რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხს უყარეს კენჭი.
სხდომაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სივრცითი მოწყობის გეგმა დამტკიცდა, რომელიც ხელვაჩაურის ტერიტორიაზე განაშენებისა და გამოყენების პრიორიტეტების განვითარებას განსაზღვრავს. გეგმაში თავმოყრილია სტრატეგია, რანჟირება და შეჯერებულია მიწათსარგებლობის ზოგადი პრინციპები. გეგმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიისათვის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ძირითად ასპექტებს ადგენს. მათ შორის მოსახლეობისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი...
როდესაც ხალხს დაჰპირდები, მოატყუებ, არ გაუკეთებ, ხალხის პრობლემას ვერ გაიგებ და გვერდით არ დაუდგები, კაბინეტიდან გამოხვალ და სახლში წახვალ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ შეკრებილები ვართ ადამიანები, ვისი ამოცანაც არ არის ერთი ადამიანის, ერთი პოლიტიკური გუნდის, ან თუნდაც ერთი პარტიის გამარჯვება. ჩვენ დღეს აქ შეკრებილები ვართ ადამიანები, ვისი ამოცანაც არის საქართველოს და...
ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის ხატვის პედაგოგს ნათელა ღლონტს, სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა საყვედური გამოუცხადა.
"მასწავლებელს სამსახურეობრივი გულგრილობითვის, იმისთვის, რომ მისი დაუდევრობით სკოლის სახელი შეიბღალა, ასევე მასწავლებლის ეთიკის დარღვევისთვის გამოეცხადა საყვედური", – განაცხადა ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ჯული ჯინჯოლავამ.
მისივე თქმით, აღნიშნული პედაგოგისთვის ეს პირველი საყვედურია:"40 წლის განმავლობაში მადლობის მეტი ამ პედაგოგს არ მიუღია, ის არის აქტიური და წარმატებული მასწავლებელი. ვერ ვიტყვი,...
მაჭახელას ხეობაში მცხოვრებ 82 მოქალაქეს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს კანონის ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილმა ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭომ“ 2017 წლის 26 სექტემბერს განიხილა 82 მოქალაქის განცხადება - სტატუსის მინიჭების თაობაზე და გაუწია დადებითი რეკომენდაცია.
აღნიშნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა.
ქვემო ქართლში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები იქნებიან:
1. რუსთავი - ირაკლი ტაბაღუა
2.ბოლნისი - დავით შერაზადიშვილი
3. გარდაბანი რამაზ ბუდაღაშვილი
4.წალკა - ჯონი საბაძე
5. თეთრიწყარო - გიორგი ქორიძე
6. დმანისი - გიორგი ტატუაშვილი
7. მარნეული - თეიმურაზ აბაზოვი
მერობის კანდიდატების წარდგენამდე, რუსთავში მმართველი გუნდის მხარდასაჭერი კონცერტი ჩატარდა.
წყარო: 1tv.ge
ქედაში ,,შინ მოვლის" პროგრამის ბენეფიციარები საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო სერვისით სარგებლობენ. კომფორტული, ყელზე ჩამოსაკიდი განგაშის ზარის განმახორციელებელი მოწყობილობით, სერვისით მოსარგებლეები ხმოვან შეტყობინებას აგზავნიან მოხალისესთან, სოფლის ექთანთან ან სახანძრო-სამაშველო სამსახურთან. ვინაიდან ქედა საპილოტე მუნიციპალიტეტია, სერვისი სატესტო რეჟიმში ხორციელდება.
მოხალისეებმა დღეს ყველა ბენეფიციარს ყელზე ჩამოსაკიდი განგაშის ზარის განმახორციელებელი მოწყობილობა გადასცეს. სერვისის მიზანია შეამციროს ჯანმრთელობის გაუარესება, ძალადობა, კრიმინალი, უბედური შემთხვევა და ა.შ.
ბენეფიცირებმა კმაყოფილება გამოთქვეს...
გოლდაპისა და რაჩიეჰოვიცას მუნიციპალიტეტების პირველი პირები და პროფესიონალ ექიმთა ჯგუფი დღეს გორის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, გოლდაპი და რაჩიეჰოვიცას მუნიციპალიტეტები გორის მუნიციპალიტეტის პარტნიორი და მხარდამჭერი მუნიციპალიტეტები არიან.
მოგეხსენებათ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კოკურსის დაფინანსება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისათვის, რომელიც უახლოეს მომავალში გორის მუნიციპალიტეტის...
სპეცრაზმთან დაპირისპირებისას კუმურდოს ორი მცხოვრები დააკავეს. მოლაპარაკებებისას შს მინისტრი და ადგილობრივები შეთანხმდნენ, რომ დაკავებულებს გაათავისუფლებენ, სპეცრაზმი სოფლიდან გავა და მოსახლეობაც დაიშლება. თუმცა, ადგილზე დარჩებიან ახალქალაქის პოლიციის თანამშრომლები.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში, სადაც დღეს დილით მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა, მოლაპარაკებები დასრულდა.
როგორც სამველ მანუკიანმა და სამველ პერტოსიანმა ადგილობრივებს განუცხადეს, შინაგან საქმეთა მინისტრი დაჰპირდა მათ,...
"დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" ლიდერებმა პრეზენტაცია გამრთეს და საარჩევნო პროგრამა წარადგინეს.
"ჩვენი პროგრამა მთლიანად არის ორიენტირებული იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ემსახურებოდეს კონკრეტული პრობლემების მოგვარებას, ადამიანებისათვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და არა იმ ადამიანებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის დროს იქნებიან არჩეული. ძალიან კონკრეტულადაა ჩამოყალიბებული საკითხები იმის შესახებ თუ რას უნდა ემსახურებოდეს ბიუჯეტის თანხები, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა. პროგრამაში ასახულია თუ როგორ უნდა...
29 სექტემბრის სხდომაზე ქედის საკრებულომ საბავშვო ბაღების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაამტკიცა. ქედის საკრებულოს დადგენილება, რომელიც სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებს გარკვეულ მოთხოვნებს უწესებს, მას შემდეგ ამოქმედდება, როდესაც საბავშვო ბაღები ავტორიზაციას გაივლიან.
ქედის საკრებულოს დადგენილებით, საბავშვო ბაღის აღმზრდელ პედაგოგს უმაღლესი განათლება მოეთხოვება, რაც შეეხება აღმზრდელ-ასისტენტს, მას საშუალო განათლება უნდა ჰქონდეს და ამასთან, გადამზადებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული...
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში სადრენაჟე სისტემის წმენდით სამუშაოებს ატარებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ექსპლუატაციის ფარგლებში ნატანი მასისგან გაიწმინდა და აღდგა 2-კილომეტრიანი მაგისტრალური არხი.
„სამუშაოების დასრულების შედეგად, მუცინიპალიტეტში 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღდგება სადრენაჟე მომსახურება. ასევე, არხი უხვი ნალექის დროს დატბორვისგან დაიცავს 6 ჰექტარ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს და ცაიშის მონაკვეთზე სენაკი-თბილისის საგზაო მაგისტრალს....
მიმდინარე წელს აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი საგზაო სამუშაოების განხორციელებასა და მოვლაში 50 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს.
ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე ათეული პროექტი. ამჯერად ინფორმაციას მოგაწვდით აჭარის თითოეულ მუნიციპალიტეტში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს უშუალოდ ან ზედამხედველობს.
აქ ჩამოთვლილი სამუშაოებიდან 85 % უკვე დასრულებულია, დანარჩენის...
ყურანზე დაფიცების ფაქტების ადგილზე შესასწავლად ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგნელები დმანისში იმყოფებოდნენ. აბანელ გამბე და სტეფან სიგლერი მუნიციპალიტეტის გამგებელს, „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატს გოგი ბარბაქაძეს შეხვდნენ და დეტალებს გაეცნენ. ინფორმაციას "შენების მოძრაობა" ავრცელებს.
„ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ძალიან ბევრი შეკითხვა და აინტერესებდათ დეტალები. ჩვენ მივაწოდეთ კონკრეტული ინფორმაცია თუ როგორ და რა ვითარებაში სთხოვდნენ ყურანზე დაფიცებას. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ხშირია...
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, "ქართული ოცნება" არ აპირებს არჩევნები ჩაატაროს, აპირებს არჩევნების შედეგები დაწეროს. ამის შესახებ ბურჯანაძემ გუშინ თბილისის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
"დიქტატორულ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ცდილობენ, რომ არადიქტატორული ფასადი ჰქოდეთ, ხელისუფალნი ერიდებიან არჩევნებამდე ერთი - ორი თვით ადრე ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელმაც შეიძლება ისინი არჩევნებზე დააზარალოს. გუშინდელი გადაწყვეტილება იყო კლასიკური მაგალითი იმისა, რომ "ქართულ ოცნება"...
წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს „ლეიბორისტული პარტია“. პოლიტიკური გუნდის ლიდერები გლდანის მოსახლეობას შეხვდნენ და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.
შრომის პარტიამ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამაც გააცნო და გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
წყარო: 1tv.ge
„ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიატი კახა კალაძე აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას შეხვდა და თბილისის განვითარების ხედვა გააცნო, - ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
„თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც განიცადეს ძალიან დიდი ტკივილი. მე მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ეს ორი რეგიონი არის საქართველო, ჩვენი სამშობლო, მაგრამ თბილისი ჩვენი დედაქალაქია და თითოეული ჩვენგანის სურვილია, ხვალინდელი თბილისი იყოს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































