ზუგდიდის მერიამ ტენდერი გამოაცხადა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული გზების ორმულ შეკეთებაზე, მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის. ამისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 100 ათასი ლარი გამოყო. ჯერჯერობით უცნობია ქუჩების ჩამონათვალი, თუ სად განახორციელებენ სამუშაოებს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოს შესრულება უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში.
ზუგდიდის მერი ლაშა გოგია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს 30 მარტს შეხვდა, სადაც ცნობილი...
შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის უფლებამოსილების შესრულებას აკაკი მაჭუტაძე დღეიდან შეუდგა.
დღესვე ახალი გუბერნატორი რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. შეხვედრაზე აკაკი მაჭუტაძე ნიკოლოზ როსებაშვილთან ერთად იყო, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსია.
შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა თანამდებობები გაცვალეს. სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძის შიდა ქართლის გუბერნატორად,...
სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს კახა სამხარაძეს მუნიციპალიტეტების მერებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
კახა სამხარაძე მუნიციპალიტეტების პირველ პირებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან, ნიკოლოზ როსებაშვილთან ერთად შეხვდა. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტში ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე.
კახა სამხარაძე სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მუშაობას...
ქუთაისში სკეიტ პარკის პროექტირებისათვის ტენდერი მეორედ ჩავარდა. თვითმმარველობამ განმეორებითი ტენდერი მარტის დასაწყისში გამოაცხადა და წინადადების მიღება 29 მარტს დასრულდა. ტენდერის მიხედვით, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში „სკეიტ პარკი“ და „კლდედრომი“ დაპროექტება უნდა მომხდარიყო. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
დასაპროექტებელი ობიექტის ფართობია 2000 მ². პირველ ჯერზე ჩავარდნილი ტენდერის გამო, ქუთაისის მერიამ პროექტის თანხა რვა ათას ლარამდე გაზარდა. მიუხედავად თანხის გაზრდისა, პროექტით არავინ დაინტერესებულა.
სკეიტ პარკის მოწყობას ქუთაისელი ახალგაზრდები...
რუსთავის მე-8 ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები ბაღის დახურვას აპროტესტებენ და ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ. ისინი ვარაუდობენ, რომ შენობა კერძო პირის მიერ იქნა შესყიდული და სწორედ ეს გახდა ბაღის დახურვის მიზეზი. ინფორმაციას InfoRustavi ავრცელებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მე-8 ბაღის დახურვის მიზეზი შენობაში არსებული არასათანადო პირობებია და ბაღს ესაჭიროება რეაბილიტაცია.
„შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში, მივიღეთ დასკვნა...
ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება დილიდან დაიწყო. ამის შესახებ გუშინ ქუთაისის მერმაც ისაუბრა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უკვე დასუფთავდა ჭავჭავაძეზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი.
ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის მერი საკრებულოს თავმჯდომარესთან და მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
მეორე ეტაპზე იგეგმება მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება და განათებებისა და სათვალთვალო კამერების დამონტაჟება.
ჭიათურაში, სოფელ ითხვისისა და შუქრუთის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ. მათი თქმით, კომპანია ჯორჯიან მანგანეზის მძიმეწონიანი მანქანები სოფლების გზაზე მოძრაობენ, რის გამოც გადაადგილება გართულებულია. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
აქციის მონაწილეების თქმით, პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება, როდესაც წვიმს.მოსახლეობა ამბობს, რომ თითქმის ერთი კვირაა კომპანიის მანქანებს არ ატარებენ და ვიდრე გზის სრულად რეაბილიტაციაზე პირობას არ მიიღებენ, პროტესტს არ შეწყვეტენ.
მათი...
Forbes.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც, სფეროს ექსპერტებზე დაყრდნობით, 8 ისეთ ქალაქს და პროვინციას ასახელებს, რომლებიც მსოფლიოში ცნობილ ტურისტულ მიმართულებად ჯერ არ ქცეულან, თუმცა ამის პერსპექტივა უახლოეს მომავალში ნამდვილად აქვთ. სტატიაში თბილისი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სამოგზაურო მიმართულებად არის დასახელებული. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
"საქართველომ 25 წელია რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა. თბილისში ახალი ბარები, რესტორნები და ხელოვნების მუზეუმები იხსნება. ქალაქში ვითარდება ინფრასტრუქტურა და...
თბილისის ბოტანიკურმა ბაღმა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ბოტანიკურ ბაღში ენობოტანიკური კუთხე მოეწყობა.
მემორანდუმი ასევე გულისხმობს საქართველოში გავრცელებული საკვები, დეკორატიული და სამკურნალო კულტურული სახეობების ადგილობრივი ჯიშების შესწავლასა და პოპულარიზაციას.
„სამწუხაროდ, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ცნობადობა ძალიან დაბალია. მივესალმებით ახალ წამოწყებას თბილისის ბოტანიკურ ბაღში შეიქმნას ეთნობოტანიკური კუთხე, რითაც შესაძლებლობა მოგვეცემა მასშტაბურად წარმოვაჩინოთ ქართული ჯიშის ბოსტნეული, ბაღჩეული, მარცვლოვანი, ხეხილოვანი კულტურები და ვაზი“,...
"ქვემო ქართლში არის ყველა პირობა ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისათვის. ამ კუთხით უკვე გადადგმულია ნაბიჯები"- ამის შესახებ პრემიერმა „ქართული ოცნების“ რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რეგიონში ასევე მიმდინარეობს ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები. დაწყებულია ფიტარეთის ტაძრის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 250 000 ლარია.
" ქვემო ქართლში ეწყობა კულტურულ და ისტორიულ ძეგლებთან მისასვლელი გზები და საველოსიპედო...
ხულოში საშტატო ნუსხასთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობას" შენიშვნები აქვს. ოთარ შაინიძის თქმით, საშტატო ნუსხა არაა ხულოზე და ხულოს მოსახლეობაზე მორგებული, მისივე თქმით, ეს არის ნუსხა, რომელიც კონკრეტულ პიროვნებებზე აქვთ მორგებული. იმ სოფლებში კი, სადაც ხელისუფლებამ არჩევნები წააგო, მერის წარმომადგენლების შემცირებას აპირებენ. ინფორმაციას "აიპრესი" ავრცელებს.
"2014 წელს მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება, რომ ყველა სოფელში გაეთავისუფლებინათ ის ადამიანები, რომლებიც მათ გუნდს არ წარმოადგენენ. მაშინ...
ქუთათელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ხვალ, ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩის ქუთათელი-კალანდაძის მონაკვეთზე ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
კერძოდ, ხვალიდან ქუთათელის ქუჩაზე ავტომობილები შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან შევლენ, საიდანაც მოძრაობას იოსებიძის ქუჩაზე განაგრძობენ, ხოლო კალანდაძისა და იოსებიძის ქუჩების გზაჯვარედინზე ისინი გადაადგილებას შეძლებენ მარცხნივ – პეკინის გამზირისკენ ან პირდაპირ – კვლავ იოსებიძის ქუჩაზე.
თბილისის მერიის ცნობით, კალანდაძის ქუჩიდან იოსებიძის...
სოფელი ლეთეთი სკოლის, საბავშვო ბაღის და მოედნის გარეშე. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ქარელიდან სულ რაღაც 2 კმ-ითა დაშორებულ სოფელ ლეთეთში 20-მდე მოსწავლე ცხოვრობს, რომლებიც სასწავლებლად ქარელის მეორე საჯარო სკოლაში ტრანსპორტით დადიან, რადგან 9-წლიანი სკოლა რამდენიმე წლის წინ დაიხურა. სოფელში არ არის საფეხბურთო მოედანი, საბავშვო ბაღი და ბიბლიოთეკა.
დასახლებაში დაახლოებით 70-მდე კომლია დარჩენილი.
ორი დღის წინ, ერთ-ერთ ოჯახში სასწრფო დახმარების მანქანა...
ქალაქ ბათუმისა და აჭარის ბიუჯეტებიდან დაფინანსებულ საჯარო სამსახურებში წინასააღდგომოდ ხელფასზე დანამატები არ გაიცემა. წინასააღდგომოდ დანამატებს ვერ მიიღებენ ვერც ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ებში (მაგალითად, „ბაღების გაერთიანება“, „გამწვანება“ და სხვ.) დასაქმებულები. მერიაში აცხადებენ, რომ ამ სახის დანამატის გაცემა არც მერიის შპს-ებში („ბათუმის ავტოტრანსპორტი“, „ბათუმის წყალი“…) იგეგმება. ინფორმაციას "გაზეთი ბათუმელები" ავრცელებს.
უშუალოდ მერიაში, აჭარის მთავრობაში, სამინისტროებში დასაქმებული ვერც ერთი საჯარო მოხელე (მათ შორის ისინიც,...
წინა სტატია
ბორჯომის ახლადაკომპლექტებულმა საკრებულომ მერიის და საკრებულოს აპარატის გაზრდილი ხელფასები დაამტკიცა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში თანამშრომლებს ხელფასი 150 –400 ლარამდე გაეზრდებათ. მერის მოადგილეს კი 500 ლარით. არ იზრდება მხოლოდ მერის ხელფასი. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
რაც შეეხება საკრებულოს. აქ ხელფასი მხოლოდ საკრებულოს აპარატის 16 თანამშრომელს ეზრდება (150–400 ლარამდე). იგივე რჩება საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, კომისიის და ფრაქციების თავმჯდომარეების თანამდებობრივი სარგოები.
ბორჯომის თვითმმართველობის თანამშრომლები...
თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 438 მიმდინარე 108 დაბლოკილი და 4 განსახილველი იდეა ფიქსირდება.
ერთ-ერთი იდეის ავტორი “Citycom - ამხანაგობის ელექტრონული საფულე” პროექტის განხილვას ითხოვს.
იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, აღნიშნულ იდეას 2500 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერია ვალდებულია დავით პირველაშვილის იდეა განიხილოს.
პროექტის ავტორი განმარტავს:-"სითიქომი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































