შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ მენჯში სადრენაჟე არხის მოწყობისა და ჭაობის დაშრობის სამუშოები დაასრულა.
პროექტის ფარგლებში გაიჭრა 2500 მეტრი სადრენაჟე არხი. დაშრობითი ღონისძიებები ჩატარდა ტერიტორიაზე, რომელიც 4 ათეული წელი დაჭაობებული იყო. მისი სიღრმე დაახლოებით 1,5-2 მეტრს შეადგენდა. აღნიშნული ტერიტორია სამომავლოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულებას შეიძენს.
განხორციელებული სამუშოების შედეგად, სოფ. მენჯის 10 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღდგა სადრენაჟე მომსახურება.
ჩატარებული სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის“...
7-8 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით ,,ბოლნისქალაქობა 2017“-ს აღნიშნავს. ღონისძიებები საქართველოში გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილეს მიძღვნება.
ორდღიანი ღონისძიებები დატვირთული იქნება , როგორც კულტურული, სპორტული და საბავშვო ღონისძიებებით, ასევე გაიმართება საინტერესო პრეზენტაციები.
სახალხო ზეიმს 11:30 საათზე ისტორიულ უბანში (სააკაძის ქუჩაზე) ოფიციალურად გახსნიან ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი და გერმანიის ფედერაციული...
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დავით მახნიაშვილი კაბინეტის კარებს ზურაბ ჯირკველიშვილს სახლში გაატანს, ხოლო დავით ონიაშვილს სიდედრის სახლში გაუშვებს.
ამის შესახებ ,,გორის მერის კანდიდატმა ევროპული საქართველოდან ტყვიავში დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული პირი, პრობლემების გადაწყვეტის დროს, მოსახლეობის აზრს უნდა ითვალისწინებდეს და არა კაბინეტიდან მართავდეს ქალაქსა თუ რაიონს, როგორც ეს გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის შემთხვევაში ხდება.
ბიუჯეტის თანხები კი, ხალხის კეთილდღეობას,...
”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ყველა ძირითად მედიასაშუალებას სთავაზობს, თბილისის მერობის კანდიდატების ტელედებატებთან დაკავშირებით ერთობლივ ფორმატზე შეთანხმდნენ, სადაც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
როგორც თალაკვაძემ კახი კალაძის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მზად არის მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საერთო დებატში.
”მოგეხსენებათ, რომ დღეს, საქართველოში თავისუფალი მედია-გარემოა და საბედნიეროდ, არსებობს ბევრი...
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შიდა ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პარტიიდან მერობის 28 კანდიდატია წარდგენილი, საიდანაც ქალი კანდიდატი მხოლოდ ხუთია, თუმცა, არც ერთი მმართველი პარტიიდან - „ქართულმა ოცნებამ“ შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში მერობის მხოლოდ კაცი კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატების ბიოგრაფიებს თუ გადახედავთ, ისინი, არჩევნებიდან არჩევნებამდე, ისეთი ტემპებით იცვლიან პარტიებს, თავბრუ დაგეხვევათ. ის, რომ მმართველ პარტიას ამ არჩევნებზე წევრები, მათ შორის,...
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, დღეს 16 მშენებარე ეკლესიის 10 000 ლარით დაფინანსების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.
როგორც ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომის დასრულების შემდეგ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიის სხდომაზე მათ 17 საკითხი განიხილეს, რომელიც მშენებარე ეკლესიებისთვის ფინანსურ დახმარებას ეხებოდა.
კომისიამ 16 საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო,...
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულებამ სექტემბერში 4 033 485 ლარი შეადგინა.
მმართველმა პარტიამ ფულადი შემოწირულება 19 იურიდიული პირისგან 1 398 760 ლარი მიიღო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ შემოწირულობა შეადგენს 335 964 ლარს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – 36 136 ლარია, „პატრიოთა ალიანსის“ – 29 882 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ – 29 300 ლარი, „ეროვნული ფორუმის“...
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ახალი ტურისტული ობიექტი "ღვინის ეზო N1" გაიხსნა.
იგი აერთიანებს ოჯახური ტიპის მარანს, ეზოს, სახლს, თონესა და არყის სახდელს. ტურისტული ობიექტის ხელმძღვანელის, თიკა დუღაშვილის ინფორმაციით, ღვინის ეზო N1 წარმოადგენს სოციალური ტურიზმის ობიექტს, სადაც შესაძლებელია ადგილზე წარმოებული რამდენიმე სახეობის ქვევრის ღვინისა და არყის დეგუსტაცია და კახური ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
,,აღნიშნული იდეა პირველად მე მომივიდა და ჩემი ოჯახის წევრებს გავუზიარე....
სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფელ ნუკრიანში სათემო ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება.
სათემო კავშირი „ნუკრიანის“ დირექტორის, მაია ბიძინაშვილის განცხადებით, ბიბლიოთეკის გახსნის იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა.
,,სათემო ბიბლიოთეკის გახსნის აუცილებლობა განაპირობა სოფელში კულტურის სახლის დაწვამ, სადაც სასოფლო ბიბლიოთეკა იყო განთავსებული. ამჟამად კი, წიგნები სკოლაში, ერთ ოთახშია გამოკეტილი და მოსახლეობას წიგნებით სარგებლობა უჭირს, ამიტომ გვინდა, მცირე ტიპის მედიათეკა მოვაწყოთ, რომ ჩვენთან სათემო ცენტრში მოსული მოქალაქე ხელობასაც...
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქობულეთის ზღვისპირა ზოლის განტვირთვისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე, მეორე - 18 კილომეტრიანი მონაკვეთი შენდება.
სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან გიორგი სეთურიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, სულ 15 ხიდი აშენდება. მათ შორის არის ხიდები რომელთა...
ქალაქ თბილისში, რევაზ ლაღიძის, დიმიტრი ყიფიანის, დანტე ალიგიერის, იაკობ გოგებაშვილისა და თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სიმბოლიკასთან დაკავშირებული სკულპტურული კომპოზიციების საუკეთესო წინადადებების შესარჩევი კონკურსები მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს გამოცხადდა.
წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ იქნა 20 (ოცი) საკონკურსო წინადადება. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები, საზოგადოებრივი განხილვის მიზნით, 15 ოქტომბრის ჩათვლით, საჯაროდ განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, მეორე...
რაიმე სახის მნიშვნელოვან კანონდარღვევასთან ან შეუსაბამობასთან საქმე არ გვექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის შეფასებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, 58 კერძო პირს მიწა და უძრავი ქონება დაუსაბუთებლად გადაეცა.
დავით ნარმანია საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით, კვლევის გაცნობის შემდეგ აპირებს.
„კვლევას არ გავცნობივარ, აუცილებლად გავეცნობი და შემდეგ შევძლებ განცხადების გაკეთებას, თუმცა, რაიმე სახის მნიშვნელოვან კანონდარღვევასთან...
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 61-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა გაიხსნა. 61-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, თბილისის მერ დავით ნარმანიასთან და პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად გახსნა. სკოლის სტუმრებმა ახალი შენობა დაათვალიერეს, მოსწავლეებს გაესაუბრნენ და გაკვეთილების მიმდინარეობის პროცესს დაესწრნენ.
N61 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები წელიწადი და ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი დამკვეთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიან საქმიანობას აფასებს ანგარიშში, რომელშიც წარმოდგენილია ინფორმაცია საკრებულოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტების, მათ შორის მუნიციპალური ქონების გადაცემის თაობაზე, საკრებულოს თანამდებობის პირთა ბიზნესთან კავშირებზე, საკრებულოს წევრთა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაზე, საკრებულოს მიერ კონტროლის ფუნქციის განხორციელებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე
დადებითი ტენდენციები
თბილისის მუნიციპალიტეტის V მოწვევის საკრებულოში:
ჩატარდა საკრებულოს 200 სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო არ ჩაშლილა საკრებულოს არცერთი...
https://www.youtube.com/watch?v=h06AFQ3_1vc&feature=youtu.be
მწვავე და დაძაბული აღმოჩნდა "გურიის მოამბის" მიერ გამართული დებატები, რომელშიც ერთმანეთს ოზურგეთის მერობის კანდიდატები და მთავარი ოპონენტები - ოზურგეთის მოქმედი მერი ბეგლარ სიორიძე და ოზურგეთის ყოფილი გამგებელი კოტე შარაშენიძე დაუპირისპირდნენ. შარაშენიძე, ისევე, როგორც სიორიძე, "ქართული ოცნების" გამგებელი იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც მან დამოუკიდებლად კენჭისყრა გადაწყვიტა, პარტიიდან გარიცხეს. ბეგლარ სიორიძე იმ შვიდი ქალაქიდან, რომელსაც ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ თვითმმართველი...
ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, შოთა გოგიბერიძემ, კანდიდატურა დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის სასარგებლოდ მოხსნა. იგი ახლა მთლიანად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობისათვის ბრძოლაზე გადაერთვება.
ამის შესახებ გოგობერიძემ "გურიის მოამბეს" განუცხადა.
- "მე მოვხსენი კანდიდატურა ჩემი მეგობრის, კონსტანტინე შარაშენიძის სასარგებლოდ."- გვითხრა გოგიბერიძემ.
შოთა გოგიბერიძე 2014 წელს პარტია "პატრიოტთა ალიანსიდან" ოზურგეთის მერობისთვის იბრძოდა, ის "ოცნების" კანდიდატთან, ბეგლარ სიორიძესტან მეორე ტურში დამარცხდა.
გოგიბერიძემ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმათა 42%-ი მიიღო.
მიღებული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































