წინა სტატია სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც 2015-2016 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 77.8 ათასი ლარის საწვავი გახარჯა, თავისი შინაარსით, არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის ანგარიშში წერს. გარდა ამისა, ამავე პერიოდში, თვითმმართველობამ დადგენილი ლიმიტები 94 შემთხვევაში დაარღვია და განსაზღვრულთან შედარებით, 8 560 ლიტრით მეტი საწვავი გახარჯა. "2015-2016 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაიხარჯა 77.8 ათასი...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლიანში მდებარე სათნოების სახლში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა. ინიციატივა ჰოლანდიაში მცხოვრებ 13 წლის გიორგი ვენკოს ეკუთნის, რომელიც დედით ქართველია. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. სათნოების სახლში 25 ბენეფიციარი ცხოვრობს და ისინი სოციალურად დაუცველ კატეგორიას მიეკუთვნებიან. ზაფხულის არდადეგებზე, დედასთან ერთად კახეთში სტუმრობისას, გიორგი სათნოების სახლში მივიდა. გიორგი ვენკოს თქმით, ბენეფიციარების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უზრვენველსაყოფად, ჭაბურღილი გაითხარა. "საქველმოქმედო აქციის მოწყობა გადავწყვიტე და დავაფუძნე...
თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, სანდრო ეულის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მარიჯანი-ქავთარაძის ქუჩები, ალექსანდრე ყაზბეგისა და პეკინის გამზირები ერთმანეთს ველობილიკით დაუკავშირდება. ტენდერი უკვე გამოცხადდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. როგორც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წერია, სახელმწიფო შესყიდვა ველობილიკის მოწყობისა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 2 მარტს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 31 860 ლარია. ამასთან, გამოცემის ცნობით,...
"დააბრუნეთ გურამ ბახურაული სოფელ კურდღელაურის რწმუნებულად" - ამ მოთხოვნით თელავის სოფელ კურდღელაურის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მათ 24 თებერვალს, სოფელ კურდღელაურში თელავის მერის წარმომადგენლის მოხსნა გააპროტესტეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. "ამ კაცის დამსახურებაა, რომ სოფელში ათასი პრობლემა მოგვარდა. მისი ძალისხმევით დაიგო გზები, გაკეთდა ამბულატორია და სხვა. დღეს ველოდებოდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამისათვის 400-კაციანი ხელმოწერა მერიაში რამდენიმე დღის წინ შევიტანეთ, თუმცა, თელავის მერი...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. დედოფლისწყაროს საკრებულოს ცნობით, გაიზრდება იმ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარი ხარჯები, რომლებიც აქამდე სარგებლობდნენ აღნიშნული შეღავათებით. "დედოფლისწყაროს საკრებულომ განიხილა და ერთხმად დაამტკიცა 2017 წლის 19 დეკემბრის N55 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც აუტიზმისა და...
რუსთავის მერმა ამჯერად საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების 32-ე ფილიალში წაიკითხა ზღაპრები. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ირაკლი ტაბაღუა საბავშვო ბაღში "სააღმზრდელო პროცესს გაეცნო და პროექტის ("მკითხველი დედა, მკითხველი ოჯახი, მკითხველი ქალაქი’’) ფარგლებში ბავშვებს ქართული ხალხური ზღაპარი "გლეხი, დათვი და მელია’’ წაუკითხა". ამავე წყაროს თანახმად,"მკითხველი დედა, მკითხველი ოჯახი, მკითხველი ქალაქი’’ 19 იანვარს, რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მერიის ინიციატივით დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. "პროექტის...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ორსანტია-დარჩელის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე ზუგდიდს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სამეგრელო-ემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუასთან და ზუგდიდის მერთან ლაშა გოგიასთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. "დონორების დახმარებით და საბიუჯეტო სახსრებით, მილიონობით ლარს ვხარჯავთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ორსანტია-დარჩელის დამაკავშირებელი 5 კმ-მდე გზის რეაბილიტაციას...
თბილისის მერიის ცნობით, თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირისა და იონა ვაკელის ქუჩის გადაკვეთაზე ნაკადების განმუხტვის მიზნით, იონა ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები სატესტო რეჟიმში შეიცვალა. მერიის ინფორმაციით, ვაკელის ქუჩაზე ორმხრივად მოძრავი ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკვეთაზე იყრიდა თავს,  რაც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საცობისა და ავტოავარიების საფრთხეს ქმნიდა. პრობლემის გადასაჭრელად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, ვაკელის ქუჩა ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით ცალმხრივი გახდა.  თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი მოძრაობის რეჟიმი შენარჩუნდა. ამიტომ, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას...
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში უცხოენოვან წარწერებს დიდი ყურადღება მიექცევა. კალაძის თქმით, მან შესაბამისი დავალება ზედამხედველობის სამსახურს უკვე მისცა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. „ფასადებზე ქართული წარწერების გამოუყენებლობა სერიოზული პრობლემაა, რომელსაც დღეს ვაწყდებით დედაქალაქში. მე ამაზე წინასაარჩევნოდაც ვსაუბრობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით. დღეს დავავალე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დაიწყოს მითითებები, მისცენ გონივრული ვადა შენობების მესაკუთრეს, რომ...
წალენჯიხის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად,  ადგილობრივებს განახლებული კულტურის სახლი დღეიდან, მოემსახურებათ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ავარიულ შენობაში მთლიანად შეიცვალა შიდა და გარეინტერიერი, სცენა, დარბაზი, საგრიმიოროები და სარეპეტიციო ოთახები. დამონტაჟდა განათების, სავენტილაციო და გათბობის თანამედროვე სისტემები. "დასრულებული სამუშაოები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუასთან, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და...
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში მოსახლეობა შიდა სასოფლო გზის კეთილმოწყობას ითხოვს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ გზაზე არსებული ორმოები გადაადგილებას ართულებს. აჭარის საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს აგარა-საციხურის მიმართულებით 1200 მეტრი სიგრძის ბეტონის საფარი დაიგება. ჯამში კი  ხულოში საგზაო  ინფრასტრუქტურის კეთილმწოყობისთვის 10 მილიონ 260 ათასი ლარი დაიხარჯება. დეპარტამენტის ცნობით, დაგეგმილია 33 ხელოვნური ნაგებობის გაკეთება და ორი ხიდის მოწყობა. ჯამში, მიმდინარე წელს 45 პროექტის განხორციელება...
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ, პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებისთვის, გულის ტკვილისა და დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტები შეიძინა. ამის შესახებ, იმ ხელშეკრულებაშია აღნიშნული, რომელიც გუბერნატორის პირველმა მოადგილემ 2017 წლის 1 სექტემბერს გააფორმა. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. ნუსხაში წარმოდგენილი მედიკამენტების დიდი ნაწილი ორგანიზაცია წითელი ჯვრის დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამება. ასე მაგალითად, გუბერნატორის მიერ ,,ფარმას“ აფთიაქში შეძენილი მედიკამენტების ნუსხა ასე გამოიყუება: ვალერიანის წვეთები, ვალიდოლი, ნო-შპა, კორვალ G4, კოფეინი, სტრეპსილი, დექსამეტაზონის ამპულა, შპრიცი...
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა სამინისტროების წარმომადგენლებისა და სხვა სტუმრების გამასპინძლებაზე 56 ათასი ლარი არამიზნობრივად გახარჯა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015-2016 წლების ანგარიშში წერია. უწყების ცნობით, 2015- 2016 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა, "წარმომადგენლობითი ხარჯების" მუხლიდან, სტუმრების მასპინძლობისა და სხვადასხვა საბანკეტო მომსახურების შესყიდვის მიზნით, 56.0 ათასი ლარი გახარჯა. კერძოდ, 2015 წელს გაფორმდა 24 ხელშეკრულება, ღირებულებით 30.5 ათასი ლარი, ხოლო 2016 წელს - 32...
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად, დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. თბილისის მერიის ცნობით, დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები იოანე პეტრიწის ქუჩის №8, №8ა და №8ბ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შიდა ეზოებში, დაახლოებით 4300 კვადრატულ მეტრამდე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა ახალი ბორდიურები. საგზაო სამუშაოებისათვის 260 000 ლარია გამოყოფილი. კახა...
შუახევის მუნიციპალიტეტში 150 კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებისთვის 120 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. კერძოდ, 2018 წელს შუახევში იგეგმება 35 კულტურული და 70 სპორტული ღონისძიება. 45 პროგრამის განხორციელებას კი შუახევის მერიის ახალგაზრდული განყოფილება გეგმავს. მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით, შეიქმნა ქარგვის, ხეზე კვეთის, ჭიბონზე დაოსტატების, მხარეთმცოდნეობის და ლიტერატურის მოყვარულთა წრეები. მერის მოადგილის ინფორმაციით, ბიუჯეტის ცვლილების დროს, წლის ბოლომდე პროგრამების დამატებაა დაგეგმილი.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჭვანასა და სხეფში ელექტროწისქვილების მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. გამარჯვებული კომპანია 45 დღეში გამოვლინდება. სატენდერო თანხა კი 6 ათას 440 ლარია. მიმდინარე წელს შუახევში სულ სამი წისქვილის მშენებლობაა დაგეგმილი. ელექტრეოენერგიის ხარჯებს მუნიციპალიტეტის მერია დაფარვას. ამ ეტაპზე შუახევში სულ 67 წისქვილი ფუნქციონირებს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ