ბათუმში გვიან ღამით ფოიერვერკის აფეთქებას 1 მაისიდან ბათუმის მერია გააკონტროლებს. ბათუმის მერის ლაშა კომახიძის თქმით, ღამით ფოიერვერკების აფეთქების გამო შეწუხებული მოქალაქეები ხშირად მიმართავენ თვითმმართველობას, ამიტომ პოლიციის ნაცვლად, მონიტორინგის ფუნქციას თვითმმართველობა შეითავსებს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
კომახიძე დასძენს, რომ ღამის საათებში დაშვებულ ნორმაზე მეტად ხმაური დაუშვებელია ტურისტებისთვისაც. სწორედ ამიტომ, ფიზიკურ პირებს ან ობიექტებს, რომლებიც დაშვებულ ზღვარზე მეტად იხმაურებენ, ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ი "მუნიციპალური სერვისების სააგენტო" გააკონტროლებს.
შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის...
"ნაციონალური მოძრაობა“ გორის მერიიდან საჯარო ინფორმაციის მიღებას სასამართლოს გზით შეეცდება. როგორც გორის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, პარტიამ მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის სახელზე განცხადება კანცელარიაში 19 მარტს შეიტანა, თუმცა როგორც თავად ამბობს, პასუხი კანონით განსაზღვრულ ვადებში არ მიუღია. პარტია მერიისგან იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციას ითხოვდა, რომლებიც ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ სამსახურებიდან გაათავისუფლეს და კომპენსაციები გასცეს. ინფორმაციას რადიო "მოზაიკა"...
წინა სტატია
სამგორის რაიონის ყოფილი გამგებლის დავით კერესელიძის განცხადებით, ის კახა კალაძის გუნდში მოიაზრება, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი "გაუჭირდა". ამის შესახებ ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„ამ ტემპის აყოლა რეალურად გამიჭირდა. კახა კალაძის გუნდში კი მოვიაზრები, მაგრამ 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამიჭირდა. მე ყველაზე უხუცესი გახლდით დედაქალაქის მთავრობაში, - განაცხადა დავით კერესელიძემ.
კერესელიძის თქმით, მან თანამდებობის დატოვების შესახებ გუნდს...
სამგორის რაიონის გამგებელმა დავით კერესელიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, კერესელიძემ გადაწყვეტილება ბოლო დღეებში შიდაუწყებრივი კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღო. ეს გადაწყვეტილება უკვე დაკმაყოფილდა.
თბილისის მერიის ცნობით, თანამდებობის დატოვების მიზეზია სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის კვარტლური შედეგი, რაც მნიშვნელოვანად ჩამორჩება სხვა რაიონების გამგეობების შესრულების მაჩვენებლებს.
ხელვაჩაურში აჭარისწყალი-კირნათის საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
აჭარისწყალი-კირნათის 4 235 მეტრზე მონაკვეთზე საავტომობილო გზაზე რეაბილიტაცია ორფენიანი საფარით მიმდინარეობს. მთლიანობაში, ამ მონაკვეთზე გზის საფარი მოეწყობა 26 326 კვადრატულ მეტრზე. ამ ეტაპისთვის ასფალტობეტონის საფარი მოწყობილია 1600 გრძივ მეტრზე. სამუშაოებისთვის 1 904 585 ლარია გამოყოფილი.
ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ცინცაძე, ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, ლანჩხუთელი საფეხბურთო მსაჯის, ილო ტუღუშის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ცინცაძემ პრესკონფერენციაზე თქვა. ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.
ცინცაძის თქმით, ახალგაზრდა მსაჯი თვითმკვლელობამდე ლანჩხუთის მერის ქმედებამ მიიყვანა.
"ბრალდება ძალიან სერიოზულია და ნამდვილი, კერძოდ, ილო ტუღუში (მსაჯი, რომელიც მალტთაყვის ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს), ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ალექსანდრე სარიშვილმა, ლანჩხუთის მერმა, წაიყვანა ბათუმში,...
საქართველოს რკინიგზამ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს, ქალაქთან დამაკავშირებელი მოკლე გზით სარგებლობა აუკრძალა. უკვე ერთი თვეა რაც რკინიგზამ ახალციხე– ვალის დამაკავშირებელი ხაზის ორივე მხარეს მიწა ამოთხარა. თუმცა, ადგილობრივებმა ეს ადგილი გაასწორეს და კვლავ ამ გზაზე მოძრაობენ. პარალელურად მათ დასახმარებლად ახალციხის მერიას მიმართეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
რკინიგზის ადმინისტრაცია უარს მოსახლეობის უსაფრთხოებით ხსნის: „ეს იყო უკანონო გადასასვლელი, რომელიც აქამდე სამწუხაროდ არსებობდა. თუმცა, არ...
გორის პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ და სამეურვეო საბჭოს წევრებმა სკოლისთვის ნიკო კეცხოველის სახელის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისი სამთავრობო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმაც თავიანთი აზრი დააფიქსირონ. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აღნიშნულ ინიციატივას საკრებულოს წევრებს 13 აპრილს გააცნობს. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში პირველი სკოლის სახელწოდების საკითხს სამთავრობო კომისიაში განიხილავენ.
ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და...
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად 13 თანამშრომელი გათავისუფლდა. როგორც სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი ამბობს, თანამშრომლები ოპტიმიზაციის გამო გაუშვეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
"ყველა თანამშრომელმა გასაუბრება გაიარა. რეალურად ისეთი თანამშრომლები დატოვებენ სამსახურს, რომელთაც დატვირთვა არ ჰქონდათ. ოპტიმიზაციის მთავარი მიზანი არის ხარჯების შემცირება, ამიტომაც გაერთიანდა მაგალითად, კულტურის და სპორტის სამსახური და ორი ხელმძღვანელის ნაცვლად ერთი გვეყოლება", - განაცხადა კუპრეიშვილმა.
მისივე თქმით, რეორგანიზაცის პროცესი მერიის ა(ა)იპ-ებშიც...
რუსთავში, XII მიკრო-რაიონის #8 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 10 დღის წინ დაწყებული სამუშაოები თითქმის დასრულდა, სამუშაოების ფარგლებში 10 ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავი" წერს.
გამოცემის ცნობით, ავტოფარეხების დემონტაჟს საზოგადოების ნაწილი დადებითად შეხვდა, ხოლო ნაწილის აზრით ეს მიუღებელია.
"თუ საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლები ერთსულოვნად გამოხატავენ სურვილს რომ მოხდეს ფარეხების აღება, მაშინ ჩვენ ამ სამუშაოებს განვახორციელებთ. რაც შეეხება XII მიკრო-რაიონს, ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება, მათ...
ორიგინალურად მოწყობილი, ამასთანავე ტრადიციული და შემოქმედებითი - ამ მოთხოვნებით ყველაზე ლამაზ იმერულ ეზოს კონკურსის გზით გამოავლენენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
კონკურსი თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჩატარდება, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მკვიდრს შეეძლება.
"თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ინიციატივით, იწყება ეს კონკურსი, ყურადღება მიექცევა იმას თუ რამდენად საინტერესოდ იქნება დანახული იმერული ეზო, თავისი ტრადიციული ხასიათით, ასევე მოეწყობა ლამაზად და შემოქმედებითად", - ამბობს თერჯოლის მერის მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე.
მისივე...
სიღნაღის ცენტრალური უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გოგილაშვილის თქმით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში გზების და ისტორიული სახლების ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდება. ინფორმაციას "აიპრესი" ავრცელებს.
"ტურისტული სეზონი ახლოვდება და გვინდა, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ სამუშაოები და დროულად დავასრულოთ. ძირითადად მოპირკეთდება ქალაქის ცენტრალური უბნები, მაგალითად ქვაფენილის საფარი, ასევე ძველებური სახლების ფასადები, ხის ღობები, რომლებიც შეცვლას საჭიროებს და ა.შ. ამ...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველები“, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დაიშალა, ხელახლა შეიქმნა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნება მრეწველების“ შემადგენლობაში შევიდა ვახო ჭიპაშვილი, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოში მმართველი პარტიის წარდგინებით შევიდა. სიმონ კვერნაძის ინფორმაციით, ორი თვის წინ ფრაქციის გაუქმების მიზეზი გახდა „ქართული ოცნება მრეწველების“ შემადგენლობიდან ერთი წევრის გასვლა. "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მიხედვით, ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ...
ამბულატორია, ბიბლიოთეკა და საკრებულო ერთ სივრცეში – ასეთი უცნაური ერთი ფანჯრის პრინციპი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მოქმედებს. მიზეზი კი ისაა, რომ სამი სრულიად განსხვავებული ფუნქციის დაწესებულებისთვის ფართი ვერ მოიძებნა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
ანალოგიური ვითარებაა სხვა სოფლებშიც: გაბზარული კედლები, ახდილი სახურავი და ჩამსხვრეული ფანჯრის მინები - ეს ექიმებისთვის ყოველდღიური სამუშაო გარემოა. მედიკოსებს წყალი და სველი წერტილებიც კი არ აქვთ.
ამბულატორია სამი ათას ადამიანს ემსახურება.
https://www.youtube.com/watch?v=CeIikAQ2bTs&feature=youtu.be
წინა სტატია
ზუგდიდის მერიამ ძვირად ღირებული მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამით მოსარგებლეთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც 2018 წლის პირველი აპრილის მონაცემებს მოიცავს.
„ძვირად ღირებული მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამით 2018 წლის 1-ლი აპრილის მონაცემებით ისარგებლა 623-მა ბენეფიციარმა (140 438 ლარი), რაც კვარტალში დამტკიცებული ბიუჯეტის 47%-ს შეადგენს. მოქალაქეების განცხადებების კომისიურად განხილვისას გამოიკვეთა ტენდენცია მერიაში წარადგინონ მკურნალობის კურსის კალკულაცია რამდენიმე თვეზე, რაც არსებული მაქსიმალური ლიმიტით დაფინანსების გაგრძელების შემთხვევაში ქმნის...
ზუგდიდის საკრებულოში დაპირისპირება მოჰყვა ცვლილებას, რომელიც ჯანდაცვის პროგრამაში შევიდა. კერძოდ, საქმე ეხება ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსებას, რომლის თანახმადაც ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის მაქსიმალური ლიმიტის ოდენობა კვლავ 250 ლარი დარჩა, დანარჩენებისთვის კი 150 ლარი განისაზღვრა. საუბარია წამლებზე, რომელთა ღირებულებაც 50 ლარი, ან მეტია. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
ნაციონალურმა მოძრაობამ სხდომაზე განაცხადა, რომ 100 ლარით შეუმცირდათ ერთჯერადი დახმარება პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირებს.
ენმ-ის განცხადებას მერის მოადგილე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































