საკრებულომ გორის მუნიციპალიტეტის პროფესიული საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა დაამტკიცა. გეგმა 13 საფეხურისგან შედგება. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს.
საკრებულოში განმარტავენ, რომ საჯარო დაწესებულება ყოველი წლის დასაწყისში განსაზღვრავს და უზრუნველყოფს მოხელის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამაში მონაწილეობას. პროგრამის მიზანი კი თანამშრომლების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაა.
საჯარო მოხელეების გადასამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 700 ლარი დაიხარჯება.
ბერლინში ევროპაში ერთ-ერთი მასშტაბური საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენაში მონაწილეობას 180 ქვეყანა იღებს და 5 დღის განმავლობაში დაახლოებით 160 000 ვიზიტორს ელოდებიან.
"ნიუპრესის" ცნობით, ამ გამოფენაში უკვე მეორე წელია იმერეთის-გუბერნატორის ადმინისტრაცია მონაწილეობს. წელს იმერეთიდან ქუთაისის, ბაღდათის და ტყიბულის მუნიციპალიტეტები იყვნენ წარმოდგენილი.
საერთაშორისო ფორუმის გახსნას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი ესწრებოდა, ასევე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები...
ქუთაისის მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში რეორგანიზაცის პროცესი დასრულდა. რეორგანიზაციას 29 შტატის შემცირება მოჰყვა. ინფორმაციას topnews.com.ge ავრცელებს.
სპორტული ა(ა)იპ-ის დაქვემდებარებაში რეორგანიზაციამდე 13 ფილიალი იყო. რეორგანიზაციის შედეგად კი სპორტის სასახლე და ტაიკვანდოს კლუბი დაემატა.
ცნობისთვის, რეორგანიზაციის შედეგად, 45 ადამიანი გათავისუფლდა მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებიდან.
ქუთაისში სამხედრო სამსახურის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გენადი მარგველაშვილის ბიურო დაზიანდა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
ბიუროს ხელმძღვანელის ზაზა ჯანგველაძის ინფრომაციით, მის კაბინეტსა და თანამშრომლების სამუშაო ოთახში ჭერი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად დაზიანდა ინვენტარი. ჯანგველაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები.
ზარალს ითვლიან ქუთაისის მერიაშიც. სამხედრო სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო ოთახი და ინვენტარი სრულიად განადგურდა. მერიაში განმარტავენ, რომ ზარალის...
თელავში გენდერულ საკითხზე მომუშავე არასამთავრობოებმა გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ორგანიზაციებმა პარლამენტს მოუწოდეს, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე დროულად განიხილონ, რადგან არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობისთვის ქალებს სოციალური და ეკონომიკური ბარიერის გადალახვა უწევთ.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გამოავლინონ ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის მკაფიო პოლიტიკური...
მერიის ცნობით, ზუგდიდში მდ. სინწას კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 822 80 (რვაას ოცდაორი ათას ოთხმოცი) ლარია.
ქარელში, ცაბაძის ქუჩაზე მინისტადიონის მოწყობის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს გრუნტის მოჭრა და ბოძების მონტაჟი.
ქარელის მერიის ცნობით, პროექტისათვის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 43 398 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ასრულებს შპს „ალონისი“.
სოფელ ხოვლეში ღია საჭიდაო არენის ნაწილობრივი შეკეთების სამუშოები დაიწყო, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საქმიანი ეზო“ ახორციელებს. ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
ხოვლე, ჭიდაობის ტრადიციების მხრივ მუნიციპალიტეტში ერთერთი უძველესი სოფელია. სოფელმა ბევრი წარმატებული მოჭიდავე აღზარდა, რომლებმაც კასპი საქართველოს ფარგლებს ბევრჯერ ასახელეს. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.
ორის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავების, დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებზე რეგიონული შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
შეხვედრის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ინფორმირება და მხარდაჭერა სოფლად მდგრადი განვითარების ეფექტური მიდგომების დანერგვაში.
შეხვედრის მონაწილეებმა, თემატურ ექსპერტებთან ერთად, იმსჯელეს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე, რაც ასევე ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის დაძლევაზე.
გორის მერიის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დეთმო საქართველოს სოფლის განვითარების...
ბორჯომში, ჩარხისწყლის ხიდთან მდინარე მტკვრის კალაპოტი გაიწმინდა. ბორჯომის მერიის ცნობით, სპეციალური ტექნიკის საშუალებით, ხიდის ბურჯებთან ჩახერგილი ხეები ამოიღეს და გაიტანეს.
ხიდთან ხეები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა ნაგებობას. გაზაფხულზე კი, წყლის მატებასთან ერთად, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის საშიშრობას ქმნიდა.
წავკისისწყლის ხეობის განვითარების პროექტი იწყება, რომელიც სათავგადასავლო მარშრუტების, ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პროექტი ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო მარშრუტისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს, რაც ბაღს დამატებით ფუნქციას შესძენს. პროექტის განხორციელება ასევე, ბოტანიკური ბაღის ხელმისაწვდომობისა და ტურისტული პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს.
„ზოგადად, ბოტანიკური ბაღი თავისი ფუნქციითა და ადგილმდებარეობით ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი განვითარებული ქალაქი ინატრებდა ასეთ ადგილს...
7 მარტს თეთრიწყაროში ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფმა განიხილა და დაამტკიცა თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი. შეხვედრაზე ასევე დამტკიცდა საგრანტო კონკურსის განაცხადისა და შეფასების ფორმები, მოეწყო (RDFG) -ის დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია და განხილვა. ინფორმაციას თეთრიწყაროს მერია ავრცელებს.
ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, 2017 წელს დაიწყო ოთხწლიანი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“...
თიანეთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
თიანეთის მერიის ცნობით, ხელშეკრულება ნადოკრა-ხევსურთსოფლის გზის რეაბილიტაციის ქვეპროექტს შეეხება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ,,ილიას ტბის“ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა.
ტბის ბულვარი ახალი ნერგებით შეივსო. ადგილზე დაირგო ნეკერჩხლები, იფნები და ცაცხვები.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს ყვარლის მერის მოადგილემ გივი ზაუტაშვილმა, საკრებულოს თავმჯომარის მოადგილემ ვანო მამულაშვილმა, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ზურა კაპანაძემ და ა(ა)იპ კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი სოლომნიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 13 მარტს, სამშაბათს, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი თელავის მოქალაქეებს შეხვდება.
ეხვედრა დაგეგმილია 15:30-ზე, თეატრის წინ, სადაც აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე მიიღონ კონსულტაცია და დაწერონ განცხადება ენერგო კომპანიასთან არსებული პრობლემის შესახებ.
ამისათვის აბონენტებმა თან უნდა იქონიონ აბონენტის ქვითარი და პირადობის მოწმობა. მერია განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოუწოდებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტებს, რომელთაც აქვთ...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში ორ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა. ეს პოზიციებია:
ა) იურიდიული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ბ) ეკონომიკის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
ვაკანსია ხელმისაწვდომია HR.gov.ge-ზე. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































