უკრაინული ვიდეო წარმოების კომპანია ,,Radioaktivefilm“-ი საქართველოში საერთაშორისო სპორტული ბრენდის - NIKE-ის სარეკლამო რგოლს იღებს.
პროექტი საერთაშორისო ,,NIKE”-ის დაკვეთაა. კლიპის დამკვეთი საქართველოში ამსტერდამიდან ჩამოდის, გადამღები ჯგუფის ნაწილი კი - ლონდონიდან, რეჟისორი - ლოს-აჯელესიდან, ჯგუფის მეორე ნაწილი კი - უკრაინიდან. სარეკლამო რგოლის კონცეფციაზე მომუშავე კრეატიული სააგენტო ამსტერდამიდან არის.
ვიდეორგოლი დამზადების შემდეგ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით, მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება.
ვიდეორგოლი შეიცავს მარათონის...
ქუთაისში უსაფრთხოების კუნძულებზე ვარდები დაირგვება. მერიის ცნობით, ქალაქში მდებარე 11-ვე კუნძული გამწვანდება. დეკორატიული ყვავილების დარგვა დაგეგმილი არის ასევე ლადო მესხიშვილის თეატრის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ქალაქის მეტად გამწვანებისთვის მომავალ კვირაში სხვადასხვა ორგანიზაციებთან შეხვედრებიც იგეგმება.
ქალაქში გამწვანების სამუშაობი აპრილში დაიწყო და მერის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ძირი ემონიუსი დაირგო. ასევე, 400 ძირი ტუია...
ქუთაისის მერიამ მეოთხე პოლიკლინიკისათვის სამედიცინო მოწყობილობის შესაძენად 16 060 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. წინადადების მიღება 18 აპრილს მთავრდება. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ულტრაბგერითი ძვლის დენსიტომეტრის, ჰოლტერისა და სპირომეტრის აპარატების შესყიდვა უნდა უზრუნველყოს.
ასევე, ტექნიკა უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს ფასების ცხრილში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს.
პოლიკლინიკის 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს ქუჩები მაისის ბოლოს ღამით განათდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება კასპის მერიამ მიიღო. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
კასპის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, გარეგანათების სამუშაოები ერთ თვეში დაიწყება.
ნათურები 33 ბოძზე განთავსდება.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, გარეგანათებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყო.
კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისმა“ კასპის მუნიციპალიტეტს ნაძვის, ფიჭვის და ცაცხვის ნერგები ჩამოუტანა.
მუნიციპალიტეტმა ნარგავები ქალაქის ორ სკვერში, დოესის, მეტეხის, ქვემო გომის და კასპის #5 საბავშო ბაღებს, ასევე ახლადაშენებულ სოფელ თვალდის საჯარო სკოლას გადასცა.
კასპის მუნიციპალიტეტი და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ წლებია თანამშრომლობენ და ერთად სულ ოთხი გამწვანების აქცია აქვთ ჩატარებული....
წინა სტატია
უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის გამზირამდე ველობილიკის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საქგზამეცნიერება“ გამოვლინდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
აღნიშნულმა კომპანიამ ასევე ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა.
ტენდერის პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 71 980 ლარი იყო. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თბილისის მერიისგან აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შემთხვევაში ყველაზე დაბალ...
წინა სტატია
ფოთის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ 2.5 მილიონი ლარის სესხს მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე დახარჯავს. ამის შესახებ ფოთს მერმა გოჩა კურდღელიამ თქვა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
"საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ქონების გადასახადის პერიოდი არის 15 ივლისი, ხოლო ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელი 15 ივლისი, აქედან გამომდინარე ჩვენი, ადგილობრივი ბიუჯეტის შევსება ხდება აღნიშნულ პერიოდში, ხოლო ბიუჯეტით გაწერილი ვალდებულებების შესასრულებლად თანხა უფრო ადრე დაგვჭირდა. ამიტომ...
"ქუთაისელებს მერიის ავტომობილების შენახვა წელს 800 000 ლარამდე დაუჯდება, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასი 100 ლარით გაზრდილიყო" ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ თქვა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
ორგანიზაციის წევრებმა მერიის წინ დღეს აქცია გამართეს და ავტომანქანების მომსახურებისათვის გაზრდილი ხარჯები გააპროტესტეს.
"2018 წელს ავტომობილების შეკეთებაზე 340 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ თანხაზე მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი და გამოავლინა გამარჯვებული. ასევე ქუთაისის...
"ბათუმის მერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები დახურულია, საჯარო ინფორმაციას სრულად არ გვაწვდიან", - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მისი თქმით, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციას მიზანმიმართულად არ გასცემენ.
მირდატ ქამადაძის თქმით, თუ ბათუმის მერიის შესაბამისი უწყებები ინფორმაციას დროულად არ მიაწვდიან, ინფორმაციის მიღებას სამართლებრივი...
რაჭის პოპულარიზაციის გაზრდისა და შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, იწყება ახალი პროექტი ,,გაიცანი რაჭა უფრო კარგად". ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა მცირე ტურები, გაიმართება ღონისძიებები, განთავსდება საინტერესო ინფორმაციები, ფოტო და ვიდეო მასალა, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ რაჭული კულტურა, ტრადიციები, სტუმარ-მასპინძლობის წესები, რაჭული სამზარეულო, საოჯახო მარნები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები, საინტერესო ადამიანები და სხვა.
პროექტის...
წინა სტატია
ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატას ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ხიდის რეკონსტრუქცია დასრულდა. ხობის მერიის ინფორმაციით, სპეციალურმა კომისიამ დაასრულა მუშაობა და გადაწყდა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ სამ ოჯახს თანხა გადაერიცხოს. მათ სახლებს ქარმა სახურავი ნაწილობრივ დაუზიანა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
ამასთან, ხობის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა.
ხობის მუნიციპალიტეტი ძლიერმა ქარმა 10 აპრილს დააზარალა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამ სტუდენტს მერის სტიპენდია დაენიშნა. ისინი თვეში 250 ლარს მიიღებენ. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
სტუდენტებისთვის სტიპენდიის დანიშვნის გადაწყვეტილება განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომაზე მიიღეს.
მერის სტიპენდია კავკასიის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტ თამთა სიჭინავას, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტ ნათია...
ბათუმში ქალაქთან შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კეთდება სიონისა და შაშიკაშვილის ქუჩების, ასევე ფრიდონ ხალვაშის მე-8 ჩიხის გზა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
როგორც ბათუმის მერია ინფორმაციაში წერს, სამუშაოები 1 მარტს დაიწყო და 27 სექტემბრამდე, წინსწრებით, დასრულდება. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ასფალტის დაგების სამუშაოები. უკვე მოეწყო სანიაღვრე არხი, გარე განათების ბოძები და სანიაღვრე ჭები.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 384 ათასი ლარი გამოიყო.
შპს „ქობულეთის წყალსა“ და „ტრანსრეგულირებას“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. შპს „ქობულეთის წყალს“ ჯემალ მეგრელიძე, ხოლო შპს „ტრანსრეგულირებას“ მერაბ პაპუნაიშვილი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ახლადდანიშნული დირექტორები, ჯერ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, ხოლო შემდეგ შპს-ების თანამშრომლებს წარუდგინა.
„ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ შპს-ების ახალი ხელმძღვანელები. ნდობას ვუცხადებ მათ, ვაბარებ მეტად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო სფეროებს, რაც...
ბათუმის საკრებულოში ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. წარმოდგენილი პროექტი, რომელიც საკრებულომ უახლოეს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს, აღწერს ქალაქ ბათუმში მდგრადი ურბანული გადაადგილების განვითარების სტრატეგიულ გეგმას (2018-2030 წწ). ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, პროექტის მიზანია, ყველა მოქალაქისთვის ისეთი სატრანსპორტო გადაწყვეტილების შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი დანიშნულების ადგილებთან და მომსახურებასთან წვდომას, მგზავრთა და ტვირთის ტრანსპორტირების ეფექტიანობისა და ხარჯების ეფექტურობის გაუმჯობესებას,...
ბათუმის ბულვარში 4 წლის წინ დაგებულ ფილებს ცვლიან, რაშიც მაშინ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ფილები წელს შეიცვლება. როგორც "აჭარის ტელევიზია" წერს, სამუშაოებისთვის დამატებითი თანხა დაიხარჯება.
ამასთან, ტელევიზიის ცნობით, დაზიანებული ფილების ნაწილს ამაგრებენ, ასეთია, მაგალითად საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორია. ვაჟა-ფშაველასა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების გასწვრივ კი ახლახან გამოცვლილ გრანიტს ბეტონის ფილებით ჩაანაცვლებენ.
ფილების დაზიანების კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა ბულვარში, ზღვისპირთან ახლოს მანქანების გადაადგილებაც იყოს, თუმცა ავტომობილების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































