ქედის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც წყლის მარაგის ავზები არ არსებობს ადგილობრივებს სახლებამდე წყალი ინდივიდუალურად აქვთ მიყვანილი, ანუ მოიხმარენ გაუფილტრავ წყალს, ამას კი ხშირად კიდევ ერთი პრობლემა ემატება – ეს მოძველებული მილებია. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ქედის მერიას უკვე აქვს შეძენილი წყლის ახალი მილები, თუმცა მას მოსახლეობას მხოლოდ მას შემდეგ გადასცემენ, რაც მოქალაქეები თავად უზრუნველყოფენ საკარმიდამო ნაკვეთში მილისთვის თხრილების გაყვანას. ქედის 64 სოფელში სულ 13 წყლის ავზია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა მსჯელობა საქმეზე, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე მხარე მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობას ითხოვს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. მოსარჩელეები სომხეთის მოქალაქეები არიან, შეღავათები კი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება. მოსარჩელეების ადვოკატის გიორგი გოცირიძის განცხადებით ისინი მუდმივად ცხოვრობენ ჯავახეთში, საქართველოში, იხდიან გადასახადებს, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ვერ სარგებლობენ სახელმწიფო შეღავათებით, რის გამოც იმყოფებიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, კი სახელმწიფოს სოციალური...
წინა სტატია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რომლებსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად ჯამში 7 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა უნდა ჰყოლოდათ, 21 სამორიგეო ავტომანქანას განკარგავდნენ. საბალანსო მონაცემების მიხედვით კი, მუნიციპალიტეტი 50 ერთეულ მსუბუქ ავტომანქანას განკარგავს. აქედან, ფაქტობრივად არის 45 ავტომობილი, საიდანაც ვარგისია 23, - წერია აუდიტის დასკვნაში. უწყების ცნობით, ავტომანქანები მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე გადაცემულია სამსახურისა და განყოფილების უფროსებისათვის, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისათვის, სპეციალისტისათვის და...
თბილისის მერმა კახა კალაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 112-ის ახალი პროგრამა წარდგინეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. გიორგი გახარიას განცხადებით, უწყება ბევრ რეფორმას ატარებს, როგორც პოლიციაში ასევე რეფორმები მიმდინარეობს ქალაქშიც. "ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი გვინდა წარმოგიდგინოთ დღეს. დღეს ვაკეთებთ პრეზენტაციას პროგრამული უზრუნველყოფის, რომელიც უფრო დახვეწილ, ღირსეულ და ხარისხიან სერვისს მიაწვდის თითოეულ ჩვენ მოქალაქეს. ეს სერვისი ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ის მარტივად და...
წინა სტატია გუბერნატორები პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ. შეხვედრის დაწყებამდე მათ გაზრდილ ხელფასზე განმარტებები გააკეთეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. მათი განცხადებით, ისინი იღებდნენ დანამატებს, ახლა კი მათი სახელფასო ანაზღაურება ერთ ჩარჩოში მოექცევა. პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების ხელფასები გაორმაგდა და თებერვლიდან ისინი 5900 ლარს მიიღებენ. https://www.youtube.com/watch?v=05jYpxGl5kk
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით ორგანულ კანონში ცვლილებები ერთი თვის ვადაში მომზადდება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ამუკა მდინარაძის თქმით, ორგანული კანონის მიღებას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 დასჭირდება. „ახალ კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოს ან საქართველოს გაერთიანებას ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ორგანული კანონის მიღება გვიწევს და დათქმაა, რომ ორგანული კანონის მიღებას 2/3 სჭირდება. ერთი თვე იქნება საჭირო, რომ პროექტი დაიდოს“,...
წინა სტატია სამშენებლო რეგულაციები და სანქციები, ასევე, მიწებთან დაკავშირებული საკითხი იყო ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრების გუბერნატორებთან შეხვედრის მთავარი თემა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. პარლამენტში გამართული რამდენიმესაათიანი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან გამართული აუდიენცია ნაყოფიერად შეაფასა. ”გუბერნატორებმა ისაუბრეს რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე და გამოწვევების საკანონმდებლო გადაწყვეტის მათეულ ხედვაზე. ჩვენ მათთან აქტიურ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო”,...
ჩოხატაურის საკრებულოში ახალი ფრაქცია "გაერთიანებული ოპოზიცია ჩოხატაურისთვის" ყალიბდება, რომლის ორი წევრი "ევროპული საქართველოდან" ხოლო ერთი - 'ნაციონალური მოძრაობიდან" იქნება. ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს. "ჩვენთვის გასაკვირიც კია, რომ ეს თემა ახლა გახდა საყურადღებო. "ევროპულმა საქართველომ" თავიდანვე ცხადი გახადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს ყველა პროდასავლურ პარტიასთან. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში - სადაც საარჩევნო სისტემისა და არსებული პოლიტიკური გარემოს გამო ხელისუფლება განსაკუთრებით ძლიერიცაა და...
სოფელ ფერიის მოსახლეობამ ხელვაჩაურის საკრებულოს პეტიციით მიმართა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. პეტიციით მოსახლეობა სოფელ ფერიაში საჯარო სკოლასთან საკანალიზაციო არხის გაყვანას, კაპრეშუმში საბავშვო ბაღის მშენებლობისა და  აჭარისწყალში მდებარე ამორტიზებული კულტურული ცენტრის რეაბილიტაციას ითხოვს. საკითხის განხილვას თვითმმართველობა მიმდინარე კვირიდან გეგმავს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედითკარში ხეების მოჭრას აპროტესტებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ კედრის ხეები თანასოფლელმა ბადრი ჯელიამ გაჩეხა, რომელიც ამტკიცებს, რომ ტერიტორიის მესაკუთრეა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. მოსახლეობა პასუხს ითხოვს, ვისი გადაწყვეტილებით დაისაკუთრა ჯელიამ სოფლის ცენტრში არსებული მიწის ნაკვეთი. მათივე ინფორმაციით, ადრე ამ ტერიტორიაზე მეურნეობა იყო და ხეები აქ 80 წლის წინ დაირგო. თავად ჯელია ამტკიცებს, რომ ხეების მოჭრის ნებართვას მარტვილის გამგეობიდან მიიღო. მწვანე...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ,,ორმოულების" სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით აწარმოებენ.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დღეს გუბერნატორებს შეხვდება. შეხვედრა საქართველოს პარლამენტის შენობაში 19:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუბერნატორებმა თავიანთი რეგიონების შესახებ პრეზენტაციები და პრობლემური საკითხები უნდა წარადგინონ და თუკი პროცესში საკანონმდებლო ორგანოს ჩარევა გახდება საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობა ამისათვის მზად არის. დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის იქნება შრომისა და მშენებლობის უაფრთხოების საკითხი, ასევე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დეტალები.
წინა სტატია "არ ვიცი რა პროექტზეა საუბარი, და არც ის ვიცი თუშეთის თემის წარმომადგენლები დღეს რას აპროტესტებენ" - ასე გამოეხმაურა ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი სოფელ ქვემო ალვანში გამართულ აქციას, სადაც თუშეთის გზის ალტერნატიული პროექტი გააპროტესტეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. იოსებ ქარუმაშვილი თუშეთის გზის პროექტს არ იცნობს და არც ის იცის მოსაწონია თუ არა იდეა ახალი გზის მშენებლობის შესახებ. "ხვალ იგეგმება ამ პროექტის საჯარო განხილვა....
თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 227 მიმდინარე და 26 დაბლოკილი იდეა ფიქსირდება.  ერთ-ერთი იდეა მერიაში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით შევიდა. ეს იდეა უკვე დაბლოკილთა კეტოგორიაში განთავსდა. შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – "შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას...
თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 227 მიმდინარე და 26 დაბლოკილი იდეა ფიქსირდება. ერთ-ერთი იდეის ავტორი თბილისში Hollywood-ის მსგავსი წარწერის გაკეთებას ითხოვს. შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – "შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის...
ახმეტის სოფელ ქვემო ალვანში მოსახლოებამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები თუშეთის ალტერნატიული პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის სოსო ბაბულაიძის თქმით, მათთნ შეთანხმების გარეშე შეიქმნა პროექტი, რომლითაც ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან შესაძლოა საქართველოს საშიშროება შეექმნას. "ქვეყნის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ვფიქრობთ, ეს ქმედება იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. გზა, რომლის გაყვანაც უნდა მოხდეს არის დაცული ტერიტორიები, რომლის განადგურებასაც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ