ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს 2018 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილება დაამტკიცა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ესწრებოდა”.
ამავე წყაროს თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წერილის საფუძველზე, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის, შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურისა და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაო ოთახების სარემოტო სამუშაოებზე 20 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო ბაზის სარემონტო სამუშაოებზე 20 000 ლარი.
სარემონტო სამუშაოები დაფინანსდება დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის და მოვლა-შენახვის, სხვა საქონელი და მომსახურების მუხლის 40 000 ლარით შემცირების ხარჯზე. საკითხთან არსებულ შეკითხვებს, მუნიციპალიტეტის მერმა და საკითხის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ უპასუხეს. ადმინისტრაციული წარმოება 2018 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებაზე გრძელდება”,-აცხადებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.