ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა დაითვალა. თვითმმართველობა ადგილობრივებს 2 000 ლარის ღირებულების თუნუქის მასალით დაეხმარება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. „ჩვენ მათ თუნუქის სახურავებს ვაძლევთ, მასალას მიყენებული ზარალის ოდენობის შესაბამისად ღებულობენ“, – თქვა ასპინძის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ალელიშვილი. 24 მარტს ძლიერმა ქარმა სოფელ ნაქალაქევში ორ, ხოლო აწყვიტასა და დაბა ასპინძაში თითო საცხოვრებელ სახლს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. იმავე დღეს ცნობილი თვითმმართველობისთვის,...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს შეხვდა. პირველ ოფიციალურ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის და მინისტრის მოადგილეებიც მონაწილეობდნენ, პარლამენტისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებზე, ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ. ზაზა გაბუნიას შეფასებით, პირველივე ოფიციალური შეხვედრა მინისტრთან იყო საქმიანი და შინაარსიანი. „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისგან მოვისმინე საკამაოდ...
წინა სტატია სამთავრობო ინიციატივაზე "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" სამუშაო კომისიამ იმსჯელა, მათ დღეს სამოქმედო გეგმა განიხილეს თუ როგორ უნდა აღსრულდეს კანონი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს იმედი აქვს, რომ მთავრობის ინიციატივას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვება. უახლოეს მომავალში ცვლილებათა პაკეტზე საკომიტეტო ფორმატში გაგრძელდება განხილვები. "ამ პაკეტის გასაჯაროებას ცხადია, წინ უძღოდა სხვადასხვა ჯგუფთან კონსულტაციების ძალიან ხანგრძლივი პერიოდი. ვიცი,...
2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გარდაბნის მუნიციპალიტეტში 29 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მერიის ცნობით, მიმდინარე წელს, უმეტესად, დაგეგმილია საბავშვო ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია და მშენებლობა. კერძოდ: ქალაქ გარდაბანში რეაბილიტირდება N1, N2, N3,  N4 და N5 საბავშვო ბაღები. სოფელ აღთაკლია-ყართაკლიაში დასრულდება საბავშვო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპი. სოფელ სააკაძესა და გამარჯვებაში კი თანამედროვე ტიპის ახალი საბავშვო ბაღები აშენდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ლემსვანიას N1 და...
წინა სტატია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, მიზანმიმართულად ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას"-ამის შესახებ ქუთაისის მერიაში ნაციონალების საპასუხოდ განაცხადეს. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. უწყების ცნობით, ქუთაისის მერიამ მის ბალანსზე არსებული ავტომობილების შეკეთებისთვის, 30 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადა, რაც 30 000-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. "ქუთაისის მერია მაქსიმალურად ცდილობს თანხების დაზოგვას და ამ თანხების მოსახლეობის საჭიროებებზე გადანაწილებას. რაც შეეხება 340 000 ლარს ეს არის პრეისკურანტი ანუ, მერიის...
"სოკარ ჯორჯიამ" გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში - ორსანტიაში, კოკსა და ხურჩაში, მოსახლეობას ბუნებრივი აირი სახლებში უსასყიდლოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით შეუყვანა. იმავეს ითხოვენ სოფელ განმუხურის მცხოვრებლები. გაზი შეყვანილი არც ანაკლიაშია. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ, რომელიც სხდომას უძღვებოდა, აღნიშნა, რომ საკითხს შეისწავლიან. მანვე დაადასტურა, რომ იყო საუბარი განმუხურის გაზიფიცირების საქმეში ხელისუფლების მხარდაჭერის შესახებაც. როგორც "ლაივპრესი" წერს, განმუხურის მოსახლეობა ამ საკითხის გარკვევას 10 აპრილს საკრებულოს...
გარდაბნის მუნიციპალიტეტი  კონკურსს აცხადებს და მოუწოდებს მოსახლეობას გაგზავნონ ნამუშევრები თემაზე „პროფესიები გენდერული როლების გარეშე“, გამარჯვებულს გადაეცემა საჩუქარი. გამარჯვებული გამოვლინდება ორ კატეგორიაში: 1. ფოტონამუშევარი. 2. ესსე - არამხატვრული. კატეგორიაში „საუკეთესო ფოტონამუშევარი“ გამარჯვებული „ფეისბუქ მოწონებების“ საშუალებით გამოვლინდება, ხოლო საუკეთესო ესსეს ავტორს ჟიური გამოავლენს. გარდა ფასიანი საჩუქრებისა, კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო ფოტონამუშევარი, ქალაქ გარდაბანში ერთ-ერთ ლოკაციაზე მოიხატება, ხოლო საუკეთესო ესსეს მუნიციპალიტეტის ვებ გვერდის საშუალებით ყველა წაიკითხავს. ნამუშევრები მიიღება...
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 აპრილის N 164 დადგენილების თანახმად ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. 2018 წლის 05 აპრილის N 164 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის – ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმს განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
ხელვაჩაურში, ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი გაზის მრიცხველების დამონტაჟებას ითხოვენ, რაზეც მათი თქმით, "ენერგი -პრო ჯორჯია" და აჭარის ფინანსთა სამინისტრო უარს ეუბნებიან. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "თუ დღეს ჩვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, აქციებს არ შევწყვეთ",- განაცხადა აქციის მონაწილე მარინა ბერიძემ. აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია და თუ მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, აჭარის მთავრობის სახლთან ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.
წინა სტატია ვალეში ადგილობრივების ხეხილის ბაღებში, ორი კვირის წინ, მდინარეზე ნაპირსამაგრის მშენებლობისას, კომპანია „ბესტის“ გაჭრილი გზა, ამ დრომდე აღდგენილი არ არის. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ვალეში, კომპანიის მძიმე ტექნიკა, ხეხილის ბაღებში აღარ დადის. „ბესტის“ მანქანები, ბაღებიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ალტერნატიული გზით გადაადგილდებიან. თუმცა, კომპანიის დაპირება, რომ ბაღებში გაჭრილ გზას აღადგენდა, ამ დრომდე შეუსრულებელია. „სამხრეთის კარიბჭეს“ ვალეში, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, კომპანიის არცერთი...
ტურისტული სეზონის დაწყებამდე ზღვაზე გასასვლელი ბილიკები მოწესრიგდება - ბილიკები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ბათუმის ბულვარმა სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. სამუშაოები 15 მაისამდე უნდა დასრულდეს. ბულვარის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, იგეგმება საშხაპეებისა და გასახდელების დამატებაც.
გერმანიის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) წარმომადგენლები ბათუმის მერიაში შეხვედრას გამართავენ. ბათუმის მერი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშს წარადგენს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. შეხვედრაზე ბათუმის მერიასა და კომპანია ,,პოშ ენდ პარტნერს“ შორის ინფრასტრუქტურული პროექტის III და IV ფაზების განმახორციელებელი კონსულტანტის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. პროექტი ქალაქის ტერიტორიაზე წყლის, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების რებილიტაციასა და გამართვას გულისხმობს. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელება 2005 წელს...
მიტოვებული ისტორიული შენობები, სახეშეცვლილი სააგარაკე სახლები და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ნგრევის პირასაა. შენობების ისტორიები აბასთუმანში, რომლის აღდგენაზეც სახელმწიფო ოთხ მილიონამდე ლარს დახარჯავს. ამ თემაზე სპეციალური რეპორტაჟი "სამხრეთის კარიბჭემ" მოამზადა. აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე, N56–ში მწვანე, ორსართულიანი შენობა დიდი შუშაბანდითა და რუსული არქიტექტურით, ათობით დამსვენებელს იტევდა. აქ რამდენიმე ათეული წლის წინ, სანატორიუმი ფუნქციონირებდა. მე-19 - მე-20 საუკუნეების მიჯნაზე აგებული შენობა ახლა იმდენად...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაზონებისა და სკვერების დეკორატიულ-გამწვანებითი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს ,,გრინსერვის+” ასრულებს. ჯამში 9000 დეკორატიული ყვავილი დაირგვება. გამწვანების სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. "ლაივპრესის" ცნობით, ბულვარის რეკონსტრუქცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გრინსერვისი“ ატარებს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს ჯამური ღირებულება 789 970,49 ლარია. პროექტით დაგეგმილია მოაჯირებიანი ხიდ-გადასასვლელების, სარწყავი სისტემისა და წყალსაწრეტის მოწყობა, ასევე დეკორატიული ქოთნების განთავსება. არხის დემონტაჟი...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში შალაურსა და კისისხევში მწვავედ დგას გარემოს დაბინძურების პრობლემა. ნაგავი ყრია როგორც სოფლების დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ნაპირებზე, ასევე ხევებში. სოფლებიდან ნაგავი კვირაში ორჯერ გადის, დგას ბუნკერებიც. თუმცა ადგილობრივების თქმით, პრობლემა მოუგვარებელი რჩება. ამის შესახებ "აიპრესი" წერს. მოსახლეობას განსაკუთრებით ზაფხულის დადგომის ეშინია, რადგან ტემპერატურის მატებას თან ახლავს მძაფრი, უსიამოვნო სუნი და ინფექციების გავრცელების რისკი. სოფლებში ამბობენ, რომ ხევებთან ახლოს ხშირად...
რუსთავში კოსტავას გამზირზე ძველი გარეგანათების სანათები ახლით იცვლება. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს. რუსთავსერვის ცენტრში აცხადებენ, რომ კოსტავას გამზირზე ახალი ტიპის ე.წ. ლედ სანათები დამონტაჟდება, რითაც ელექტროენერგიის გადასახადი დაიზოგება. "ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანათები მოძველებულია, რის გამოც ექსპლუატაციის ხარჯი იზრდება, ამიტომ აუცილებელია ძველი სანათების ახლით შეცვლა"- განაცხადეს რუსთავსერვის ცენტრში. ქალაქის მასშტაბით, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას მერიის ა(ა)იპ ,"რუსთავსერვის ცენტრი’" ახორციელებს. ქსელის განახლება ეტაპობრივად, ქალაქის ყველა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ