ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსი - დამოუკიდებლები" შეიქმნა. 4 წევრისგან შემდგარ გაერთიანებას ,,დამოუკიდებელი" დეპუტატი მიხეილ კაპანაძე ხელმძღვანელობს. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
ახალი ფრაქციის წევრები არიან: მიხეილ კაპანაძე, ალექსანდრე სვიმონიშვილი, ნოვე ტაბატაძე და აკაკი ჩიტაძე. აქედან, ნოვე ტაბატაძე და მიხეილ კაპანაძე ,,დამოუკიდებლები" არიან, ხოლო ალექსანდრე სვიმონიშვილი და აკაკი ჩიტაძე საკრებულოში ,,პატრიორტთა ალიანსიდან" შევიდნენ.
მანამდე საკრებულოში 5 ფრაქცია იყო: 1. ,,ქართული ოცნება";...
რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 პროექტისთვის 2 399 573 ლარი გამოუყო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქალაქ წალენჯიხაში საბავშვო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპი განხორციელდება. ამისათვის კი ცენტრალური ბიუჯეტიდან 642,514 ლარია გამოყოფილი.
რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, ამ მიმართულებით ერთი პროექტია დაგეგმილი. კერძოდ, მიქავას ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია რეგფონდიდან 1,317,059...
საქართველოს მთავრობის გადაწყვეეტილებით, ზუგდიდის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ორ სოფელს დასახელება შეეცვალა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
დადგენილების მიხედვით, სოფელ გრიგოლიშს ალერტკარი ეწოდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოს კი ხინოწმინდა დაერქვა.
მთავრობის დადგენილება ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ დღეს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 პროექტი 2 487 632 ლარით დაუფინანსდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ თაია–ნაფიჩხოვოს დამაკავშირებელი გზის ასფალტ–ბეტონის საფარი დაიგება, რისთვისაც რეგფონდიდან 910,632 ლარი დაიხარჯება.
ამავე ფონდიდან სოფელ ლესიჭინეში რუსთაველის უბნის გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 570,000 ლარია გამოყოფილი.
ანალოგიური სამუშაო ჩატარდება დაბა ჩხოროწყუში საროდონაიოსა და საარახამიოს უბნებში...
თბილისში, ორბელიანის ქუჩის რებილიტაცია გრძელდება. სამუშაოები მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ორბელიანის მოედანზე, ფხოვის N3 - ფურცელაძის N18-ში არსებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლის ადგილზეც ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება. პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა მტკვრისა და ვირსალაძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის ახალი საფარი.
„ეს დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. 18 შენობა-ნაგებობიდან 13 ისტორიული ძეგლია. ეს ის...
ფოთის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 პროექტი 4 573 912 ლარით დაუფინანსდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, განხორციელდება მალთაყვის სანაპირო ზოლის, მათ შორის, მისასვლელი გზის, რეაბილიტაცია, რაზეც რეგფონდიდან 2,654,202 ლარი დაიხარჯება.
ამავე ფონდიდან 1,099,860 ლარით დაფინანსდება სტადიონის რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია ცენტრალური ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე (სამეგრელოს მოედნიდან რუსთაველის რკალამდე), რისთვისაც ცენტრალურ...
მარტვილის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 7 პროექტი 3 074 176 ლარით დაუფინანსდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ძირითადი თანხა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
კერძოდ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწისა და სოფელ ნაგვაზაოს დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის მეორე ეტაპი 76,926 ლარით დაფინანსდება, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსა და წაჩხურას უბნის დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი კი -...
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მიმდინარე წელს, კასპის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: დოესსა და თელიანში გაზიფიცირების სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
სამუშაოების შესასრულებლად სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტირებულ სამშენებლო კომპანია ,,შაჰარტთან" ხელშეკრულება უკვე მზადდება.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში, 31 იანვარს ჩატარებული სხდომის ოქმის მიხედვით, ,,შაჰარტმა" შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე წარადგინა. სამუშაოებს 1 მლნ 440 ათას ლარად შეასრულებს.
ეს კომპანია წელსვე განახორციელებს ქვახვრელისა და უფლისციხის გაზიფიცირების...
2018 წელს ზუგდიდში 18 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება – ამისათვის მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 6 339 675 ლარს მიიღებს. 18 პროექტიდან ქალაქ ზუგდიდში მხოლოდ 4 პროექტი განხორციელდება, რაზეც გამოყოფილი 6 მილიონიდან 1 730 044 ლარს დახარჯავს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხა, ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
კერძოდ, დაგეგმილია კოკი-ორსანტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი,...
ლანჩხუთის სოფლების: ნინოშვილი, გულიანი და ჩოჩხათი, მოსახლეობა ოზურგეთი-ლესას ცემენტოვან გზაზე მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შეზღუდვას მოითხოვენ. მათ საპროტესტო აქცია გამართეს სოფელ ნინოშვილის ცენტრში. ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.
მოსახლეობა მშენებარე ავტობანის გრიგოლეთის 12-კილომეტრიან მონაკვეთზე მომუშავე კომპანიის კუთვნილი ტვირთმზიდების ხშირ მოძრაობას აპროტესტებს, რომლებსაც კარიერი ოზურგეთის სოფელ სილაურში, მდინარე სუფსასთან აქვთ და ინერტული მასალის გრიგოლეთში ტრანსპორტირებისათვის ოზურგეთი ლესას ცემენტოვან გზას იყენებენ.
გზის ირგვლივ მცხოვრებლები აცხადებენ,...
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აბაშის მუნიციპალიტეტში 20 პროექტზე 3 151 808 ლარია გამოყოფილი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თანხის უმეტესი ნაწილი გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.
კერძოდ, აბაშაში დაგეგმილია აკაკის ქუჩის ბოლოდან სოფელ კოდორის მიმართლებით გზის მოწყობა ასფალტ-ბეტონით, რომელიც რეგფონდიდან 78,898 ლარით დაფინანსდება. მსგავსი სამუშაო ასევე ჩატარდება ცანავას ქუჩაზე, გაზის კანტორიდან თავისუფლების ქუჩამდე, რისთვისაც 2,633 ლარია გათვალისწინებული, ხოლო...
24 ადმინისტრაციულ ერთეულში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
გურჯაანის მერიის ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში უფროსი სპეციალისტის, მაია ლალიაშვილის თქმით, წარმომადგენლების ერთ-ერთი ფუნქცია იქნება, ადმინისტრაციულ ერთეულებში კონტროლის განხორციელება და მერისთვის ინფორმაციის მიწოდება სოფლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
„ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების...
ქუთაისში, საბჭოთა დასახელების ქუჩებისათვის სახელების გადარქმევისა და კიკვიძის ძეგლის აღების მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის ახალ ხელისუფლებას მიმართავს. ინფორმაციას Topnews.ge ავრცელებს.
მხატვარი ირაკლი ჩოგოვაძე თვლის, რომ მათი მოთხოვნის შესრულება გაძლიერებული რუსული პროპაგანდის ფონზე, საქართველოს მხრიდან ევროატლანტიკური კურსის დაფიქსირების კარგი მაგალითი იქნება.
„შოთა მურღულიას მერობის დროს „ევროპა ჩვენი სახლია“-მ არაერთხელ მიმართა მერიას კიკვიძის ძეგლის აღებისა და რუსული დასახელების ქუჩებისათვის სახელების გადარქმევის...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 36 თანამშრომლის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს განაცხადის შეტანა 15 თებერვლამდე შეუძლიათ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
საკონკურსო კომისია მერის 19 წარმომადგენელს და წარმომადგენლის 17ასისტენტს შეარჩევს. დასაქმების მსურველებმა კონკურსის სამი ეტაპი უნდა გაიაროს. კომისია ჯერ განაცხადებს გადაარჩევს, შემდეგია ზეპირი დავალება და ბოლოს გასაუბრება. კონკურსანტები 12–თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ქალაქ ახალციხეში მერს ოთხი წარმომადგენელი ეყოლება. მათი ხელფასი 1 300 ლარი...
ცაგერის მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 530 515 ლარი მიიღო. ამ თანხით მუნიციპალიტეტს 6 პროექტის შესრულება აქვს დაგეგმილი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
კერძოდ, დაგეგმილია ქალაქ ცაგერში ქუჩების მოასფალებია, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,083,504 ლარი გამოიყოფა.
ადგილობრივ ხელისუფლებას წელს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების კეთილმოწყობაც აქვს განზრახული, რისთვისაც რეგფონდიდან 594,087 ლარს...
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ზუგდიდის საკრებულოს მოუწოდებს, სოფლებისა და ქუჩების საბჭოთა სახელწოდებები შეცვალოს. არასამთავრობო ორგანიზაცია ზუგდიდის იმ ქუჩების და სოფლების სიას აქვეყნებს, რომლებსაც დღემდე საბჭოთა სახელწოდებებს ატარებენ. ესენია:
ლავრენტი ბერიას ქუჩა, ივანე ვნუკოვის ქუჩა , ნიკოლოზ ოსტროვსკის ქუჩა , ვასილ კიკვიძის ქუჩა, სანკტ-პეტერბურგის (ყოფილი ლენინის) ქუჩა, მოსკოვის ქუჩა, კრასნოდარის ქუჩა და ვოლგოგრადის ქუჩა, სოფელი კიროვი, სოფელი ოქტომბერი.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































