ასპინძაში, ხერთვისის ციხის რეაბილიტაცია სრულდება. განახლებული კომპლექსი დამთვალირებელებს აპრილიდან მიიღებს. ამ დროისთვის, უკვე დასრულებულია ვიზიტორთა ცენტრის, საპირფარეშოების და პარკინგის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხმავლო გზას, ციხის უნიკალურ კარიბჭეს, მოეწყო გარე განათება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ხერთვისის ციხეზე 1 500 000 ლარის ღირებულების ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს. სამუშაოები მუნიციპალური ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან, ხერთვისი, ვარძიის...
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სოფლისა და სოფლის მეურნეობისგანვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პარტნიორთა რიგით მე-16 შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ევროკავშირი საქართველოსთვის ავრცელებს. შეხვედრის მონაწილეებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) და ევროპის LEADER მიდგომის ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო განვითარებაზე. ENPARD-ის პროექტები ეფუძნება სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს – ადგილობრივ განვითარების ჯგუფებს (LAG) და LEADER მიდგომას, რომელთა მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩაერთონ ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მხოლოდ მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო...
მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები სვანეთში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, სვანეთში დიდი სიმძლავრის ჰესების მშენებლობა იგეგმება, რაც საფრთხეს უქმნის ამ რეგიონს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. სხვადასხვა მოთხოვნას შორის, აქციის მონაწილეები სვანეთის ერთ რეგიონად ჩამოყალიბებასაც ითხოვენ. მათ სურთ რომ ლენტეხი და მესტია გაერთიანდეს. 2017 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა წევრმა ქართული ოცნებიდან ვიქტორ ჯაფარიძემ სვანეთის ცალკე რეგიონად ჩამოყალიბება მოითხოვა. ამის შესახებ მან მაშინ სვანეთში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან...
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა მერიის თანამშრომლებს ზედამხედველობის სამსახურის უფროსად პაატა მიღდისელი წარუდგინა. ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ პაატა მიღდისელს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იგი  1976 წლიდან მუშაობდა ეკონომისტის, ფინანსისტის, აუდიტორის სპეციალობით სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ფინანსთა სამინისტროში, შემოსავლების სამსახურში, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზეა. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ საახალწლო განათებების შესაძენად, მილანურ კომპანიასთან გაფორმებულ 3 მილიონიან ხელშეკრულებას. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. ხაბეიშვილი გამოძიებას მის ხელთარსებულინფორმაციას მიაწვდის, რომლითაც, მისივე შეფასებით, დასტურდება, რომ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გაფორმდა და კომპანია სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით შეირჩა. „საქმე ეხება ხელშეკრულებას, რომელიც სამჯერ მეტი დაუჯდა თბილისის ბიუჯეტს...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ენერგოომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ენერგოომბუდსმენის აპარატთან შეხვედრა ენერგეტიკის დარგში სამომხმარებლო ცნობიერების გაზრდას ემსახურებოდა და მას მუნიციპალიტეტის მერთან ერთად თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ვრცლად იქნა განხილული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის მიწოდების, წყლის მომარაგებისა და ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა. ენერგოომბუდსმენმა კიდევ ერთხელ მოისმინა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მომხმარებლების ძირითადი პრობლემები...
2018 წელს თბილისის ბაგა-ბაღების სურსათით მომმარაგებელი კომპანია შპს "ნილი" სამჯერ დაჯარიმდა. კერძოდ, ორჯერ ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ერთხელ კრიტიკული შეუსაბამობისთვის - ამის შესახებ ინფორმაციას Allnews.ge-ი ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, შპს "ნილი" ერთხელ 400, მეორე შემთხვევაში 1 200, ხოლო მესამედ ჭერიდან და დაკიდული კონსტრუქციებიდან, რომლის ქვეშ პურის წარმოება და განთავსება მიმდინარეობს, ნაწილაკების ცვენის გამო 1 000 ლარით დაჯარიმდა. რაც შეეხება 2017 წელს, არაკრიტიკული შეუსაბამოების გამო დედაქალაქში ორი...
ქუთაისი მერიაში არასამთავრობო ორგანიზაცია" საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იმ კვლევის შედეგებს არ იზიარებენ, რომლის მიხედვითაც მერია საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებენ. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყველა სახის ინფორმაცია იდება. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. "არ ვიზიარებთ" კვლევას, სადაც ნათქვამია, რომ ქუთაისის მერია საჯარო ინფორმაციას არ აქვეყნებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია, შესაბამისად, ეს შენიშვნა არ არის მართებული",  - აცხადებენ მერიის...
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაკვეთით, ქართულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ეისითი“ ჩაატარა კვლევა, რომელშიც შეჯამებულია საქართველოს მოქალაქეთა დამოკიდებულება ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ. კვლევაში მიმოხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა გზების ხარისხი, საჯარო საბავშვო ბაღები, დასუფთავების სამსახური და მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კვლევის შედეგები შედარებულია 2013 და 2015 წლებში ჩატარებული...
2018 წლის 14 აპრილს, სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა და ქ. ქუთაისის მერია აცხადებს კრეატიულ კონკურსს დედა ენის თემაზე ესკიზის გამოვლენის მიზნით. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ნამუშევარი უნდა შესრულდეს ქუჩის მხატვრობის, Street Art-ის სტილში. გამარჯვებული ესკიზის ავტორი შეასრულებს ნახატს მონპლეზირის თაღთან არსებული თოჯინების თეატრის კედლის ნაწილზე, ჯამში 100 კვ. მ-ის ფართზე. განაცხადების მიღება დაიწყება დღეს...
წინა სტატია თბილისში არსებული ბიბლიოთეკების თანამშრომლების ნაწილი რეორგანიზაციის პროცესში დაგეგმილი გამოცდების წლის ბოლომდე გადადებას ითხოვს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. როგორც ერთ-ერთი ბიბლიოთეკის თანამშრომელი ამბობს, რომ დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილი რეორგანიზაცია არასწორი ფორმით მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ტრენინგების ვადა, რომელიც ბიბლიოთეკების თანამშრომლებს გამოცდების ჩაბარებამდე, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში უნდა გაევლოთ, 3 დღემდე შემცირდა. როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომელი ამბობს, ვადის შემცირების მიზეზი მათთვის არ დაუსახელებიათ. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ...
წინა სტატია სასამართლო დავების დასრულებამდე, სიტი პარკი თბილისის მერიისგან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით კომპანიამ მერიას დღეს დილით მიმართა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. როგორც სიტი პარკის ადვოკატი ნათია წკეპლაძე ამბობს, კანონის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტაზე საუბარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უნდა დაიწყოს. "ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს ყველა განკარგულება თითქოსდა ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო. მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება მსჯელობა ხელშეკრულების გაწყვეტაზე" - თქვა ადვოკატმა...
ქალაქ ქუთაისის მერია და საკრებულო საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებენ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა: ქალაქ ქუთაისის საკრებულომ 2014 წლის 27 აგვისტოს მიღებული N32 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი; მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (http://kutaisi.gov.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას; მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე განთავსებული საძიებო...
ბაკურიანის შემოვლითი გზის ასაშენებლად 7.5 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. კურორტის შემოვლითი გზის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის სახსრებით დაფინანსდება. ტენდერის ფარგლებში უნდა მოხდეს  ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება და მშენებლობა. წინადადებების მიღება 20 აპრილს დასრულდება. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს. პროექტის მიხედვით,  აშენებული გზა ბორჯომი-ბაკურიანი - ახალციხის და ბაკურიანი - ანდაზიტი-ციხისძირის გზებს უნდა დაუკავშირდეს. მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ არსებული გზა კურორტის ცენტრში გადის და ამიტომ...
თბილისის მერია 30 ერთეული ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას გეგმავს. მუნიციპალიტეტმა ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. სულ გათვალისწინებულია 1 მილიონ 745 ათასი ლარის ავტომანქანების შეძენა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ავტომობილების ძრავის მოცულობა 1.6-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, 100კმ-ზე 4 ლიტრზე მეტ საწვავს არ მოიხმარდეს და თეთრი ფერის უნდა იყოს. წინადადებების მიღება მომწოდებლებისთვის 30 მარტს დაიწყება, გამარჯვებულმა კომპანიამ კი შემსყიდველს მანქანები...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, ქალაქ ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლების ზედა ნაწილში წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საპროექტო დოკუმენტაცია კომპანიის საპროექტო დეპარტამენტის მიერ მომზადდა, ხოლო სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად 826 403 ლარია გამოყოფილი. სამინისტროს განცხადებით, საბარგო სადგურის დასახლებაში წყალარინების სისტემა არ არსებობდა, რის გამოც, აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იყო დაცული სანიტარული ნორმები. მოსახლეობას პრობლემები, განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში ექმნებოდა. პროექტის ფარგლებში ეწყობა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ