„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ია ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ხობში, შავღელეს საარჩევნო უბანზე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ბიულეტენები აღმოაჩინეს. მისი სიტყვებით, ინფორმაცია ფოტოსთან ერთად უბანზე ენმ-ის დამკვირვებელმა მიაწოდა. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, ფაქტი პარტიის დამკვირვებელმა გააპროტესტა, რასაც შეკამათება მოჰყვა. სხვა დეტალები ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრისთვის უცნობია, რადგან ამბობს, რომ ვერ უკავშირდება უბანზე მის წარმომადგენელს. წყარო: LivePress ფოტო: LivePress
“ნაციონალური მოძრაობს” წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით პარტიის ლიდერთა ნაწილი უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ მიემართება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, ცესკო არ ახდენს რეაგირებას დარღვევებზე, რომლის შესახებაც მოხდა როგორც ინფორმაციის გასაჯაროება, ასევე დაიწერა ოქმები და რომელზეც ინფორმირებულია ცენტრალური საარჩევნო კომისია. ბიბილაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში 100 საჩივარი, რეგიონებში კი 200-ზე მეტი საჩივარი...
საბურთალოს მეოთხე ოლქის 23-ე საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთის მანძილზე დაკარგული ბეჭედი რიგში მდგომი ამომრჩევლის ჩანთაში იპოვეს. უბნის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთი რეგისტრატორი ამომრჩევლის რეგისტრაციას ახორციელებდა, როცა აღმოაჩინა, რომ ბეჭდი სარეგისტრაციო მაგიდაზე აღარ იდო. “მივიღეთ ამომრჩეველი, დაარტყა რეგისტრატორმა ბეჭედი. მეორე ამომრჩეველი რომ მივიდა ბიულეტენის ასაღებად, ბეჭედი აღარ იყო. საბოლოოდ, აღმოჩნდა მომდევნო ამომრჩევლის ჩანთაში. არ ვიცი, როგორ, შეიძლება, შეგნებულადაც აიღო”, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარე მზია მახაძემ. ინფორმაციის...
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ათივე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა. იმ დაწესებულებებში, სადაც საარჩევნო უბანი არ არის, ხმის მიცემის პროცედურა გადასატანი ყუთის მეშვეობით მიმდინარეობს. პენიტენციურ დაწესებულებებში ხმას აძლევენ ბრალდებულები და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები,...
ჩვენი დაკვირვებით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თბილისში ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, დროულად გაიხსნა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენ მიერ დაიწერა 3 საჩივარი. მეტნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები: ამომრჩეველზე არაპირდაპირი ზეწოლა საარჩევნო უბნებზე ამ დროისთვის ყველაზე პრობლემური არის ახალი ტენდენცია, რომელიც თბილისის ყველა ოლქში ფიქსირდება....
 კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საქადაგიანოში საარჩევნო უბნის მდივანს პირადობის მოწმობა არ აღმოაჩნდა. ამის თაობაზე მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც მდივანი უბანზე გამოცხადდა და წილისწყრის პროცედურები დაიწყო. ,,სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ, ეს დარღვევა აღმოიფხვრა. მდივანი სახლში წავიდა და პირადობა მიიტანა. წილისყრის პროცედურები 8 საათამდე მაინც მოესწრო. გარდა ამისა, ამავე უბაზე, ამომრჩეველმა, რომელსაც ხმა უკვე ჰქონდა მიცემული, დააპირა კაბინაში სხვა ამომრჩეველს შეყოლოდა. შენიშვნის...
ამ წუთებში ,სოფელ შრომაში, ხრიალეთის საარჩევნო უბანზე ,,ქართული ოცნების“ აქტივისტმა გიგლა მამფორიამ გაზეთ ,,გურიის მოამბის „ დამფუძნებელს და,, რუსთავი 2 „ წარმომადგენელს გურიის მხარეში ვლადიმერ მენაბდეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მამფორიამ საარჩევნო უბანზე , ხოლო სოფლის გამგებელმა მაყვალა დარჩიამ უბნის გარე პერიმეტრზე ,,რუსთავი 2 „-ის გადამღებ ჯგუფს არ მისცეს საარჩევნო პროცესის გაშუქების საშუალება, თავს დაესხნენ და აგრესიული ქმედებებით პროფესიულ საქმიანობაში...
ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქის მე-20 უბანზე პრესმედიის წარმომადგენელი დარღვევებზე საუბრობს. დამკვირვებლის განცხადებით, ცესკოს წარმომადგენლებმა დარღვევების დაფიქსირებაში ხელი შეუშალეს და კომისიის წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო ვითარებას. მისი განცხადებით, კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა და პრესმედიის დამკვირვებელმა კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება სცადა. "იქამდე მიიყვანა კომისია, რომ პროტესტის ნიშნად მათ უნდოდათ საარჩევნო პროცედურის შეწყვეტა. ჩვენი...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში საკონტროლო ფურცელი ყუთში ნაადრევად ჩააგდეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორმა ირმა კიტრიაშვილმა აცნობა. მისი თქმით, უბანზე საკონტროლო ფურცელი ყუთში პირველი ამომრჩევლის მისვლამდე მოათავსეს. როგორც დამკვირვებელი აცხადებს, საკონტროლო ფურცელი ყუთში ჩაგდების შემდეგ ისევ უკან ამოიღეს. ამის თაობაზე ადგილზე შესაბამისი საჩივარი დაიწერა. გარდა ამისა, ამავე საარჩევნო უბანზე წილისყრა ორჯერ ჩატარდა. წყარო: qartli.ge ფოტო:qartli.ge
თბილისში, სამგორის მე-6 ოლქის 105-ე უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა პირადობის მოწმობა ბიულეტინებთან ერთად საარჩევნო ყუთში ჩააგდო. სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე წყარო: ნეტგაზეთი
ცესკოს ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით აჭარაში ხმა მისცა 20 083 ამომრჩეველმა, რაც აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 6.5 პროცენტია. აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ჯერჯერობით ყველაზე მაღალი აქტივობაა შუახევში, სადაც ამომრჩეველთა 9,6-მა პროცენტმა მისცა ხმა. სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე წყარო: ბათუმელები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საარჩევნო უბანზე, ,,ქართული ოცნების" კოორდინატორებს საარჩევნო უბანის მიმდებარე ტერიოტორიაზე, ამომრჩევლების ზეწოლაში ადანაშაუელებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა აცნობა. მისი თქმით, კონკრეტულად ხიდისთავის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ლელა ლუკაშვილი და სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის" თანამშრომელი ლიკა კაჯილაშვილი ამომრჩეველს მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. დამკვირვებლის განცხადებით, ლიკა კაჯილაშვილი გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ლევან ისაკაძის ბიძაშვილის...
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მე-16 საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო, სადაც ,,ქართული ოცნების“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები აცხადებენ, სკოლის ვიდეო კამერები, რომელიც დერეფანშია განთავსებული შეფუთულია. ”ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორები ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს უბნის ტერიტორიაზე აგიტაციაშიც ადანაშაულებდნენ, რასაც ”ქართულ ოცნებაში” კატეგორიულად უარყოფენ. რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური  აცხადებს, რომ სკოლის კამერების მდგომარეობა...
როგორც "გურიის მოამბეს" ოზურგეთის #60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზვოიად თენიეშვილმა განუცხადა, 12 საათის მონაცემებით, ოზურგეთის საარჩევნო უბნებზე ხმა ამომრჩეველთა 22 %-მა მისცა. ამ წუთების მონაცემებით, 13 876-მა ამომრჩეველმა საკუტარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. თენიეშვილის თქმით, საოლქო კომისიაში ჯერ მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" სარჩელი გურიანთის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ შეიტანა, რომელიც კომისიის წევრებს უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდა. წყარო: გურიის...
საარჩევნო უბანზე ამომრჩველთა მონაცემების ამოწერის შესახებ ცენტრალურ სააარჩევნო კომისიაში არაგეგმიური ბრიფინგი გაიმართა. ცესკო განმარტავს, რომ დამკვირვებლებსა და პარტიის წარმომადგენლებს, რეგისტრაციის სიიდან ამომრჩევლთა მონაცემების ამოწერას ვერ აუკრძალავს, რადგან საჯარო ინფორმაციაა: “ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრში შემოდის სატელეფონო შეტყობინებები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გაკეთდა განცხადება, რომ საარჩევნო უბნებში სხვადასხვა სუბიექტების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ ხდება მონაწილე ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმება რეგისტრატორთან, კონკრეტულად კი...
გურჯაანის #34 ჩალაუბნის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაგვიანებით დაიწყო. გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით, პირველმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი 8:40 წუთზე დააფიქსირა. ჩუთლაშვილმა განაცხადა, რომ ჩალაუბნის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მუშაობდა ნელა, რომელიც, მისი განმარტებით, უბნის დაგვიანებით გახსნის მიზეზი გახდა. „საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მუშაობდა სიფრთხილით და ნელა, რის გამოც უბანი დაგვიანებით გაიხსნა. ამ ეტაპზე გურჯაანის საარჩევნო ოლქზე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ