ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს, საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა ნონა ლურსმანაშვილმა, პირველი ინსტანციის სასამართლო მოუგო. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
საქმეზე სასამართლო პროცესი ახალციხეში დღეს, 9 თებერვალს გაიმართა. ლურსმანაშვილი სასარჩელო მოთხოვნაში თავმჯდომარის მიერ დაწერილი გაფრთხილების ბათილად ცნობას ითხოვდა. იგი აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მას პოლიტიკური ნიშნით ავიწროებს და გაფრთხილება დაუმსახურებლად, საპირფარეშოში გასვლის გამო დაუწერა.
მოსამართლე გია ბერაიამ ლურსმანაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გაფრთხილება ბათილად...
ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის (HRDF) ინფორმაციით, 2018 წელს მარტოხელა მშობლებს 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 31 მუნიციპალიტეტი დაეხმარება.
წლიური ბიუჯეტით დახმარება მარტოხელა მშობლებისთვის კვლავაც არ აქვთ გათვალისწინებული თბილისს, ვანს, ხაშურს, ქარელს, ახმეტასა და თერჯოლას, თუმცა მათ მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლები. თბილისში კი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი მარტოხელა მშობელია დარეგისტრირებული. ამის შესახებ imedinews.ge წერს.
2017 წელს ფონდმა მუნიციპალიტეტებს დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციითაც მიმართა, რადგან...
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, ოპონენტების განცხადება, რომ 2017 წლის პირველი ნოემბრიდან მერია და გამგეობები ტენდერებს აუქციონის გარეშე ატარებენ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
მისი თქმით, მერია ტენდერებს აცხადებს NAT (ელექტრონული ტენდერები აუქციონის გარეშე) სისტემით და პრეტენდენტებმა წინასწარ არ იციან, მათი კონკურენტების რაოდენობის და მათივე დაფიქსირებული ფასების შესახებ.
„ეს ტენდერები არის...
გორის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშიც შეცვლა ორი მუნიციპალიტეტის შერწყმა-გაერთიანებამ გამოიწვია, რადგან ორივე მუნიციპალიტეტის სიმბოლოები ძალადაკარგულად მიიჩნევა. საკრებულო უფლებამოსილია, ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმებით, აღადგინოს მუნიციპალიტეტის გაყოფამდე არსებული სიმბოლოები ან დაადგინოს ახალი. ინფორმაციას გორის სათემო რადიო "მოზაიკა" ავრცელებს.
იმისათვის, რომ გადაწყდეს, ოთხი წლის წინ მოქმედი სიმბოლიკას დაუბრუნონ იურიდიული ძალა თუ ახალ საუკეთესო პროექტზე კონკურსი გამოაცხადონ, ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, წყალსაცავთან, საიდანაც სასმელი წყლით სურამი და მისი მიმდებარე დასახლებები მარაგდება, ტომრებით ნარჩენები დაყარეს. ინფორმაციას "იმედინიუსი" ტელეკომპანია dia -ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფაქტი ადგილობრივმა მცხოვრებმა დააფიქსირა და ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა.
ადგილობრივები შიშობენ, რომ ნარჩენები წყალსაცავში მოხვდება და მოსახლეობა დაბინძურებულ წყალს მიიღებს. საკითხის შესწავლა ადგილობრივი მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაიწყო.
ხაშურის მერიის ინფორმაციით, უწყება მოკვლევას აწარმოებს და გარემოსთვის ზიანის...
"პატრიოტთა ალიანსის" ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი გოგიტა ბიგვავა ზუგდიდის მერიის მიერ გარევაჭრობის აკრძალვას აკრიტიკებს. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.ბიგვავას თქმით, მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე მერიის მხრიდან ასეთი რადიკალური ზომების მიღება კიდევ უფრო აზიანებს სიღარიბის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას."ზუგდიდის მერია თავისი გაუაზრებელი და დაუგეგმავი ქმედებებით შევიდა უკიდურეს კონფრონტაციაში ისედაც სიღარიბის ზღვარზე მყოფ მოსახლეობასთან. დავიწყებ იქედან, რომ გარემოვაჭრეების პრობლემა დიდი ხანია ქალაქში არსებობს და მას სჭირდება გონივრული...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს 2018 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილება დაამტკიცა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ესწრებოდა".
ამავე წყაროს თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წერილის საფუძველზე, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის, შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურისა და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაო ოთახების სარემოტო სამუშაოებზე 20 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო...
გორის მერის მოადგილემ ალექსი მარიამიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მარიამიძემ თავად უთხრა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ, მერს კოტე თავზარაშვილს გუშინ, 8 თებერვალს აცნობა. კოტე თავზარაშვილმა განცხადება დააკმაყოფილა.
"ბატონ კოტესთან გუშინ საღამოს ამ საკითხზე კონსულტაციები მქონდა. ეს გადაწყვეტილება არანაირად უკავშირდება რაიმე სახის დაპირისპირებას. სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბრებ" - თქვა ალექსი მარიამიძემ.
ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ შეცვლის ალექსი მარიამიძეს. გორის...
შიდა ქართლის გუბერნატორს კახა სამხარაძეს დგომის წესების დარღვევის გამო, 10-ლარიანი ჯარიმა 9 თვის წინ დააკისრეს და დღემდე არ გადაუხდია. ამის გამო, საურავი დაეკისრა და ამჟამად, ერთ კონკრეტულ 10 ლარიან დარღვევაზე 160 ლარი აქვს გადასახდელი. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
ჯარიმები გორის მერიამ უნდა დაფაროს, რადგან ავტომანქანა ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზეა.
2017 წლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, არასწორი პარკირებისთვის შიდა ქართლის გუბერნატორის...
პირველი თებერვლიდან დღემდე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მსხილფეხა პირუტყვის 7 მეპატრონე 50 ლარით დაჯარიმდა.
ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ქალაქის ტერიტორიაზე ყოფნის წესი პირველ თებერვალს დატკიცდა და ჯარიმები ამოქმედდა.
"მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი, რომლებიც ქალაქის ტერიტორიაზე დაფიქსირდებიან, მათი მფლობელები ახალი რეგულაციებით დაჯარიმდებიან. სპეციალურ ადგილზე -100 ლარი, დღიური მოვლა-პატრონობა -50 ლარი. ჯარიმის გადახდის ვადა ხუთ დღეს შეადგენს,...
ზამთრის სეზონის შემდეგ, ახალციხეში გზის საფარი ფუჭდება, ქუჩებში ორმოები ჩნდება და ავტომანქანით გადაადგილება სახიფათო ხდება. გზებზე ორმოების გაჩენას, თოვლს, ტექნიკურ მარილსა და ყინვებს უკავშირებენ.
"სამხრეთის კარიბჭის" ცნობით, ყოველ წელს, როგორც კი თოვლი დნობას იწყებს, გზების შეკეთებაზე პასუხისმგებელი კომპანია ორმოების ამოჭრა–გასუფთავებასა და ამოვსებას იწყებს. დროებით შეკეთებული გზები კი მალე ზიანდება.
2018 წელს ქალაქ ახალციხის გზების მოვლა–პატრონობა შპს „დავითს“ ევალება. კომპანიამ გზების შეკეთება უკვე...
"მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის“ - ამ თემაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, შეხვედრის ფარგლებში ექსპერტმა გიორგი აბულაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა გააცნო.
"მერების შეთანხმებას“ თიანეთის მუნიციპალიტეტი 2015 წლიდან შეუერთდა და აიღო ვალდებულება, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით, 2020 წლისთვის 20 %-ით მაინც შეამციროს CO2-ის ემისია. თიანეთის...
ზაზა გაბუნია: ირაკლი კობახიძის დახმარებით ჩვენი დეცენტრალიზაციის გეგმას ამერიკული საზოგადოება გაეცნო
პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესახებ აშშ-ში მყოფ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„ჩვენი ხელისუფლებისთვის დეცენტრალიზაციის სტრატეგია არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მნიშვნელობის ფუნდამენტური საკითხი, რომელიც გულისხმობს მმართველობის სისტემის ხალხთან დაახლოებას, ფინანსურად თვითკმარ და საჭირო უფლებამოსილებებით აღჭურვილ ადგილობრივ ხელისუფლებებს, ეფექტურად ფორმირებულ და კარგად მიწოდებულ სერვისებს მოსახლეობისათვის, მეტი ინსტრუმენტების გაჩენას საკუთარი ქალაქის, დაბის...
"დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა დეცენტრალიზაციის რეფორმა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კონკრეტული ხედვა გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში თქვა, სადაც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში ფისკალური დეცენტრალიზაციის დონე საკმაოდ დაბალია.
„ფისკალური დეცენტრალიზაციის დონე ძალიან დაბალია და ჩვენი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის განცხადებით, საკრებულოს დეპუტატის გივი ძმანაშვილის დაკავება მის 2014-2015 წლების საქმიანობას უკავშირდება. კერძოდ კი საქმე, სავარაუდოდ, გივი ძმანაშვილის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდს ეხება. ინფორმაციას guardian.ge ავრცელებს.
ტარიელ ჯანხოთელი დასძენს, რომ გივი ძმანაშვილის დაკავება „ქართული ოცნების“ რეპუტაციაზე ვერ იმოქმედებს.
"იქნება სასამართლო სხდომა, იმედია, რომ გამართლდება. თუ დადასტურდება მისი ბრალეულობა, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში დაისჯება კიდეც. როგორც კი...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლება შპს "ორგანული ნარჩენების საწარმოს" დირექტორ შეხვდა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
სამუშაო შეხვედრაზე საწარმოს დირექტორმა, ირაკლი ბურნაძემ, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს მცირე პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც ასახული იყო 2018–2020 წლების საწარმოს განვითარების სამოქმედო გეგმა. ასევე, საწარმოს დირექტორმა დამსწრეებს დეტალურად გააცნო საწარმოში არსებული მდგომარეობა, განვითარების ხედვა და პრიორიტეტები.
პრეზენტაციის შემდგეგ, შეხვედრის მონაწილეებმა საწარმოს მნიშვნელობაზე იმსჯელეს და ერთად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































