პირველი თებერვლიდან დღემდე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მსხილფეხა პირუტყვის 7 მეპატრონე 50 ლარით დაჯარიმდა.
ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ქალაქის ტერიტორიაზე ყოფნის წესი პირველ თებერვალს დატკიცდა და ჯარიმები ამოქმედდა.
“მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი, რომლებიც ქალაქის ტერიტორიაზე დაფიქსირდებიან, მათი მფლობელები ახალი რეგულაციებით დაჯარიმდებიან. სპეციალურ ადგილზე -100 ლარი, დღიური მოვლა-პატრონობა -50 ლარი. ჯარიმის გადახდის ვადა ხუთ დღეს შეადგენს, გადაუხდელობის შემთხვევაში პირუტყვს სარეალიზაციოდ გადაიყვანენ”,-წერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.