ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ორსანტია-დარჩელის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე ზუგდიდს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სამეგრელო-ემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუასთან და ზუგდიდის მერთან ლაშა გოგიასთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
“დონორების დახმარებით და საბიუჯეტო სახსრებით, მილიონობით ლარს ვხარჯავთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ორსანტია-დარჩელის დამაკავშირებელი 5 კმ-მდე გზის რეაბილიტაციას უკვე ვასრულებთ. ამ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. გზასთან ერთად, აქ გაკეთდება სანიაღვრეები და მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები’’,-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
პროექტის ღირებულება 2 მილიონი ლარია. ის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდიან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.