტოპარკის განახლებას გეგმავს. ამის შესახებ მან EWMI ACCESS-ის მიერ ორგანიზაებულ შეხვედრა-დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატებთან იმართება. ინფორმაციას გამოცემა "ნეტგაზეთი" ავრცელებს. "მე ვამბობ, რომ თბილისის მერმაც უნდა იაროს ელექტრომობილით. ვაპირებ, რომ მთლიანად გავყიდო ავტოპარკი და შევიძინო ავტომობილები, ის ავტომობილები, რომელიც იქნება თბილისის მერიაში, იქნება ელექტრომობილები. თბილისის მერი უნდა იყოს მაგალითი....
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი სიჭინავამ მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და იმ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც მერად არჩევის შემთხვევაში გეგმავს. „არ ვიძლევი დაპირებებს, ვსაუბრობ კონკრეტულ გეგმებსა და ამოცანებზე, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასაქმების საკითხი. როდესაც ვსაუბრობთ სოციალურ პრობლემებზე, ეკონომიკის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ცალ-ცალკე ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. პრობლემები არის სისტემური და წლიდან წლამდე მათ...
სოფელ ნიქოზში 22 სექტემბერს „სკვერის ბიბლიოთეკა“ გაიხსნება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტისთვის „სკვერის ბიბლიოთეკები“ სპეციალურად შეირჩა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლები, როგორებიცაა ანაკლია, ნიქოზი და დიცი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სოფლებში არ არის ბიბლიოთეკები და თავშეყრის ისეთი ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა წიგნებით ისარგებლებს, განახორციელებს საგანმანათლებლო აქტივობებსა და შემეცნებით ღონისძიებებს. პროექტის მიზანი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის...
აჭარაში ტურისტული მარშრუტების მარკირება მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო ნიშნულებს ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელ ცენტრალურ გზებზე ამონტაჟებს. მათ შორისაა კინტრიშის ეროვნული პარკამდე, ქობულეთის დაცულ ტერიტორიამდე, მტირალასა და მაჭახელას ეროვნულ პარკებამდე არსებული გზის მონაკვეთი. 2017 წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ, ჯამში, 50-ზე მეტი მანიშნებელი 10 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით განათავსა. მათ შორის ისეთ მარშრუტებზე, სადაც საერთოდ არ არსებობდა...
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს პლენარული სესია არ გაიმართება. როგორც ირაკლი კობახიძემ გუშინ, სხდომის დასრულებისას განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა საარჩევნო რეჟიმზე გადადის, რეგლამენტის შესაბამისად, პლენარული სხდომები ერთი თვის განმავლობაში არ იმართება. „რეგლამენტის თანახმად, საარჩევნო რეჟიმში გადავდივართ. როგორც წესი, ერთი თვის განმავლობაში არჩევნებამდე პარლამენტის სხდომები არ იმართება. შესაბამისად, ხუთშაბათს პარლამენტის სხდომა არ ჩატარდება. წინასაარჩევნო რეჟიმში გადავდივართ. საჭიროების შემთხვევაში მოწვეული...
ასპინძის გამგეობის ინფორმაციით, ასფალტ ბეტონის საფარი 2–კილომეტრამდე სიგრძის გზაზე მოეწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 380 ათასი ლარით ფინანსდება. ჯამში, მიმდინარე წლის განმავლობაში, ასპინძის მუნიციპალიტეტში 7 მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, შედეგად კი 14 კილომეტრამდე სიგრძის გზა მოწესრიგდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. წყარო: სამხრეთის კარიბჭე 
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი  საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე მოხდება  საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები, გრუნტოვანი, დაზიანებული გზის ნაცვლად,...
საუბნო საარჩევნო კომისიებმა ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება დღეიდან უნდა დაიწყონ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის №43/2017 დადგენილებისა და  №179/2017 განკარგულების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიებმა, კენჭისყრის დღემდე არაუადრეს 30-ე (21 სექტემბერი) და არაუგვიანეს მე-20 დღისა (1 ოქტომბერი), უნდა განახორციელონ ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება, რომელშიც მითითებული იქნება: 1. ამომრჩევლის სახელი, გვარი; 2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); 3. ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი; 4. საარჩევნო უბნის ნომერი და...
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ კახაბერ რუსიამ თანამდებობა დატოვა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსიას სამომავლო გეგმებს უკავშირდება. ის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში სენაკის საკრებულოს წევრად იყრის კენჭს. კახა რუსიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 18 სექტემბერს დატოვა. გუბერნატორის მოადგილის პოსტზე ის 2015 წლის 5 იანვარს დაინიშნა. წყარო: ინტერპრესნიუსი
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. თბილისის მერის თქმით, პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 2017 წლის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტია. როგორც ნარმანიამ განაცხადა, სამუშაოების დაწყებამდე იყო ბევრი კითხვა და ეჭვი, თუმცა პროექტი უმოკლეს ვადაში, საკმაოდ წარმატებით დასრულდა. დედაქალაქის მერმა პეკინის ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ მერიის სხვადასხვა სამსახურისა და კომპანიების „Gwp“-ისა და „Black Sea Group“-ის ერთობლივი...
დღეს საარჩევნო სუბიექტებს პროპორციული წესით პარტიული სიების წარდგენის ბოლო დღე აქვთ. "საარჩევნო კოდექსის" თანახმად, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები, პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ პარტიულ სიებს, ხოლო პროპორციული წესით ქ. თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად პარტია/საარჩევნო ბლოკი პარტიულ სიებს წარუდგენს ცესკოს. პარტიულ სიას ამოწმებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც მისი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ