რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა. ანაკლიაში გამართულ ღონისძიებას რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები - საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები დაესწრნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. კომიტეტის თავმჯდომარე გასვლითი სხდომების მნიშვნელობას შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ტიპის შეხვედრები კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებებია, სადაც კომიტეტს სურს, რომ გაჩნდეს მუდმივმოქმედი პლატფორმა დიალოგისთვის და მოსმენისთვის. კომიტეტის წევრმა გოგა...
ზემო ლარსზე პირველი ლოგისტიკური ტერმინალი ექსპლუატაციაში 2017 წლის ნოემბერში უნდა შესულიყო, თუმცა ამ დრომდე არ ამოქმედებულა. მიზეზი ბიუროკრატიული პროცედურებია. ამის შესახებ პროექტის შემსრულებელი კომპანიის Murphy Kazbegi-ის ადმინისტრაციის უფროსმა ეკატერინა ზამბახიძემ თქვა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. ზამბახიძის თქმით, კომპანია საბოლოო ნებართვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ელოდება. „სანამ ტერმინალი ექსპლუატაციაში შევა, გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურებია გასავლელი, რის გამოც ეს პროცესი ისევ გადაიდო. კომპანია აუდიტორულ დასკვნებს ამზადებს,...
რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს უფროსად ჯურხა ბენდელიანი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ უკვე მოაწერა. ჯურხა ბენდელიანი მუშაობას უკვე შეუდგა. ინფორმაციას "ინფორუსთავი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბენდელიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელის თანამდებობა ფრიდონ დვალაძეს ეკავა.
წინა სტატია ბორჯომის თვითმმართველობაში პოლიტიკური კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება. უკვე მეოთხედ მერიამ საკრებულოს ახალი საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე მიმართა. საკრებულო საკითხზე 9 მარტს ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს, თუმცა, მანამდე, წარმომადგენლობითმა ორგანომ საკითხი სამჯერ ჩააგდო. რის საფუძველზე ითხოვს მერია ახალი საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებას?  2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ", რომელიც...
საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, საპილოტე პროექტით დადგენილ წესებს ვაკის რაიონის მოსახლეობის 25% ითვალისწინებს. საუბარია ნაგავშემკრებ კონტეინერებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების 20:00 საათის შემდეგ გადაყრაზე. ამის შესახებ "თბილსერვისის" დირექტორმა ლევან ჯღარკავამ თქვა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. ჯღარკავას განმარტებით, თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მოქალაქეებს ადგილზე აცნობენ, თუ რატომ უნდა გაიტანონ ნაგავი ღამის საათებში. კონტეინერების დაცლას „თბილსერვის ჯგუფი“ ღამის განმავლობაში უზრუნველყოფს. „იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ყველა მოქალაქე გაითვალისწინებს დაწესებულ გრაფიკს. პროექტი ქალაქის საცობებისგან...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი შესაძლოა, შეიცვალოს. ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. „არის შენიშვნები კოლეგების მხრიდან. სიმართლე გითხრათ, არც მე მომწონს ეს გერბი, მაგრამ გადაწყვეტილებებს ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმებით მივიღებთ“, – განაცხადა დავით გაბაიძემ. რა არ მოსწონთ დეპუტატებს, გაბაიძეს არ დაუკონკრეტებია. გერბზე გამოსახულია წმინდა გიორგი, ციხე-სიმაგრე, მწვანე და ლურჯი ფონი და სამი ყვითელი წრე....
წინა სტატია თბილისის საკრებულომ ბიბლიოთეკების გაერთიანების საკითხი დაამტკიცა. საკითხს 32 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. საკითხი სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ წარადგინა. მისი თქმით, ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების გაერთიანების შედეგად შეიქმნება ახალი ა(ა)იპი, სადაც ბიბლიოთეკარები საგამოცდო ტესტირების შედეგად დაინიშნებიან. საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ მერის მოადგილეს განსახორციელებელ რეფორმასთან დაკავშირებით დეტალებზე შეკითხვებით მიმართა. ოპოზიცია დაინტერესდა მოხდებოდა თუ...
წინა სტატია თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც 25 სხვადასხვა საკითხი განიხილება, მათ შორის ბიბლიოთეკების რეფორმა. ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და უმრავლესობაში აზრთასხვადასხვაობაა. "ქრონიკის" ინფორმაციით, საკრებულოს უმცირესობაში ვარაუდობენ, რომ თბილისის მერია ბიბლიოთეკების დახურვას და თანამშრომლების გაშვებას აპირებს. ოპოზიცია ასევე ეჭვობს, რომ 36 ბიბლიოთეკიდან რამდენიმე კომერციულად მომგებიან ადგილას მდებარეობს და მერია ამ ტერიტორიების გასხვისებას აპირებს. https://www.youtube.com/watch?v=OBceTYKdHkY&feature=youtu.be თბილისის მერიის ინიციატივით დაგეგმილი საბიბლიოთეკო რეფორმა მუნიციპალური ბიბლიოთეკების მოდერნიზებას,...
წინა სტატია თბილისის საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარს უფლებამოსილება შეუჩერეს. თუ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ თემურ გორგაძეს სასამართლო დამნაშავედ ცნობს, კრწანისში ხელახალი არჩევნები ჩატარდება. საკითხზე დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე 28 თებერვალს დააკავეს.
2018 წლის განმავლობაში გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის რამდენიმე სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. ამის შესახებ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პროექტები გამოაქვეყნა. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხა ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებშია გამოიყოფილი. მთლიანად საქართველოს მასშტაბით, სულ 30 სკოლა გარემონტდება, რომელზეც 18 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში დაიხარჯება. გარდა რემონტისა, სკოლები ახალი ინვენტარით აღიჭურვება. შიდა ქართლში შემდეგი სკოლები გარემონტდება: 1....
წინა სტატია პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ანაკლიაში გასვლით შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბორჯომის პოლიტიკურ კრიზისს. როგორც გაბუნიამ თქვა, ბორჯომმა თავისი პრობლემები დამოუკიდებლად, თავად უნდა მოაგვაროს. ინფორმაციას imedinews. ge ავრცელებს. გაბუნიამ დასძინა, რომ მოსახლეობას არ მიეწოდება ის მუნიციპალური და საჯარო პროექტები, რასაც იმსახურებენ და ადამიანები ვერ იღებენ ხელფასს. "ეს არის პრობლემა და პრაქტიკულად პარალიზების წინაპირობა, რასაც ბუნებრივია არ მივესალმებით, რაც შეეხება მათ...
წინა სტატია დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ ბათუმის ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის მსოფლიოს ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული. ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ყინულის არენა განკუთვნილი იქნება ფიგურული სრიალის, ჰოკეის, ციგურებზე მასობრივი სრიალის სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩასატარებლად,...
წინა სტატია ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებლობის დასრულებას მშენებელი კომპანია ივლისში ვარაუდობს. ესტაკადის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან აქვს გაფორმებული. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 14 მილიონ 370 ათასი ლარია. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მშენებლობა და უშუალოდ ესტაკადას საძირკვლის მოწყობა. პროექტის მიხედვით ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა ჯამში ერთკილომეტრიანი იქნება“. მშენებელ კომპანიაში განაცხადეს, რომ ასაქცევი გზის თითქმის ნახევარი გაკეთებულია და მაისში ეს მონაკვეთი...
მოქალაქე ელგუჯა მაზმიშვილი ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე, მერიისაგან გადაცემულ 40 კვ.მ მიწის ნაკვეთს ვერ ირეგისტრირებს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ის სისხლის სამართლის საქმეა, რომელზეც მასთან 2012 წელს საპროცესო გარიგება გაფორმდა. მაშინ მაზმიშვილს სასამართლომ ჯარიმა 4 500 ლარი დააკისრა, თუმცა, იმის გამო რომ იგი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული, აღნიშნულ თანხას ვერ ფარავს და მის ქონებას ყადაღა ადევს. ამიტომ ქონების...
ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ა(ა)იპ-ებში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ფილიალებიდან  45 თანამშრომელი  გათავისუფლდა. ა(ა)იპ-ში განმარტავენ, რომ გათავისუფლდნენ ზოგადი სპეციალისტების სტატუსის მქონე თანამშრომლები, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ  ხელშეკრულების საფუძველზე დაბრუნდნენ სამსახურში. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. "ფილიალებში, ისევე როგორც ადმინისტრაციაში, თანამშრომლები გაფორმებული იყვნენ ზოგადი სპეციალისტის სტატუსით. ამჟამად ზოგადი სპეციალისტის შტატები გავაუქმეთ. 58-ვე ადამიანი მიიღებს ერთთვიან კომპენსაციას. გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ. ერთი თვის განმავლობაში დარგის სპეციალისტებად...
ახალციხეში, სოფელ საძელში, სადაც 120 ოჯახი ცხოვრობს, უგზოობაზე ჩივიან. ასევე, სოფელში კანალიზაცია ღია არხით მიედინება. ადგილობრივები ახალციხის მერიას დახმარებას სთხოვენ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. https://www.youtube.com/watch?v=zy6tehM0Xrw&feature=youtu.be

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ