"თბილისის 80% დამახინჯებულია და ამაში ყველას გვაქვს მიღებული მონაწილეობა", - ამის შესახებ „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი როსტომაშვილი თბილისის იერსახესთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე  გავრცელებულ განცხადებაში წერს. მის განცხადებას IPN-ი ავრცელებს. „მთავრობას, იგულისხმება ნებისმიერი მთავრობა, თავის დროზე სხვადასხვა პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად, არჩევნების წინ, ან ვინმე გავლენიანი პირისთვის შეღავათის გაკეთების მიზნით, ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ქალაქის დამახინჯებაში. მათ გასცეს ნებართვა ან/და თვალი დახუჭეს უკანონო...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთს შორის "მეგობრობის ხიდის“ პროექტირება-მშენებლობა იწყება. მშენებელი კომპანია გამოვლენილია და ამ ეტაპზე, საზედამხედველო კომპანიის შერჩევის პროცედურები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ახალი ხიდი, მდ. დებედაზე, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აშენდება. „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობას,  საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანანსებს. ხიდის მშენებლობისთვის  EBRD-მა, საქართველოს 6 მილიონ ევრომდე გამოუყო. სამუშაოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. ერთობილივი ხიდის  მშენებლობის პროექტი რეგიონში უნიკალურია,...
რუსთავში, მე -11 მიკრორაიონში 54 ოჯახზე გათვლილი სოციალური საცხოვრისი აშენდება.  ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. სოციალური საცხოვრისის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა, რუსთავის მერიამ კი გამარჯვებულ კომპანიასთან შპს "სამებასთან" 824 439-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. რუსთავის მერიამ დღესვე გააფორმა ხელშეკრულება შპს "ჰერიოსთან", რომელიც შემდეგი კვირიდან მშვიდობის ქუჩის კაპიტალურ შეკეთებას დაიწყებს. გზის რეაბილიტაციაზე რუსთავის ბიუჯეტიდან 1 221 776 ლარი დაიხარჯება.
ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრები ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ვაჟა შავიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას ითხოვენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. მირდატ ქამადაძის თქმით, გვიან ღამით ციხისძირში „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ბონდო თედორაძეს, ნოდარ დუმბაძესა და როინ ზოიძეს სამართალდამცავების თანდასწრებით თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მირდატ ქამადაძის თქმით, ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა...
წინა სტატია თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილის გაფიცვის გამო ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მემანქანეებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს. „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“ წევრებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას წაუყენეს მოთხოვნა, მეტროს მემანქანეებისთვის სახელფასო განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით. კერძოდ, კავშირის წევრები ითხოვენ საათობრივი ტარიფის გაზრდას, რაც სახელფასო განაკვეთის 45%-ით ზრდას გულისხმობს. თვალსაჩინოებისათვის წარმოგიდგენთ მეტროს მემანქანეების შემოსავლების ზრდის დინამიკას 2013-2017...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბიზნეს სახლის ტენდერი შეწყვიტა. ტენდერი ფონდმა 2017 წლის  21 დეკემბერს გამოცხადა, წინადადების მიღება კი – 23 იანვარს დასრულდა. უწყების განმარტებით, შეფასდა ორი კომპანია  – ,,ამხანაგობა ბიზნეს სახლი“ და შპს ,,დაგი“. ,,ამხანაგობა ბიზნეს სახლმა“, ტექნიკური დოკუმენტაციის შეუსაბამობის გამო, დისკვალიფიკაცია მიიღო, რის შემდეგაც შპს ,,დაგის“ სატენდერო დოკუმენტაცია ორჯერ გაასაჩივრა. „სატენდერო კომისიამ აუცილებელად მიიჩნია სატენდერო პირობებში მეტი სიცხადის...
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის გელა თოლორაის შესაძლო დასწრება გააპროტესტეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. დაპირისპირების გამო სხდომა ხუთ საათამდე გადაიდო. ნაციონალების თქმით, თოლორაიამ მანდატი მათი პარტიის ხმებით მოიპოვა და უფლებას არ მისცემენ სხდომას ისე დაესწროს, როგორც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი. საკრებულოს სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა, სოფელ განმუხურისა და რუხის მოსახლეობის ნაწილი...
წინა სტატია თბილისის მერი კახა კალაძე "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI)-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, ორგანიზაციას "ყველანაირი რეპუტაცია დაკარგული აქვს". ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "ჩვენი მიდგომები იცით NDI-სთან დაკავშირებით. 2012 წლიდან დაწყებული ადგილობრივ ოფისს, რომელიც ატარებს კვლევებს, ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული. შესაბამისად, მე თავს შევიკავებდი რაიმე კომენტარი გავაკეთო. ამაზე არაერთხელ მისაუბრია და ისევ იმ პოზიციაზე ვრჩები. კვლევებს, რომელსაც ქართული კომპანია ატარებს, არ ვეთანხმებით,...
თბილისში, წერეთლის გამზირის №99-სა და №101-ს შორის მდებარე ეზოში ავტოფარეხების ნაცვლად გამწვანებული სივრცე მოეწყობა. თბილისის მერიის ცნობით, ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს წერეთლის N99-ის მცხოვრებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, სკვერის კეთილმოწყობის ყველა ხარჯს თავის თავზე თბილისის მერია აიღებს. „მოსახლეობა გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას და გამოთქვა თანხმობა ავტოფარეხების აღებასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მცხოვრებს ამ წამოწყებისთვის. ამ კონკრეტულ ადგილზე ჩვენი შეთავაზება...
  ზესტაფონში მერის გადადგომას ითხოვენ. მუნიციპალიტეტის შენობასთან ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მათი თქმით, ზესტაფონში ინფრასტრუქტული პროექტები შეჩერებულია, თანხები ბიუჯეტიდან არამიზნობრივად იხარჯება და კახაბერ მახათაძე მუნიციპალიტეტს არაეფექტურად მართავს. მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქი პარალიზებულია და მძიმე სოციალური ფონია. აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მერიის წინ შკრებილებთან ქალაქის მერი ჩავიდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. https://www.youtube.com/watch?time_continue=7&v=azlzYOMnrO0
წინა სტატია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე სამუშაოები დასრულდა. საბაგირო მგზავრებს პირველი მაისიდან ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, კომპანია "ლეიტნერის" სპეციალისტები აწარმოებდნენ. ჩატარდა რეგლამენტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევროპული ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ ხორციელდება. საბაგიროზე ექსპლუატაციის, ინსტრუქციის შესაბამისი სამუშაოები 16 აპრილიდან მიმდინარეობდა.
როგორ აღიქვამს საბჭოურ მონუმენტურ ხელოვნებას საზოგადოება, რატომ არ აქვს ქალაქში არცერთ მოზაიკას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და რა ღირებულება აქვს საბჭოურ ხელოვნებას საქართველოში. ამ თემასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა მარიამ ჯანელიძემ მოამზადა სიუჟეტი. https://www.youtube.com/watch?v=4MntgqZ1Uo8&feature=youtu.be
მეტროს მემანქანეების განცხადებით, იმის გამო, რომ სატრანსპორტო კომპანიასთან ხელფასების ზრდის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, 3 მაისიდან გაიფიცებიან. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. რუსთაველის მეტროს წინ, მემანქანეებმა განცხადება წაიკითხეს და განაცხადეს, რომ მედიაციამ მხარეებს შორის წარუმატებლად ჩაიარა. "დიდ ბოდიშს ვიხდით თქვენს წინაშე თბილისის მეტროპოლიტენის გაჩერების მთელი რიგი დისკომფორტისთვის. დღეს შევიტანთ განცხადებებს სატრანსპორტო კომპანიაში, ჯანდაცვის სამინისტროში, რომ წინასწარ სამი დღის ადრე ვაფრთხილებთ, რომ 2 მაისს საღამოს დავასრულებთ...
ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსს ეხებოდა, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ხმაურის ფონზე წარიმართა. ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან შალვა თავდიშვილმა სოფელ ჯუმათში წყლის რეაბილიტაციისთვის გახარჯული ნახევარი მილიონი ლარის მიზნობრიობის შესწავლა მოითხოვა. თავდაიშვილი ამბობს, რომ სარეაბილიტაცო სამუშაოების დასრულების მიუხედავად, ჯუმათის მოსახლეობას წყალი მაინც შეფერხებით მიეწოდება. საკრებულოს წევრმა ქართული ოცნებიდან გენო...
წინა სტატია ქუთაისში, რიონისპირა სახლების რესტავრაცია-მშენებლობა იგეგმება. როგორც ქალაქის ვიცემერი ნინო თვალთვაძე ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით არასწორი და არაპროფესიონალური განცხადებები კეთდება. საქმე შეეხება რესტავრაცია-მშენებლობის იდეას, რომელსაც ოპოზიცია აკრიტიკებს. ინფორმციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. ვიცემერის თქმით, პროექტის შესაძენად ქუთაისის მერიასა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "ვერც ნახავდნენ პროექტს, იმიტომ რომ პროექტი მონიციპალური განვითარების ფონდმა უნდა შეისყიდოს. ჩვენ ვწერთ, მუშავდება პირობები და ამის საფუძველზე უნდა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ