ოზურგეთის გამგეობის ინფორმაციით, სოფელ ნაგომარში მცირე ზომის ხიდი ჩაინგრა და 4 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა. ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი და გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე იმყოფებოდნენ.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ყაზაიშვილის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ნაგომარში პრევენციულ ზომებს დღესვე მიიღებენ, რაც შეეხება ხიდის აღდგენით სამუშაოებს, ის უახლოეს მომავალში დაიწყება.
უწყების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. მობილიზებულია სასწრაფო და...
თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე "ღია მმართველობის პარტნიორობის" აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს და OGP-ის საქართველოს სამდივნოს შეხვდა.
კალაძემ წულუკიანს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ იგი "ღია მმართველობის ქვე-ეროვნულ დეკლარაციას" შეუერთდა და თბილისის განვითარების თავისი ხედვა გააცნო.
ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს თუ როგორ უნდა დახვდეს საქართველოს დედაქალაქი მომავალ ზაფხულს "ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალურ სამიტს.
გიორგი კვირიკაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა გაეროს გენერალური ასამბლეის...
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისნის მე-10 საარჩევნო ოლქიდან, ლევან დავითაშვილი ვაზისუბანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
ლევან დავითაშვილმა შეხვედრისას ქალაქის განვითარების გეგმის შესახებ ისაუბრა და დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დევნილების პრობლემა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ პრიორიტეტულია.
„მოგეხსენებათ, ჩვენი პროგრამა მოიცავს ყველა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც დღეს დედაქალაქის მოსახლეობის წინაშე დგას. გარდა ამისა, დევნილი მოსახლეობის პრობლემები...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, პუშკინის სკვერის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს.
„მინდა გამოვეხმაურო იმ უსამართლო განცხადებებს დ არასწორ ინფორმაციას, რომელსაც ე.წ. ოპოზიცია, კონკრეტულად, ორივე ”ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს, რომ თითქოს პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი საჩუქრად გადაეცა ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია“,...
"პლაკატების ჩამოხევა ვანდალიზმია და პარტიამ საგამოძიებო უწყებას უნდა მიმართოს, ხოლო ფაქტების გარეშე ხელისუფლებისთვის მსგავსი ქმედებების გადაბრალება არაკომპეტენტურობისა და უვიცობის მაჩვენებელია,"-ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბის საზოგადოებასთან და მედიასთან სამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატის ლელა ქებურიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც პარტიის ბანერის ჩამოგლეჯვაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
ზუგდიდში, რუსთაველის 84 ნომერში მდებარე "ევროპული საქართველოს" ოფისში პარტიის სარეკლამო ბანერი ჩამოგლიჯეს. როგორც "ევროპული...
საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ჯო სი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES) დაჯილდოების ცერემონიას ვაშინგტონში 2 ოქტომბერს უმასპინძლა. თამარ ჟვანიას ჯილდო IFES-ის პრეზიდენტმა ბილ სუინიმ გადასცა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.
დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ IFES-ის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი ვიცე-თავმჯდომარე ჯუდი ბლექი, კონგრესმენი დევიდ პრაისი და ამერიკის შტატების...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სექტემბრის თვეში მოქალაქეების დახმარების მიზნით, 65 686 ლარის დაფინანსება გასცა.
ბორჯომის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 295 ბენეფიციარს.
„მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღო 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, გამოჩენილმა ადამიანებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, 100 წელს გადაცილებულმა პირებმა, დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა. რაც ყველაზე მთავარია, პროგრამების მიხედვით განხორციელდა მოქალაქეებისათვის საჭირო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურეობის დაფინანსება“, -...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას კარდაკარ ხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი ბირბიჩაძე ვაჟა-ფშაველას მე-3 და მე-6 კვარტალში იმყოფებოდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მაჟორიტარობის კანდიდატს სხვადასხვა საჭიროებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
„მიუხედავად ამინდისა, წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. არჩევნებამდე 18 დღე რჩება და ვცდილობ, ეს დრო მაქსიმალურად ნაყოფიერი იყოს - შევხვდე თითქმის ყველა ამომრჩეველს, მოვისმინო...
https://www.youtube.com/watch?v=EpOnJ4DW-Bo&feature=youtu.be
თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკანორ მელიას მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გაჟღერებულ ბრალდებას ეხმაურება, თითქოსდა, პარტიის წევრ ლევან ხაბეიშვილს 2 ოქტომბერს, თბილისის მერიასთან გამართული არასანქცირებული აქციის მიმდინარეობისას მერიის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნიკანორ მელიას მიერ გაჟღერებული ბრალდება სრული სიცრუეა. თვალსაჩინოებისთვის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ თბილისის მერიის პირველ სართულზე გადაღებულ სრულ ვიდეოჩანაწერს.
მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეიყვანენ...
აჭარის დაბებისა და სოფლების წყლისა და წყალარინების სისტემების პროექტის ფარგლებში ამ წუთებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. მონაწილეებმა პროექტის ტექნიკურ- ეკონომიკური კვლევის საბოლოო ანგარიში უნდა განიხილონ.
https://www.youtube.com/watch?v=60zT7naXeic&feature=youtu.beვ
წყარო: აჭარის ტელევიზია
თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა თბილისის მერიის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე განვითარებულ მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აქციის შედეგად მერიის ინფრასტრუქტურა, კერძოდ შეზღუდული შესაძლებობის პირებისთვის მერიის შესასვლელის ადაპტირებული ნაწილი დაზიანდა, ასევე განადგურდა ნარგავები. ხატისკაცმა საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულის გამო დღეს მერიაში შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირები დახმარების გარეშე შესვლას ვეღარ ახერხებდნენ.
როგორც ხატისკაცმა აღნიშნა, დედაქალაქის მერისგან პასუხების მიღება გაცილებით უფრო...
ზუგდიდში, "ევროპული საქართველოს" ადგილობრივ ოფისში პარტიის სარეკლამო ბანერი ჩამოგლიჯეს. პარტია აღნიშნულ ქმედებას „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს და ამბობს, რომ მსგავსი რამ ხელისუფლებისთვის უჩვეულო არ არის.
„დილით ასეთი მდგომარეობა დაგვხვდა. ბანერი ისეთ ადგილასაა, რომ სპონტანურად მისი ჩამოხევა უბრალო გამვლელს არ შეეძლო, შესაბამისი მოწყობილობები უნდა გქონდეს თან. ეს იყო წინასწარ გამიზნული ქმედება. ჩევნი პლაკატები ადრეც იყო ჩამოხეული, თუმცა ვთვლიდით, რომ ამ ფაქტებისთვის ყურადღება...
ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ამ კონტექსტში პროექტ „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს არის უდიდესი უსამართლობა.
„მინდა ვთქვა, რომ სიმართლე ყოველთვის თავისას გაიტანს. სიმართლე არის ერთი რამე, რომ თბილისში კეთდება ისტორიული...
სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ცესკოს, პარლამენტის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის საკითხები განიხილეს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ცესკოს წევრმა, ზურაბ ხრიკაძემ, რომელიც ამავდროულად ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა, პრეზენტაცია წარადგინა და საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის პოლიტიკაზე ისაუბრა.
ზურაბ ხრიკაძემ მონაწილეებს დეტალურად გააცნო ის საქმიანობები, რასაც ცესკო ამ მიმართულებით ახორციელებს; მოგვიანებით კი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში არსებული გენდერული...
"შენების მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი თენგის შერგელაშვილი აცხადებს, რომ თუ მერი გახდება, აუცილებლად დაიწყებს ტრამვაის ხაზების გაკეთებას.
როგორც მერობის კანდიდატმა "აიპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, ტრავმაის პირველ ხაზს დელისი-ჭავჭავაძე-რუსთაველი-ორთაჭალის მიმართულებით გააკეთებს, რომლის ჯამური ღირებულებაც დაახლოებით 250 მილიონი იქნება.
"ტრავმაის რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ექსპერტების მიერ გასაზღვრული სავარაუდო მშენებლობიდან ერთი მარშრუტის მშენებლობას განვახორციელებთ. როცა ამას ვამბობ, ძვირია თუ იაფია, ამას ჰაერზე არ...
4 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქალაქ თელავში, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ახალი მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ შექმნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდება.
აღნიშნულ მემორანდუმს კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი, „HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის“ რეგიონული დირექტორი, ნანა თოფურიძე, პროექტის „MOLI კახეთში“ გუნდის ლიდერი, სტეფან იოსიფ, „Mercy Corps“ - ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, ირაკლი ქასრაშვილი და „კავკასიის ალიანსების პროგრამის“ გუნდის ლიდერი, ჰელენ ბრადბერი მოაწერენ ხელს.
როგორც knews.ge–ს პროექტის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































