ფოთის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ 2.5 მილიონი ლარის სესხს მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე დახარჯავს. ამის შესახებ ფოთს მერმა გოჩა კურდღელიამ თქვა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
“საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ქონების გადასახადის პერიოდი არის 15 ივლისი, ხოლო ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელი 15 ივლისი, აქედან გამომდინარე ჩვენი, ადგილობრივი ბიუჯეტის შევსება ხდება აღნიშნულ პერიოდში, ხოლო ბიუჯეტით გაწერილი ვალდებულებების შესასრულებლად თანხა უფრო ადრე დაგვჭირდა. ამიტომ მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, რათა მათ გამოეყოთ კრედიტი, რომელიც ჩვენს მიერ დაფარული იქნება მიმდინარე წლის 1 აგვისტოსთვის”, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
“მიმდინარე წლის დასაწყისიდან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, ამასთანავე ვახორციელებთ, სოციალურ პროგრამებს და ამ თანხის მობილიზების საჭიროებაც სწორედ ამიტომ გაჩნდა. ჩვენ მზად ვიყავით ამისთვის., ისევე როგორც მზად ვართ აღნიშნული სესხის დაფარვისთვის”, -თქვა გოჩა კურდღელიამ.
ფოთის მუნიციპალიტეტს ვალდებულებების დასაფინანსებლად თანხა არ ჰყოფნის და ფინანსთა სამინისტროსგან სესხი აიღო.