ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ახალი ხელმძღვანელის ასარჩევად განათლების სამინისტრო კონკურსს მაისში გამოაცხადებს. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც ყოფილ უფროსს ბადრი ვაშაკიძეს თანამდებობა დაატოვებინეს. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.
ვაშაკიძე დაკავებული პოსტიდან შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. ბადრი ვაშაკიძე რესურსცენტის ხელმძვღენლად 2013 კონკურსის წესით შეირჩა. მანამდე ამ თანამდებობას ანდრო ლოსაბერიძე იკავებდა.
ამ დროისთვის რესურცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიგა ცინაძეა.