თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, თაბორის მთაზე თბილისელებისთვის განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობის სარეკრეაციო სივრცე გაკეთდება.
ტყემალაძის განცხადებით, საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და გარემოს დაცვის გაერთიანებული კომისიის სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა, რომლებსაც სხდომის შინაარსობრივ მხარესთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.
გიორგი ტყემალაძის განმარტებით, ერთი საკითხი კვლევიდან გამომდინარე საპარკინგედ შერჩეულ ერთ-ერთ ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას და ამისათვის ზონალური ცვლილების მიღებას...
თბილისის საკრებულოს უმრავლესობა გეგმავს ბიძინა ივანიშვილის მორიგი ხუშტური დააკმაყოფილოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალიტებს განუცხადა.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, თაბორის მთაზე კიდევ ახალ ტერიტორიას უნდა შეეცვალოს ზონის სტატუსი, რითაც ბიძინა ივანიშვილი ახალი მშენებლობის დაწყებას შეძლებს. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ასევე, პუშკინის სკვერში, სადაც დღეს ავტოსადგომია, აღნიშნული ტერიტორიაც სიმბოლურ ფასად, 1 ლარად უნდა...
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 2017 წლის 5-დან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.
საანგარიშო პერიოდში საარჩევნო კამპანია შესამჩნევად გააქტიურდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები, 5 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 252 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ.
ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 13, ძალადობრივი ქმედების 2,...
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) შეფასებით, დღეს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩი, თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის მონაწილეობით, აგიტაციის წესების დარღვევის, ადმინისტრაციული რესურსისა და უკანონო შემოწირულობის გამოყენების რისკებს შეიცავს.
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძე ყველა კანდიდატს მოუწოდებს, წინასაარჩევნო პერიოდში საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ.
„დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით არის რამდენიმე დარღვევის საფრთხე. ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება თვითონ მატჩის მიმდინარეობა, მაგრამ, ერთი...
ავტორი:
კოკა კიღურაძე - მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 სექტემბერს „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის №1251-რს საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაამტკიცა დადგენილება №417 „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“. დადგენილებით განისაზღვრა კომისიის თავმჯდომარის შერჩევის, კომისიის შექმნის, მოხელის...
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ ფხალაძის ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 25 ათასამდე მიუსაფარი ძაღლია.
ფხალაძის განცხადებით, მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა 2 წლის წინ დათვალეს და მაშინ 43 ათასი მიუსაფარი ძაღლი დაფიქსირდა, თუმცა ფხალაძე ვარაუდობს, რომ ახლა რაოდენობა განახევრებული იქნება.
„შარშანწინ დავთვალეთ პირველად დედაქალაქის მასშტაბით და დაახლოებით 43 ათასი მიუსაფარი ძაღლი დაფიქსირდა. ვაპირებთ მომავალ წელს ისევ დავთვალოთ. ვფიქრობ, ახლა კლება იქნება, რასაც აბსოლუტურად ჰუმანური...
პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისთვის ზონალურ ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას, საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პარტიების ლიდერები, თბილისის მერობის კანდიდატები ესწრებიან.
სხდომაზე პირველ საკითხად იხილავენ საკითხს, რომელიც ეხება პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებულ 1...
„შენების მოძრაობისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დღეს საკრებულო გეგმავს სოლოლაკის ქედზე ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლას და პანორამა თბილისისთვის გოლფის მოედნის დამხმარე სათავსოების ასაშენებლად გადაცემას", - ინფორმაციას "შენების მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.
პარტიის ცნობით, შპს „თაბორი რიზორთსი“, რომელიც "პანორამა თბილისს" აშენებს, 4677 კვ.მ. ტერიტორიაზე ითხოვს ფუნქციური ზონის ცვლილებას. კომპანია ითხოვს ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონას შეეცვალოს სტატუსი და სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭოს. "დედაქალაქს ისედაც...
https://www.youtube.com/watch?v=RV6ITuTdIx0
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 12 სახლიდან, რომელიც სტიქიის დროს დაზარალდა, 3 სახლის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს.
ამ სახლებიდან 2-ის მშენებლობა, თანაც, კაპიტალურად, უკვე დამთავრდა, ერთის კი, - არა.
მარინე ხუციშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში, გორის გამგებლის დავით ონიაშვილის სიდედრის სახლის მშენებლობა დაამთავრეს. ამის მტკიცებულებად მას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების ვიზიტი მოჰყავს, რომელიც გამგებლის სიდედრის სახლში სპეცტექნიკით მიდიოდნენ.
,,ჩემი სახლი კი, დატოვეს...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს უკრაინული ტურისტული სააგენტოების მენეჯერები სტუმრობენ. ინფოტურის მონაწილეები რეგიონის ტურისტულ და სასტუმრო იფრასტრუქტურას, ტურისტულ პროდუქტებსა და ღირსშენიშნაობებს ეცნობიან.
ინფოტურის მონაწილეებს რეგიონის გაცნობის მიზნით უკვე ჩაუტარდათ პრეზენტაცია აჭარის საინვესტიციო და ტურისტული გარემოს შესახებ. იქვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. უკრაინელი სტუმრები რეგიონს ოთხი დღით სტუმრობენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უკრაინაში რეგიონს...
"თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებამ დამიკარგა სურვილი, ვიმუშაო აღნიშნულ დაწესებულებაში. ამიტომ, გთხოვთ, გამათავისუფლოთ სამსახურიდან ა.წ. 1 ოქტომბრიდან", - ამ შინაარსის განცხადება დაუწერა თელავის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტმა არჩილ მჭედლიშვილმა თელავის თემის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ნაპირელს.
არჩილ მჭედლიშვილი ქალაქ თელავისა და თელავის თემის მუნიციპალიტეტის გაერთიანებას რამდენიმე თვის განმავლობაში აპროტესტებდა. მან, თანამოაზრეებთან ერთად, საკუთარი...
ხულოში საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარემ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. დღის წესრიგით სულ 2 საკითხი იყო გათვალისწინებული.
ჯამბულ ხოზრებანიძემ ანგარიში წარადგინა გაწეული მუშაობის შესახებ. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თვმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ კი წარადგინა საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ. საკრებულოს 28 წევრიდან ექვსი წევრი არ ესწრებოდა.
წყარო: აიპრესი
თბილისის მერიის ინფორმაციით, 30 სექტემბრიდან თბილისის მედიათეკების სამივე ფილიალში (ვაკე, ვარკეთილი, ნაძალადევი) შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი იწყება, რომელიც 6-დან 10 წლამდე ბავშვებსა და 10-დან 15 წლამდე მოზარდებზეა გათვლილი.
პატარებისთვის შედგენილია მრავალფეროვანი პროგრამა - ხატვის, მუსიკის, ანიმაციის, ეკოლოგიის და ხელოვნების მიმართულებით. ბავშვები ასევე გახდებიან მკითხველთა კლუბის წევრები და მსახიობებთან ერთად იმოგზაურებენ წიგნის ჯადოსნურ სამყაროში.
შეხვედრები ყოველ შაბათს გაიმართება, 13:00-დან 15:00 საათამდე. პროგრამის ღირებულება განსაზღვრულია ისე...
გორის თემის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორს, კახა სამხარაძეს და საქართველოს პარლამენტის წევრს, დიტო სამხარაძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. გამგებლის ინფორმაციით, ისინი მას გადადგომას სთხოვდნენ, რის შემდეგაც გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ლევან ჟღენტი უნდა დანიშნულიყო. ჟღენტი ამჟამად შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატში მუშაობს.
თავად ბრალდების ადრესატები ფაქტს უარყოფენ და აცხადებებ, რომ ონიაშვილი ცრუობს. დეპუტატი იმასაც აცხადებს, რომ ონიაშვილმა "ქართული ოცნება" გაყიდა,...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია იქნება, ახალციხის - ზაზა მელიქიძე, ადიგენის - ზაქარია ენდელაძე, ასპინძის - როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქის - იურიკ უნანიანი, ხოლო ნინოწმინდის - ანივარდ მოსოიანი.
პრემიერ-მინისტრმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატებს...
დოკუმენტი სრული სახით იხილეთ ბმულზე: საარჩევნო ბლოკის - "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო" საარჩევნო პროგრამა 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის - დავიბრუნოთ საქართველო!
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































