“დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს” ლიდერებმა პრეზენტაცია გამრთეს და საარჩევნო პროგრამა წარადგინეს.
“ჩვენი პროგრამა მთლიანად არის ორიენტირებული იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ემსახურებოდეს კონკრეტული პრობლემების მოგვარებას, ადამიანებისათვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და არა იმ ადამიანებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის დროს იქნებიან არჩეული. ძალიან კონკრეტულადაა ჩამოყალიბებული საკითხები იმის შესახებ თუ რას უნდა ემსახურებოდეს ბიუჯეტის თანხები, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა. პროგრამაში ასახულია თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ადამიანები ელემენტარულად შიმშილის ზღვარზე არ იყვნენ. ერთი უბედურებაა ის, რომ საქართველოში ადამიანებს სჭირდებათ უფასო სასადილოები, მაგრამ მეორე უბედურებაა ის, რომ 7000 ადამიანი, თბილისში რიგში დგას, რომ უფასო სასადილოებში შეძლონ კვება. ეს იმ პირობებში, როდესაც თბილისის მერია ასობით და ასი ათასობით ლარს ხარჯავს პრემიებში, დანამატებსა და ძვირადღირებულ ავტომანქანებში”,- განაცხადა პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
პრეზენაციას ექსპერტებიც ესწრებოდნენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი