საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მათი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსავლების გაორმაგება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის რეფორმა და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას კონკრეტული ხედვა აქვს. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ფისკალური დეცენტრალიზაციის დონე საკმაოდ დაბალია.
„ფისკალური დეცენტრალიზაციის დონე ძალიან დაბალია და ჩვენი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსავლების გაორმაგება. ასე რომ ეს არის კიდევ ერთი ამბიციური მიზანი, რომელიც...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ტურიზმის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქალაქსა და სოფლებში არსებული ტურისტული ობიექტების, მცირე მარნების, სასტუმროების და სხვა აგროტურისტული ცენტრების შესწავლა.
ნინო ნინოშვილის თქმით, ხელისუფლების გეგმაა, სოფელი ველისციხე გახდეს ტურისტული ცენტრი, რომელიც ადგილობრივების ფინანსურად გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
,,დავიწყეთ ქალაქსა და სოფლებში არსებული ტურისტული...
წინა სტატია
თბილისის მერი კახა კალაძე "სიტი პარკის" დავასთან დაკავშირებით იურისტების დაქირავებაზე საკრებულოს ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს. კალაძის თქმით, თუ "სიტი პარკის" წინააღმდეგ საერთაშორისო დავა იქნება, უნდა დავიქირავოთ საერთაშორისო იურისტების ჯგუფი. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"საუბარია საერთაშორისო დავაზე. იმ შემთხვევაში, თუ იქნება საერთაშორისო დავა, ჩვენ უნდა დავიქირავოთ საერთაშორისო იურისტების ჯგუფი. ეს, მგონი, სიახლე არ არის და ოპოზიცია რაღაც გაურკვევლობაშია",- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიაში...
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიამ ორი საფეხმავლო ლითონის ხიდის გამაგრება-რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
თბილისის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღის ვადაში დასრულდება და სხვა ხიდების შემოწმება-რეაბილიტაციაც დაიწყება.
„ამ ეტაპზე ჩვენ საფეხმავლო ხიდები იდენტიფიცირებული გვქონდა პრობლემურობის მიხედვით, რომელიც ყველაზე სახიფათო იყო. სამუშაოები ორ ხიდზე მიმდინარეობს და 10 დღის ვადაში დასრულდება. ეტაპობრივად, სირთულის მიხედვით, ყველა ხიდს შევეხებით, რომელზეც სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა იქნება....
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა მაკა დიდებულიძემ საზოგადოებას საბიბლიოთეკო გაერთიანების გასული წლის საქმიანობის შესახებ საანგარიშო მოხსენება წარადგინა.
ღონისძიება სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის მცირე კონცერტით გაგრძელდა. მოეწყო საბა ლაბაძისა და ნუცა ჩიტაძის ნამუშევრების გამოფენაც.
წელს, საბიბლიოთეკო კვირეულის მთავარი მესიჯია „წარმოაჩინე შენი ბიბლიოთეკა“. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, შემოქმედებითი საღამოები, ქალაქის ქუჩებში კოსტიუმირებული მსვლელობა გაიმართება....
თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე გზასა და ხიდებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, პროექტის ღირებულება 8 მილიონ ლარამდეა და სამუშაოები შემდეგი 2019 წლის აპრილში დასრულდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაცია ითვალისწინებს დაზიანებული სანიაღვრე ქსელის აღდგენას და ახლის მოწყობას. ახალი ბორდიურებით მოეწყობა ტროტუარები და გზის სავალი ნაწილი. პროექტის მიხედვით გზის რეაბილიტაცია დაახლოებით, სამ კილომეტრს მოიცავს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში შეიზღუდება ზაჰესის დასახლებიდან სარაჯიშვილის...
აეროპორტის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. შალვა ჭანკვეტაძის გამზირზე კაპიტალური გზა კეთდება.
კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, სანდრო შანშიაშვილისა და შალვა ჭანკვეტაძის ქუჩების კვეთიდან „საქაერონავიგაციის“ ადმინისტრაციულ შენობამდე 7 000 კვადრატულ მეტრზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი იგება, გზასთან ერთად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობაც.
პროექტის საერთო ღირებულება 380 ათასი ლარია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ის ტერიტორიები დაათვალიერეს, სადაც დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, წალკის მუნიციპალიტეტში მინისტრებმა დაშბაშის კანიონი დაათვალიერეს, რომელიც ბუნების ძეგლს წარმოადგენს. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მინისტრებმა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურების ცენტრიც...
ახალციხის საკრებულოში შექმნილი "საზოგადოებრივი დარბაზი", რის გამოც მუნიციპალიტეტი ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე, ერთ–ერთ წარმატებულ მუნიციპალიტეტად დაასახელეს, გაუქმებულია. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ექვს მაისს ახალციხეში გამართულ სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე, მოხსენება იმ მუნიციპალიტეტების მერებმა გააკეთეს, რომლებსაც სამაგალითო მიღწევები ქონდათ.
ერთ–ერთ წარმატებულ მაგალითად თვითმმართველობის მუშაობაში მოსახლეობის აქტიურად ჩართვის მიზნით, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმნილი „საზოგადოებრივი დარბაზი“ დაასახელეს, თუმცა ქალაქის და თემის...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თვეში 12 000 ლარს იხდის კომპანია „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის სამ სართულში, სადაც 109-ე საბავშვო ბაღია განთავსებული. ინფორმაციას IPN-ი ავრცელეკბს.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, „დირსის“ სამი სართული იჯარით აქვთ აღებული და 109-ე ბაღის აღსაზრდელები იქ მინიმუმ წელიწადნახევრის განმავლობაში იქნებიან.
„ჯერჯერობით, 109-ე ბაღის შენობაზე ჩასატარებელია დეტალური ექსპერტიზა. პირველადმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ იქ ბავშვების გაჩერება არ შეიძლება. დეტალური ექსპერტიზით...
ქუთაისში, საბავშვო ბაღებში ზფხულის არდადეგების დასრულებამდე, ორი მორიგე ბაღი იმუშავებს. ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის ინფორმაციით, ორ კვირაში გადაწყდება თუ რომელი ბაღები იმუშავებენ. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს.
"სავარაუდოდ, ერთი მორიგე ბაღი იქნება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მეორე კი გარეუბანში, არდადეგების დაწყებამდე ეს საკითხი, რა თქმა უნდა, გადაწყდება იმის მიხედვით თუ სად იქნება ყველაზე მეტი მოთხოვნა", - ამბობს დავით წიტაიშვილი.
ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის...
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ახალი ხელმძღვანელის ასარჩევად განათლების სამინისტრო კონკურსს მაისში გამოაცხადებს. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც ყოფილ უფროსს ბადრი ვაშაკიძეს თანამდებობა დაატოვებინეს. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს.
ვაშაკიძე დაკავებული პოსტიდან შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. ბადრი ვაშაკიძე რესურსცენტის ხელმძვღენლად 2013 კონკურსის წესით შეირჩა. მანამდე ამ თანამდებობას ანდრო ლოსაბერიძე იკავებდა.
ამ დროისთვის რესურცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიგა ცინაძეა.
ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელმა, რევაზ თედორაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ა(ა)იპ-ის უფროსმა თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თედორაძის წასვლას წინ ინციდენტი უძღვოდა, რაც, ორმაისობის დღესასწაულზე, მერიის კულტურის განყოფილების უფროსთან, ვაჟა ჯუღელთან სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გამოიხატა.
მასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს ვაჟა ჟუღელი, თუმცა, აღნიშნავს, რომ სამსახურებრივ საქმესთან დაკავშირებით საუბარი იყო.
რეზო თედორაძე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელად მიმდინარე...
10 მაისიდან პროექტი "კულტურა საზღვრებს გარეშე" იწყება, რომელიც 28 სექტემბრამდე გასტანს.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ღონისძიებების გამართვა შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. ამ ეტაპისთვის შეირჩა შემდეგი სოფლები: ტყაია, მეჯვრისხევი, ორსანტია, მერეთი. ამ სოფლებში არ არის ბიბლიოთეკები და თავშეყრის ისეთი ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს წიგნებით, დაკავდება საგანმანათლებლო აქტივობებით.
პროექტის ფარგლებში ქართველი გამომცემლებისა და სხვადასხვა კომპანიის ჩართულობით, დაარსდება ღია სამკითხველო დარბაზები.
პროექტი „1 ეკვილიბრიუმის“ ორგანიზებითა და კულტურის...
ლიტვის რესპუბლიკის კედაინიაის მუნიციპალიტეტის მერმა საულიუს გრინკევიციუსმა და თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შეხვედრაზე კოლეგებმა განიხილეს თელავისა და კედაინიაის მუნიციპალიტეტების ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა ისაუბრა თელავის მუნიციპალიტეტში ტურიზმის მზარდი მაჩვენებლებისა და მეღვინეობის დარგის მიღწევების შესახებ.
ლიტვის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ლიტვის რესპუბლიკის კაუნასის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტის მერი. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ალექსანდრე...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩას მიმდებარე ტერიტორიაზე, ზვავსაშიში მთის ფერდობების გასამაგრებლად, 1000-ზე მეტი ხე გაშენდა.
ხეების დარგვაში მუნიციპალიტეტის, ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, სნოს თემის საჯარო სკოლისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ისინი, ასევე, კარკუჩას საძოვრების მდგომარეობას გაეცნენ. ხეების დარგვის აქცია საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაციის - „სემა“ ინიციატივით ჩატარდა, მხარდამჭერები კი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა, გაეროს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































