2 თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებისას, პარლამენტის ტრიბუნიდან დეცენტრალიზაციის გეგმაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ხელისუფლებისათვის თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია მმართველობითი ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატეგიული ხაზია და აქვე განმარტა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი 10 წელს გასტანს.
პრემიერის ამ განცხადებიდან, ფაქტობრივად, 2 თვე გავიდა, თუმცა, დოკუმენტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მზადდება, ჯერაც არავის უნახავს. ორჯერ გადაიდო არასამთავრობო ორგანიზაციებთან...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინეს და პასუხისგებაში სამი პირი - ორი კომპანიის დირექტორი და სამუშაოების დამკვეთი უწყების წარმომადგენელი მისცეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, მის მმართველობაში არსებული კომპანიის მიერ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების...
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინსტროს 2018 წლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
პრეზენტაციას აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძე მთავრობის წევრებთან და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ თემის რწმუნებულები, აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანების წევრები და ფერმერები.
პროგრამის თანახმად მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტში შეიქმნება მომსახურების ცენტრი, რომლის დახმარებითაც მოხდება ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა....
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ახალციხეში 8 ქუჩის მოასფალტების საქმეზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს. მათ შორის სამთან საპროცესო გაფორმდა, ერთის საქმე კი სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
პასუხისგებაში მისცეს: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი სპეციალისტები: გია ქასრაშვილი და რევაზ მერაბიშვილი, ასევე, შპს „მესხეთ ავტოგზას“ დირექტორი თამაზ პეტაშვილი და შპს „რენესანსი 77-ის“ ყოფილი თანამშრომელი ნოდარ ბალახაშვილი.
საქმე ეხება 2013 წელს...
თბილისში სკოლამდელი განათლების სფეროთი დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვები"-ს (Save the Children) საერთაშორისო კონსულტანტი, მაჟენა რაფალსკაც ესწრებოდა.
შეხვედრა პროექტის - "საქართველოში სკოლამდელი გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით" - ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეთათვის მიმდინარე პროექტის გაცნობა; მონაწილე ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება სკოლამდელი განათლების სფეროში; სკოლამდელი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებული გამოწვევების განსაზღვრა და კოორდინირებული საქმიანობის მიზნით სამომავლო თანამშრომლობის...
წინა სტატია
გარდაბნის საკრებულოს წევრს გივი ძმანაშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო განესაზღვრა, პატიმრობის უზრუნველყოფით.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გივი ძმანაშვილს საპატიმრო გირაო შეუფარდა.
ძმანაშვილი ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეების გათვალისწინებით, სასამართლომ...
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი და სასოფლო კლუბი გაიხსნა.
თანამედროვე სტანდარტების ერთსართულიანი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2017 წლის 19 მარტს დაიწყო. პროექტი ხულოს მუნიციპალიტეტის „პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ლაპოტი 2012“ განახორციელა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 107577 ლარი შეადგინა. ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი.
დასრულებული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან პარლამენტში...
წინა სტატია
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დღეს თბილისის საკრებულოში „ადგილობრივი თვითმმართველობების პირველი ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ღონისძიებას, დელეგატის სტატუსით, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრები დაესწრნენ. ფორუმის დელეგატებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს და დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.
ფორუმის დასასრულს დელეგატებმა ერთობლივი დოკუმენტი მიიღეს, რომელიც თანამშრომლობის შემდეგ მიმართულებებს ეხება. დოკუმენტი 10-პუნქტიანია და ეხება...
წინა სტატია
აუდიტის სამსახურის დაკვნაში კიდევ ერთ დაუსრულებელ პროექტზეა საუბარი. კერძოდ, 2015-2016 წლებში სოფელ სალხინოში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სპორტული მოედნის მოწყობის მიზნით, სხვადასხვა ხელშეკრულებით შესყიდულია 3.5 ათასი ლარის ღირებულების მასალები.
აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაო, შედეგად აღმოჩნდა, რომ შეძენილი მასალების ნაწილი გამოყენებულია, ხოლო ნაწილი (შემოღობვის მასალები), 2017 წლის ივლისის მდგომარეობით, დასაწყობებულია და ობიექტი დასრულებული არ არის.
პასუხისმგებელი პირის განმარტებით, პროექტის...
წინა სტატია
აუდიტის სამსახურის დასკვნით, ვანში წისქვილი გააკეთეს, თუმცა იმის გამო, რომ ობიექტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა ვერ მოხდა, წისქვილი არ ფუნქციონირებს.
წისქვილი 2015-2016 წლებში სოფელ სალხინოში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში აშენდა, შენობაზე 6.2 ათასი ლარი დაიხარჯა, საჭირო მოწყობილობებზე კი 1.6 ათასი ლარი.
აუდიტის ჯგუფმა 2017 წლის ივლისში ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაო. შედეგად აღმოჩნდა, რომ წისქვილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და, შესაბამისად, არ ფუნქციონირებს.
აუდიტის სამსახურის...
წინა სტატია
ვანის მუნიციპალიტეტში 2015-2016 წლებში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეძენილი 236. 5 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები არ გამოიყენეს, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია.
ანგარიშის მიხედვით, აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები და აღმოჩნდა, რომ 2015-2016 წლებში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილია 270 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები, რომელთა გამოყენებით, უნდა განხორცილებულიყო...
ქობულეთის ფიჭვნარში, სასტუმრო "ჯორჯია პალასის" გვერდით, ადგილობრივი მცხოვრებლები ახალი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ. აქციაზე არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც. ინფორმაციას iregions.ge ავრცელებს.
ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სასტუმრო სანაპიროზე გადასასვლელ ტერიტორიას გადაკეტავს, რაც ადგილობრივებსა და ტურისტებს დისკომფორტს შეუქმნის. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს "კრისტალ ბილდინგი" 29300 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე 200 ნომრიან სასტუმროს აშენებას გეგმავს. ოპოზიცია აღნიშნული ინვესტიციის განხორციელებაში აჭარის მთავრობის თავმჯდონარის ინტერესებს ხედავს. "ნაციონალური...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივი მცხოვრებლები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
მოსახლეობა სოფლისთვის მაღალთმიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მოთხოვნებს შორისაა ასევე სკოლის შეკეთება, საბავშვო ბაღის აშენება და გზების რეაბილიტაცია.
მოსახლეობის თქმით, სოფელში სკოლა 9 კლასამდე ფუნქციონირებს,უფროსკლასელებსა და საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებს კი სხვა სოფლებში უწევთ სწავლის გაგრძელება.
მერეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი იაგო რელიკაშვილი კი ამბობს, რომ ეს საკითხი...
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ადგილობრივი მცხოვრებლები ბაღის შესაძლო დახურვას აპროტესტებენ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 600-კომლიანი სოფელი ბაღის გარეშე დატოვა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.
ადგილობივებს ხობის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი შეხვდა. მისი ინფორმაციით, ბაღის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ყადაღა ადევს.
ადგილობრივი ხელისუფლება აღსაზრდელებს ახლომდებარე სოფლის ბაღში გადაიყვანს, ან ალტერნატიულ ფართს მოიძიებს.
ადგილზე არიან "ევროპული...
აუდიტის სამსახურმა ვანის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და შესაბამისი ანგარიში გამოაქვეყნა. ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მიერ 2015-2016 წლებში გაფორმებული 4 ხელშეკრულება ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიას ითვალისწინებდა, თუმცა, როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, "შესრულებული სამუშაოების ნაწილი დაზიანებულია და მოწყობილ ბეტონის საფარზე შეინიშნება განივი და გრძივი ბზარები".
საქმე ეხება საავტომობილო გზებზე ბეტონის საფარის მოსაწყობად 2015-2016 წლებში ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ...
ზესტაფონში, სტაროსელსკისა და ჭანტურიას ქუჩების დამაკავშირებელ გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, გვირაბის ფეხით სავალი ნაწილი ფილებით მოეწყობა, შეიღებება გარეფასადი, დამონტაჟდება განათების სისტემა. კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 54 414 ლარია.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი ქალაქის მერმა კახაბერ მახათაძემ, მოადგილესთან დავით ჩირგაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის დაკვეთით სამუშაოებს შპს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































