რაც დღეს ქუთაისში ხდება, ეს არის ხელისუფლებისა და კრიმინალების მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაცია, რასაც არაფერი აქვს საერთო არჩევნებთან - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
"მისი თქმით, ტოტალურ მოსყიდვებსა და დაშინებებს თან დაერთო კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე კანონის უხეში დარღვევები.
მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაფიქსირებულ დარღვევათა ჩამონათვალს ავრცელებს.
1. ქუთაისის #41 -ე საარჩევნო უბანზე იდენტიფიცირებულ იქნა რამოდენიმე ამომრჩეველი, რომელიც...
მოსალოდნელია, რომ ამ დროიდან ხელისუფლება გაათმაგებული ძალებით შეეცდება რამენაირად ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესზე და ეს პირველ რიგში არჩევნების გაყალბებას უკავშირდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ყველა მონაცემით, თბილისის მერის არჩევნებში, ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა გაცილებით აღემატება სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას.
”მინდა მივმართო ამომრჩეველს, განსაკუთრებით კი ამომრჩეველს, რომელიც ამ...
ოზურგეთში, #3 სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანთან (ზვანი პირველი) ამომრჩევლისთვის ფულის მიცემის ფაქტი, დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერებმა დააფიქსირეს. ამის ამსახველი ვიდეო მასალაც თავად გადაიღეს.
ვიდეოში, სადაც "ქართული ოცნების" კოორდინატორსა და შარაშენიძის მხარადმჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიქსირდება, კოორდინატორის სიტყვებიც გარკვევით ისმის, სადაც ის აღიარებს, რომ ფულის გადაცემა მოხდა. იხილეთ ვიდეო.
https://www.youtube.com/watch?v=_eohN_D0hMk&feature=youtu.be
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ფაქტი მოხდა ჩოხატაურში, სადაც ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატმა გოჩა სეხნიაშვილმა...
პარტია “ახალი საქართველოს” აქტივისტს დღეს თბილისში, ბუკიას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თვითმხილველეიბი აცხადებენ, ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ აქტივისტი გიორგი ვაშაძის საარჩევნო ფლაერებს არიგებდა.
ინფორმაციის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე.
წყარო: ნეტგაზეთი
აჰმედ იმამკულიევი, “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი მარნეულში აცხადებს, რომ მათ ადგილობრივ აქტივისტს – მაჰმედ ჰუსეინოვს “ქართული ოცნების” კანდიდატი მირკაზიმ ყაგუბოვი ფიზიკურად გაუსწორდა.
მისი თქმით, შემთხვევა 58-ე საარჩევნო უბანთან, მარნეულის სოფელ ქვემო სარალში მოხდა.
სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე.
წყარო: ნეტგაზეთი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტებს, რასაც ადგილი აქვს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში.
ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების", „მემარცხენე ალიანსის" ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის" წარმომადგენლები დგანან და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს.
ცესკოს განმარტებით, ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი,...
დაბა ასპინძის #1 საარჩევნო უბანზე "დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა.
"პარტიოტთა ალიანსის" წარმოამდგენლის თქმით, საარჩევნო ყუთში ბიულეტენი კონვერტის გარეშე ჩავარდა. საჩივარი 12:05 საათზე დაფიქსირდა.
12:00 საათის მონაცემებით, ასპინძის #1 საარჩევნო უბანზე ხმა 2 593–მა ამომრჩევლმა მისცა, რაც ამომრჩეველთა ერთიანი რაოდენობის 27%–ს შეადგენს.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების 26-ე უბანზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს "ევროპული საქართველოს" და "ქართული ოცნების" წევრები დაუპირისპირდნენ. "ევროპული საქართველოს" წარმომადენელი აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც "ქართული ოცნების" წევრია მას საარჩევნო უბნის დატოვება მოსთხოვა. გარდა ამისა, მედიკო გოგოლაძე ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"უბნებთან დგანან და ხალხს ეუბნებიან 41-ნომერი შემოხაზეთო. გვავიწროებენ, გვაგინებენ და უბნის დატოვებით გვემუქრებიან,"- განაცხადა გოგოლაძემ.
სოფელ ნაოხრების საარჩევნო უბნის...
ცოტა ხნის წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერთა საბჭოს ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებზე აქტივობა დაბალია, რაც ხელისუფლების ამოცანაა.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის - ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მათი ერთადერთი მისია საარჩევნო ხმების დაცვაა. "მოგიწოდებთ მოხვიდეთ არჩევნებზე. ერთმანეთის კონკურენტები ვართ აქ შეკრებილი ოპოზიციური პარტიები, მაგრამ მთავარი გვაერთიანებს, ყველა პარტიის მხარდამჭერი გვინდა მივიდეს არჩევნებზე."ქართული ოცნება" მობილიზებლია უბნებთან, ითვლიან თავიანთ ხმებს,"- განაცხადა ბურჟანაძემ.
"ახალი...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც საბურთალოს 21-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ის დაუკავშირდა "ქართულ ოცნებას", საიდანაც უთხრეს, რომ ამომრჩეველთა რიგითი ნომრების ჩაწერა პრობლემა არ არის.
https://www.youtube.com/watch?v=sqtIKsG0ij8&feature=youtu.be
"ჩვენმა დამკვირვებელმა მოგვაწოდა #3 საბურთალოს 21-ე უბნის კომისიის თავმჯდომარესთან ქეთევან კოპაძესთან გასაუბრების ამსახველი აუდიო ჩანაწერი, სადაც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაუკავშირდა ქართულ ოცნებას, კერძოდ, ლ. ჯაფარიძეს, რომელმაც უთხრა, რომ რიგითი ნომრების ჩაწერა...
ბოლო ერთი საათის განმავლობაში “ნეტგაზეთს” არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებმაც გვაცნობეს, რომ მათ ტელეფონით დაუკავშირდნენ კალაძის მხარდამჭერთა კლუბიდან.
მოქალაქეები ამბობენ, რომ კლუბის წარმომადგენელი მათ ეკითხება – “იყვნენ თუ არა უკვე არჩევნებზე? და დააფიქსირეს თუ არა უკვე არჩევანი?” როგორც მოქალაქეები გვიცხადებენ, მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მათი ტელეფონის ნომრები ჰქონდა კალაძის მხარდამჭერთა კლუბს, ზოგიერთმა მათგანმა გაარკვია, რომ ტელეფონის ნომრები კლუბმა ამ მოქალაქეების უბანში მომუშავე...
„ევროპული საქართველოდან“ თელავის მერობის კანდიდატის ინფორმაციით, თელავის ყველა საარჩევნო უბნის შესასვლელში მობილიზებულები არიან მმართველი პარტიის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და კოორდინატორები.
ლელა მენთეშაშვილმა განაცხადა, რომ ისინი ამომრჩეველზე ზეგავლენას ახდნენ და პარტია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აგიტაციას ეწევიან.
„თელავში საჯარო მოხელეები, კოორდინატორები და აქტივისტები საარჩევნო უბნების შესასვლელში აგიტაციას ეწევიან. ისინი ეუბნებიან ყველა მოქალაქეს საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზონ 41. ეს არის რა თქმა უნდა თელავის საარჩევნო შტაბის...
გურიანიუსი ავრცელებს ვიდეოკადრებს, თუ როგორ გადასცა ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატმა გოჩა სეხნიაშვილმა ამომრჩეველს თანახა. ფაქტი სამების საარჩევნო უბნის მიმდებარედ მოხდა. სეხნიაშვილს ასევე ჰქონდა სია, რომელზეც გარკვეული თანხები იყო მიწერილი. დეპუტატი ამბობს, რომ ეს მოსახლეობის წყლის გადასახადის თანხაა, რომელიც მან აკრიფა და კონკრეტულ პირს გადასცა.
https://www.youtube.com/watch?v=Gvd3KEvLmYs&feature=youtu.be
12:00 საათის მდგომარეობით, 3 644 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 567 699 ამომრჩეველი.
ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათისათვის ყველაზე დიდი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დეფიქსირდა - 27.9%, ხოლო ყველაზე ნაკლები აქტივობა შიდა ქართლში - 13.9%. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა არის 14.8%.
”აღნიშნული მონაცემი რომ შევადაროთ 2014 წლის არჩევნების აქტივობას, მაშინ 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა 16.6%-ს შეადგენდა”,...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ შურღაია ფოთის, 23-ე საარჩევნო უბანზე დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის გოჩა კურდღელიას დაკვეთით ხმის მისაცემად ისეთი ადამიანები მივიდნენ, რომლებიც 23-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულები არ არიან.
„გოჩა კურდღელიას თანამშრომლებმა, რომლებიც არ ცხოვრობენ ფოთში და არ არიან აქ რეგისტრირებული, ხმა ამ უბანზე მისცეს. „კარუსელი“ დაატრიალეს. მე დავაფიქსირე რვა ადამიანის შესვლა, რადგან პირადად...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ აღრიცხავენ "ქართული ოცნებისა" და "მემარცხენე ალიანსის" წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს
კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-18 უბანი. "ქართული ოცნების" წარმომადგენელი აღრიცხავს ამომრჩევლებს
https://www.youtube.com/watch?v=KsNh1wDK1_k&feature=youtu.be
სამგორის საარჩევნო ოლქის 43-ე უბანზე "ქართული ოცნების" და მემარცხენე ალიანსის წარმომადგენლები აღრიცხავენ ამომრჩევლებს
https://www.youtube.com/watch?v=u53iUfWTA2U&feature=youtu.be
ვაკის საარჩევნო ოლქის 56-ე უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აღრიცხავენ ამომრჩევლებს
https://www.youtube.com/watch?v=C598obn_wk4&feature=youtu.be
ვაკის საარჩევნო ოლქის მე-2 უბანზე აქტიურად აღრიცხავენ ამომრჩევლებს
https://www.youtube.com/watch?v=EuPLayL0Aas&feature=youtu.be
ვაკის მე-2 საარჩევნო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































