თბილისის ახალი, მეექვსე მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას 14 ნოემბერს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv.ge ავრცელებს.
ახალ საკრებულოს გიორგი ტყემალაძე უხელმძღვანელებს. მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი კი ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება, ვინაიდან ის საკრებულოს წევრის მანდატზე უარს ამბობს. ალიბეგაშვილი ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა.
ალიბეგაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას დეპუტატები სწორედ სამშაბათის სხდომაზე მიიღებენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, თბილისის მეექვსე...
დღეს თბილისის მოქმედი, მე-5 მოწვევის საკრებულო ბოლო სხდომას გამართავს.
როგორც საკრებულოს ვებ-გვერდიდან ხდება ცნობილი, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა "დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანა, აგრეთვე, თბილისში არსებული სხვადასხვა ქონების სხვადასხვა წესით გაცემის საკითხები და განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცება.
დღესვე დედაქალაქის საკრებულო "ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ახორციელებს წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეფასებას. მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა კვლევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის V მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შესახებ, ამჯერად კი წარმოგიდგენთ თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შეფასებას.
აღსანიშნავია, რომ თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში შეწყვეტს არსებობას, რადგანაც საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის ივნისში თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად 12-დან 5-მდე შემცირდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, აღნიშნული ცვლილება შეეხო ქალაქ ზუგდიდის...
უახლოეს მომავალში საარჩევნო ადმინისტრაცია ახალი წესითა და შემადგენლობით დაკომპლექტდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმის გამოქვეყნების მომდევნო დღიდან, ძალაში შედის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე ხდება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში წევრი მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებს ეყოლება,...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი 2019 წლიდან ახალ შენობაში განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 23 000 არტეფაქტი ყოფილ კინოთეატრში განთავსდება, რომელიც თანამედროვე სამუზეუმო სივრცედ ადაპტირდება. ამჟამად კოლექციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ძვირფასი ლითონების კოლექცია ეროვნულ მუზეუმშია დროებით წარმოდგენილი. დარჩენილი ნაწილი კი მცხეთის გამგეობის შენობის საცავებში ინახება.
"მუზეუმის პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,...
მალე ბორჯომს განახლებული კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და თოჯინების სახლი მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებს, მთლიანად გამოიცვალა სახურავი, შეიცვალა თოჯინების პარტერი და სცენა. მოეწყო სარეპეტიციო დარბაზი და საგრიმიორო.
ცენტრი შეითავსებს თეატრისა და საკონცერტო დარბაზის ფუნქციებს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 300 000 ლარამდეა.
საქალაქო სასამართლომ თიანეთში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ძალაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება დარჩა, რომლის თანახმად თიანეთის მერი თამაზ მეჭიაურია.
ქიტესაშვილის მტკიცებით, მიღებული ხმების 50%-ზე მეტი არც ერთ კანდიდატს არ მიუღია, შესაბამისად, ბარიერი გადალახული არ არის.
ქიტესაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა. აღნიშნული მოთხოვნით მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2 ნოემბერს მიმართა. თუმცა, მისი...
მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება. მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. ასეთი ცვლილება“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. ეს ცვლილებები პარლამენტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სახელით წარედგინა. ამასთან, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე მცირდება.
“მიუხედავად მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის დადგენილებით ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტისა, რომლის მიხედვით, მგზავრი...
სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ოპოზიციური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების ხელახლა გადათვლას და თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი სტრასბურგის სასამართლოს მიმართვენ. ცესკოს წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ მტკიცებულებები, რომელიც წარმოადგინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ადასტურებს, რომ შემაჯამებელი ოქმები კანონის შესაბამისი იყო და მისი ბათილად...
აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე შუალედური ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში (4 თვის განმავლობაში) პარტიებმა შემოწირულების სახით 15 333 951,92 ლარი მიიღეს.
ეს თანხა პარტიებზე ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება - 13 814 532,6 ლარი
ევროპული საქართველო – 951 833,95 ლარი
ნაციონალური მოძრაობა – 114 990,77 ლარი
ალექსანდრე ელისაშვილი - 89 554 ლარი
პატრიოტთა ალიანსი - 66 392 ლარი
ახალი საქართველოს – 59 600 ლარი
დომენტი სიჭინავა -...
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა პროკურატურის ანგარიში მოისმინეს, რომელიც წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში სავარაუდო დარღვევებს ეხებოდა.
მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გაბიტაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში მთლიანად 47 საქმეზე დაიწყო გამოძიება: აქედან ქვემო ქართლის რეგიონში − 7 საქმეზე, შიდა ქართლში − 3 საქმეზე, დასავლეთ საქართველოში − 4 საქმეზე, აჭარაში − 5 საქმეზე, სამეგრელოში − 2 საქმეზე, თბილისში −...
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, ივერთუბნის მოსახლეობას 2018 წლის იანვრიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
პროექტის ფარგლებში კომპანია 27-კილომეტრიან წყალმომარეგბის ახალ სისტემას აწყობს. ამასთან, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ურდულები და რეგულატორები დამონტაჟდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ივერთუბნის დასახლებაში 1800 ოჯახი 24 საათიან, უწყვეტ და სტაბილურ წყალმომარაგებას მიიღებს. აღნიშნულ პროექტში კომპანია 3.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს, - ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოქვეყნა.
საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სამაუწყებლო კომპანიების მონიტორინგი 2017 წლის 23 აგვისტოს დაიწყო.
მონიტორინგს დაექვემდებარა ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. საანგარიშო პერიოდში მონიტორინგს დაექვემდებარა 40 სამაუწყებლო არხი, ასევე, 34 ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთი და საერთო...
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ცნობით, მწვანე კონცხი შავ ზღვას თანამედროვე საბაგიროთი დაუკავშირდება. როგორც ფონდში ამბობენ, ისინი მწვანე კონცხზე ხუთვარსკვლავიან სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სასტუმრო კომპლექსს აშენებენ. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.
კომპლექსი საბაგირო გზით დააკავშირებს მწვანე კონცხსა და შავი ზღვის სანაპიროს. საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზა, რომლის გამტარობაც დღეში 5000 ადამიანი იქნება და ნებისმიერი მსურველი ზღვიდან, რამდენიმე წუთში აღმოჩნდება მწვანე კონცხზე. საბაგიროს განვითარების ფარგლებში ქვედა სადგურის მიმდებარედ მოეწყობა...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები - №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები - №11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































