ფოთში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებლის, მ.ა-ს მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტს, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა და რომლის ავტორი „სამართლიანი არჩევნებია“.
„უახლოესი ორი დღის განმავლობაში ეს წერილი არ განიხილება, ჯერ უნდა დასრულდეს საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა და ამის შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია.
წყარო: 1ტვ
თელავი-ყვარლის მთავარ გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდთან, ბიოუსაფრთხოების პუნქტმა დაიწყო ფუნქციონირება.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პუნქტი ყვარელში სოფლის მეურნეობის მინისტრმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა.
ლევან დავითაშვილის თქმით, დღეიდან კახეთის რეგიონს გადასრეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების სამი პუნქტი მოემსახურება.
,,ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობის უმთავრესი მიზანია გადასარეკ ტრასებზე დაინფიცირებული პირუტყვის გადაადგილებისა და შესაბამისად, ინფექციების გადატანა-გავრცელების თავიდან აცილება. ეს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, მეცხოველეობის დარგის სტიმულირებას და ქვეყნის საექსპორტო...
21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. არ გამართლდა წინასაარჩევნო პროგნოზი და ოპოზიციური პარტიების მოლოდინები მეორე ტურთან დაკავშირებით - მმართველმა გუნდმა კონკურენტები კახეთში საკმაოდ დიდი სხვაობით დაამარცხა. რვავე მუნიციპალიტეტში მერი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებული კანდიდატი იქნება. მათგან ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მაღალი პროცენტი - 69,37% საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, გიორგი ერბოწონაშვილმა მიიღო, ყველაზე დაბალი - 54,78 % კი...
თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მზად არის თბილისის მერობის სხვა კანდიდატებთან ითანამშრომლოს.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ თუ რაიმე სასარგებლო იდეა იქნება რომელიმეს მხრიდან, ეს მხოლოდ ქალაქს წაადგება.
"ყველასთან მზად ვარ თანამშრომლობისთვის. ელენესთან, ზაალთან, ალეკოსთან, იგივე ვაშაძესთან. ეს ქალაქი არ არის მარტო ჩემი ან "ქართული ოცნების". ვისაც ექნება სურვილი, მზად ვარ თანამშრომლობისთვის, არ აქვს მნიშვნელობა კანდიდატი იქნება,...
https://www.youtube.com/watch?v=WM3OrGbTPNI
ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის 38-ე უბანზე ხმების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. შალვა ნათელაშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ ხმების უპრეცედენტო რაოდენობა გააყალბა.
"ისნის მეხუთე ოლქზე არჩევნების დღეს იყო ე.წ. კარუსელი. ჩვენმა დამკვირვებელმა შეიტანა საჩივარი უბანზე, თუმცა თავმჯდომარე არ იბარებდა საჩივარს. შემდგომ ცესკო-ს განკარგულებით იძულებული გახდა, ჩაებარებინა, რის შემდეგაც თავმჯდომარე გაბრაზდა და გამოაძევა დამკვირვებელი, ის არც შემაჯამებელი ოქმის შედგენის დროს...
მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება "დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის" იუსრისტებმა შესაძლოა დღეს გაასაჩივრონ. ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც დასკვნა ჩაბარდებათ, რომლის საფუძველზეც შემაჯამებელი ოქმი ძალაში დარჩა და თიანეთის მერის არჩვნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური დასახელდა.
"ვფიქრობთ, პროცესები არასანდო გარემოში წარიმართა, ეჭქვეშ ვაყენებთ დამდგარ შედეგებს და ვფიქრობთ, მეტი სამართლიანობისთვის, მეტი ნდობისთვის და კანონიერებისთვის, სასურველი...
ავტორი:
კოკა კიღურაძე – მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა მისი ფინანსური სიძლიერე, ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, მზარდი ბიუჯეტი, საკუთარი, მუნიციპალური ქონება და მისგან მიღებული შემოსავლებია.
მუნიციპალიტეტების სისუსტისა და მათი დაბალი ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაც სწორედ ისაა, რომ, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების სრულად გამიჯვნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები საკუთარი ქონებით სრულყოფილად ვერ...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი თიანეთის ოლქის მერად თამაზ მეჭიაურის არჩევას და სასამართლოს განცხადებას ეხმაურება. როგორც მან განაცხადა, როცა გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი სასამართლო იღებს, სუბიექტური შეფასებების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის.
"აბსოლუტურად გულწრფელად მინდა ვთქვა: ამ ძალიან კარგად ჩატარებულ არჩევნებს, რომელსაც, პოლიტიკური ოპონენტების გარდა, ეჭვის ქვეშ არავინ აყენებს, არ მინდა რამით ჩრდილი მიადგეს. ესე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ქვეყანას აქვს დამოუკიდებელი სასამართლო და სასამართლომ...
თიანეთი არ იმსახურებს ლოთ და კორუმპირებულ მერს,- ასე შეაფასა უმრაველბის გუდნის წევრმა და პარლამენტარმა ზაქარია ქუცნაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება თამაზ მეჭიაურთან დაკავშირებით.
დეპუტატმა "იმედთან" საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაუსაქმებელი მეჭიაური, ნათესაობის გამო, თავად მოახვედრა პარლამენტში.
მისივე თქმით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თიანეთის საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით ორი სარჩელი არ დააკმაყოფილა, რითაც ფაქტობრივად, ლელა ქიტესაშვილს გამარჯვების შესაძლებლობა წაართვა.
"სასამართლო დავაში მხარეს არ წარმოვადგენ, არც მოსარჩელე ვარ და არც...
თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტს დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.
„მივმართავ საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო უმრავლესობას, შეიქმნას ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია. ასევე, შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ მის მიერ ჩემს მიმართ წამოყენებული ბრალდებები. დარწმუნებული ვარ პარლამენტს ერთი პარაზიტი მოაკლდება!“ - წერს მეჭიაური სოციალურ ქსელში.
ამასთან, თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ თუ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მისდამი წამოყენებელი ერთი...
ქუთაისის საოლქო სარჩევნო კომისია საჩივრების განხილვა გრძელდება. კომისია 2 სარჩელს განიხილავს, რომელიც "ახალგაზრდა იურისტების" მიერაა დარეგისტირებული.
"საიას" საჩივარში მითითებულია, რომ #59 უბანზე მოხდა შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანა, რასაც თან არ ახლდა უფლებამოსილი პირის ახსნა-განმარტება. მეორე საჩივარი #50 უბანს ეხება, სადაც შემაჯამებელ ოქმში ბათილი ბიულეტენის რაოდენობა არასწორადაა მითითებული, რასაც თან ახლავს უფლებამოსილი პირის ახსნა–განმარტება, თუმცა მითითებული ბიულეტენის რაოდენობის გარეშე, საარჩევნო სუბიექტთა...
ქუთაისის N 59- საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა გრძელდება. კომისიის სხდომაზე „ლეიბორისტული პარტიის“ საჩივრის განხილვას ხმაური მოჰყვა. სამსონ გუგავას განცხადებით, N 87-უბანზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა პროპორციული სიის ორი ზედმეტი ბიულეტენი გასცა, ამიტომ, „ლეიბორისტული პარტია“ უბნის შედეგების გახსნას და ბათილად გამოცხადებას ითხოვს.
კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საჩივარი სამართლებრივი საფუძვლის არარასებობის გამო არ დაკმაყოფილდა.
კომისიის გადაწყვეტილება სამსონ გუგავამ გააპროტესტა და კომისია ბიძინა...
https://www.youtube.com/watch?v=SRbk-od4sZY
ზუგდიდის საოლქო კომისიამ დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრები განიხილა.
პირველი საჩივარი ეხებოდა 30 - ე უბანს, სადაც ძირითადად, სამხედრო მოსამსახურეები აძლევდნენ ხმას.
საია ითხოვდა უბნის შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას და ხმების ხელახლა გადათვლას.
„უბანზე, სადაც სამხედრო მოსამსახურეები აძლევენ ხმას, ყველა ვერ მიიღებს მონაწილეობას მერობისა და მაჟორიტარულ არჩევნებში, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე, 6 თვეზე ნაკლები თუ მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება სამხედრო მოცემულ დისლოკაციაზე, შესაბამისად,...
"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალციხის N30 და N35 უბნების თავმჯდომარეების და მდივნებისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.
"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის დიანა მერაბიშვილის განცხადებით ახალციხის N30 და N35 უბნების შემაჯამებელ ოქმებს ბეჭედი არ ქონდა, ხოლო N29 უბანზე ოქმის შევსების დრო იყო ჩასწორებული.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები 23 ოქტომბერს განიხილეს. საოლქო კომისიის...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 24 მაჟორიუტარული და 15 პროპორციული მანდატი მმართველმა პარტიამ, „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გაინაწილა.
გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განaცხადა, მანდატების უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით, 24 მაჟორიტარული ოლქიდან 22-ში სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 2 მაჟორიტარი დეპუტატი კი საკრებულოში „ევროპული საქართველოდან“ იქნება.
,,პროპორციული სისტემით გურჯაანის საკრებულოში 15 მანდატიდან, 9...
ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა. კომისიამ ჯამში 32 საჩივარი განიხილა, მათი უმრავლესობა მესამე სექტორს ეკუთვნოდა და დისპიცლინარულ გადაცდომებს ეხებოდა. კომისიამ საჩივრების ნაწილი არ დააკმაყოფიდა, რამდენიმე უბნის თავჯდომარესა და მდივანს გაფრთხილება ან შენიშვნა მისცეს. 10 საჩივარი კი კომისიამ საერთოდ არ განიხილა, მოტივად ვადების დარღვევა სახელდება.
ამ საჩივრების განხილვის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციები საია და სამართლიანი არჩევნები დავას სასამართლოში გააგრძელებენ.
წყარო: იმედინიუსი
ფოტო: დარეჯან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































