სოფელ კლდეში ე. წ „ზეუბნის“ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს
პროექტის ფარგლებში გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა. ასევე მიმდინარეობს გზის საყრდენი კედლისა და ხიდის რეაბილიტაციაც.
სამუშაობზე 15 ადამიანია დასაქმებული. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 199 491 ლარით ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ ბეტონის საფარი პირველად იგება და წლების განმავლობაში სოფლის მაცხოვრებლებს ამორტიზებული გრუნტი გზით უწევდათ სარგებლობა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
23 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს. N6 და N87 ავტობუსები და ასევე, სამარშრუტო მიკროავტობუსები, კოსტავას ქუჩიდან მიროტაძის ქუჩის გავლით, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით, მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ზოლში გადაადგილდებიან, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პეკინის ქუჩიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ: N6, 85, 47, 92, 150 და N42 ავტობუსები.
„პეკინზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება მხოლოდ გაჩერებებზე. საზოგადოებრივი...
დასრულდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მშენებლობა, საპირფარეშო ევრო სტანდარტების გათვალისწინებით არის აშენებული. შიდა მოხმაებისთვის მოპირკეთებულია თანამედროვედ და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, ასევე მოეწყო უმღლესი ხარისხის საკანალიზაციო სისტემა და თანამედროვედ მოპირკეთდა გარე ფასადი.
მშენებლობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39000 ლარი გამოიყო.
დასრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციალიტეტის გამგეელმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა.
კონკურსის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველაზე სუფთა სოფლი, ქუჩა და ეზო სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა. გამარჯვებულები გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ფოტო მასალის განხილვის შედეგად შეირჩა. კონკურსი - "სუფთა რეგიონი"გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის - "მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს" ფარგლებში ჩატარდა.
ყველაზე სუფთა სოფელი:
1-ანაკლია
2-დარჩელი
3-რიყე
4-ორსანტია
5-შამგონა
ყველაზე სუფთა ქუჩა:
1-რიყე (აღმაშენებლი ქუჩა)
2-შამგონა (გამსახურდიას ქუჩა)
3-დარჩელი (ზვიად გამსახურდიას ქუჩა)
4-ანაკლია (რუსთაველის ქუჩა)
5-ორსანტია (აღმაშენებლის ქუჩა)
ყველაზე...
თუშიშვილის განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტში ძირითადი პრობლემები უმუშევრობა და წყალმომარაგებაა, რომელთა მოგვარებას გამარჯვების შემთხვევაში მუშაობის პირველი დღიდან დაიწყებს. ის თელავის თემის საკრებულოს ფრაქცია "ძლიერი მუნიციპალიტეტის" თავმჯდომარეა.
,,ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე კარგად ვიცნობ თელავის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს. ვთვლი, რომ გამაჩნია შესაბამისი გამოცდილება და რესურსი და მინდა დავეხმარო ჩემს რაიონს. თელავში ძირითად პრობლემად რჩება დასაქმება. ამ საკითხის მოგვარების მიზნით, მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში შეგვიძლია შევქმნათ...
თელავის №17 საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის ოთხი კანდიდატია დარეგისტრირებული.
კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძის ინფორმაციით, ამ დროსთვის დარეგისტირებულნი არიან:
,,შენების მოძრაობიდან" გელა გელაშვილი,
,,ახალი საქართველოდან" თამარ ლამაზოშვილი,
,,ლეიბორისტული პარტიიდან" ნიკოლოზ ვარდოშვილი,
ხოლო ,,ტრადიციონალისტებიდან" დევი სამხარაძე.
,,ამ დროისთვის დოკუმენტაციის ნაწილი მერობის რამდენიმე კანდიდატმა უკვე შემოიტანა. რეგისტრაციას გადიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც, შემოწმდება დოკუმენტაცია, რათა ხარვეზები გამოირიცხოს და აღნიშნული კანდიდატები დარეგისტრირდებიან“, - განუცხადა knews.ge–ს გიორგი კალმახელიძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო...
დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:
„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩეველთა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
3634-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ დაიწყო საქმიანობების განხორციელება. გუშინ დასრულდა პირველი სხდომების ჩატარების პროცესი, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა, კანონმდებლობის თანახმად, საკუთარი შემადგენლობიდანვე აირჩიეს კომისიების თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი. დეტალური ინფორმაცია კომისიის არჩეული ხელმძღვანელი...
თამარ ჟვანია დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიცერს ქრისტოფერ ჰალეთს და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს ქრისტი მორჰორტსა და ხათუნა ჭითანავას შეხვდა. თამარ ჟვანიამ სტუმრებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკვე განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან მიმდინარე პროცედურულ საკითხებსა და ახალ სერვისებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს და ჩართულ მხარეებს სთავაზობს.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას, რომელიც...
ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისიაში ახალციხის მერობის შვიდი კანდიდატი დარეგისტრირდა. საოლქოში აცხადებენ, რომ ყველა კანდიდატს დოკუმენტაცია წესრიგში აქვს.
მერობის კანდიდატები:
ჯუმბერ ინასარიძე – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
ვაჟა ჩიტაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“;
არზუმან ზოროღლიან – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“
ჯიმშერ გოგოლაური – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“
ირაკლი ბარძიმაძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
ზაზა მელიქიძე...
სოფელ ყვიბისში საყრდენი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. მდინარის პირას, რკინა-ბეტონის კედელი 2 მონაკვეთად 24მ სიგრძეზე აშენდება. სამუშაოების ფარგლებში მოხდება ასევე გაბიონების მოწყობაც.
პროექტის მიხედვით, სულ ცოტა ხნის წინ საყრდენი კედლების მშენებლობა განხორციელდა ბორჯომში რობაქიძის ქ. №36, გოგიას ციხესთან, მესხეთის ქ. №41, ასევე დაბა ახალდაბაში, სოფლებში ჭობისხევში და ტბაზე.
პროექტი საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიცპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივების თქმით, უკვე ორ თვეზე მეტია სამასამდე ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება.
“სასმელი წყლისთვის რამდენიმე კილომეტრის გავლა გვიწევს. უკვე მეორე თვეა სამასამდე ოჯახი ასე ვიტანჯებით. არაერთხელ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის, თუმცა უშედეგოდ”, - აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები.
აქციის მონაწილეების თქმით, თუკი მათი პრობლემის მოგვარება დროულად არ მოხდება, ისინი აქციებს პერმანენტულად გამართავენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი
ასპინძის საოლქო–საარჩევნო კომისიაში მერობის მსურველი ხუთი კანდიდატი დარეგისტრირდა, მათგან ერთი, ასპინძის მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძეა, რომელიც ამ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს.
ასპინძის მერობის კანდიდატები არიან:
ლევან ცაბაძე – საინიციატივო ჯგუფი;
ტარიელ ლონდარიძე – საარჩევო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“;
გალუსტ მკრტჩიან – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“;
როსტომ მაგრაქველიძე – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“;
მალხაზ მოსიძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
საოლქოებს დოკუმენტაციის...
არჩევანი ხმათა უმრავლესობით ნანა ტოხვაძის სასარგებლოდ გააკეთდა. პრაიმერის საშუალებით ასევე განისაზღვრა საკრებულოს პროპორციული სიის რიგითობა. კანიდატებს გამარჯვება "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მიულოცა:
"ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი პრეცედენტი შედგა. სიის პრაიმერი არის ქართულ არჩევნებში პირველი შემთხვევა, ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ. ღირსეული კანდიდატები გვყავს. თანმიმდევრობა ნაცვლად კულუარებისა პრაიმერის მეშვეობით გადაწყდა. ვფიქრობ, რომ პროცესი აბსოლიტურად ობქტური იყო და ვულოცავ თითოეულ მონაწილეს...
ახალქალაქში მერობის კანდიდატები ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა.
მერობის კანდიდატები:
სამველ პეტროსიან – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
რუბენ მკრტჩიანი – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“ ;
ჰარუთუნ ალექსანიან – საარჩევო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“;
იურიკ უნანიან – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
ზურაბ ოზბეგიშვილი – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
მელიქ რაისიან – „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველო“ ;
შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო...
,,პატრიოტთა ალიანსის“ ფოთის საკრებულოს წევრი მალხაზ ბუკია უაქციზო სიგარეტების გადატანის ბრალდებით დააკავეს.
"პატრიოტთა ალიანსის" ფოთის მერობის კანდიდატი მაია ჩხარტიშვილი ბუკიას დაკავებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.
-"მალხაზ ბუკია არის ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი და უშიშარი ჩემი გუნდის წევრი. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს ფაქტი ჩემს პიარკამპანიას უკავშირდება, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
„რა თქმა უნდა გამოძიებას დაველოდები, დეტალურად არ ვიცი ეს საქმე, მაგრამ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ...
"ევროპული საქართველოს" თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი გოკა გაბაშვილია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავად განაცხადა. მისი თქმით, დანარჩენი სიას პირობითად არის დაკომპლექტებული, ამომრჩევლების მხარდაჭერით დაკომპლექტდება სია.
"მე ვარ სიის პირველი ნომერი "ევროპული საქართველოსი" საკრებულოსი და და ამის შემდგომ სია არის პირობითი, ეს არის ძალიან დიდი სიახლე. სიის ნუმერაცია არის პირობითი და საკრებულოში შევლენ ისინი ვინც მიაღწევენ ყველაზე მეტ შედეგს პროპორციული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































