ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი თანამშრომლის ირაკლი კიკვაძის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს მოსამართლე დარინა აბულაძე უძღვება. ირაკლი კიკვაძის ინტერესებს "სართაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" იურისტი ნატო გოგიაშვილი იცავს. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
ირაკლი კიკვაძემ მერიის ა(ა)იპ-ის წინააღმდეგ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ა(ა)იპ „კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველმა სამსახურიდან გაათავისუფლა.
„ლეიბორისტული“ პარტიის წევრი მის გათავისუფლებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ პარტიული ნიშნით გაათავისუფლეს.
კიკვაძე სამსახურიდან მარტში გაათავისუფლეს. ის...
საქართველოს პარლამენტი “ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის” დამატებითი ოქმის რატიფიცირების პროცედურებს იწყებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში უკვე შეტანილია საკანონმდებლო ინიციატივა. პროექტის თანახმად, მთავრობას ეძლევა რეკომენდაცია, დაიწყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები და საქართველოს პარლამენტს სარატიფიკაციოდ წარუდგინოს “ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის” დამატებითი ოქმი.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიციატივას ოფიციალური მსვლელობა მიეცემა...
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით, საქართველო 6.0 ქულით 29-ე ადგილზეა 136 ქვეყანას შორის. რეიტინგში პირველ ადგილზე ფინეთია (6.7), ხოლო ბოლოზე კოლუმბია (2.6). კვლევის დეტალებზე gbc.ge წერს.
2017 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 77% თვლის, რომ მათ დასახლებაში მცხოვრებელთა უსაფრთხოება დაცულია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე მაჩვენებელი მცირედ გაუარესებულია – 2013 წლის კვლევის შედეგების მიხედვით დაცულად თავს მოსახლეობის 88%...
სამცხე–ჯავახეთში ასოციაცია "მესხური პროდუქტი" იქმნება, რომელშიც გაწევრიანებულ კოოპერატივებს და ფერმერებს მოყვანილ პროდუქციას უფასოდ შეუფუთავენ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ასოციაციაში თაფლის, ხილის, ბოსტნეულისა და ყველის მწარმოებელი კოოპერატივები და ფერმერები გაერთიანდებიან.
ხილ–ბოსტნეულის შემფუთავი სამი დანადგარი, რომლის საშუალებითაც ფერმერებს პროდუქტს შეუფუთავენ, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს, იაპონიის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ გადაეცა.
ფერმერებს შეეძლებათ დანადგარების საშუალებით პროდუქტი...
ქუთაისის სპორტის სასახლის დირექტორად, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რამაზ ჩხიკვაძის ძმა დაინიშნა. ზაზა ჩხიკვაძემ ამ თანამდებობაზე სასახლის ყოფილი დირექტორი, ლომერ ახვლედიანი ჩაანაცვლა. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს.
ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი კობა ფხაკაძე, რომლის დაქვემდებარებაშიცაა სპორტის სასახლე, ამბობს, რომ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო ახალი დირექტორისა და საკრებულოს დეპუტატის ნათესაურ კავშირთან და ზაზა ჩხიკვაძე მისი მენეჯერული უნარების გათვალისწინებით შეირჩა.
ნათესაური კავშირის გავლენას უარყოფს...
ქუთაისის მერიამ, ქალაქის ცენტრში 7-სართულიანი კორპუსის ბოლო ორი სართულის დემონტაჟის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. ქალაქის ხელისუფლება თამარ მეფის #10–ში ნებართვის გარეშე აშენებული ორი სართულის დემონტაჟში 70 000 ლარს გადაიხდის. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს.
უნებართვო სართულების დემონტაჟი ტენდერში გამრჯვებულმა კომპანიამ მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.
ქუთაისის მერიამ ქალაქის ცენტრში მდებარე კორპუსზე სართულების უნებართვოდ მშენებლობის ფაქტი გასული წლის მიწურულს დააფიქსირა, მაშინ, როცა მშენებლობა...
წინა სტატია
ქუთაისში "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი კომპანია "ალმა-რუს საქართველოს ფილიალმა" მოიგო. მან ტენდერში 435 999 ლარად გაიმარჯვა, რაც 8 967 ლარით ნაკლებია საწყის ღირებულებაზე. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
"ალმა-რუს საქართველოს ფილიალი" ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი იყო. კომპანიის ფილიალი ფოთში ერთი წლის წინ დარეგისტრირდა, კომპანიის სათაო ოფისი ყაზახეთშია. კომპანია საქართველოში ჯერჯერობით რაიმე სახის სამუშაო შესრულებული არ აქვს.
"თეთრის ხიდის" რეაბილიტაციისთვის ტენდერი განმეორებით გამოცხადდა. სამუშაოების ფარგლებში...
ახალციხის საკრებულომ დაამტკიცა განრიგი, რომლის მიხედვითაც დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ. განრიგი ახალციხის საკრებულოს 33–ვე დეპუტატთან ინდივიდუალურადაა შედგენილი, თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, შესაძლოა, შეხვედრების დრო შეიცვალოს კიდეც. ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" წერს.
„თუ რომელიმე დეპუტატი განრიგის მიხედვით შეხვედრის ჩატარებას ვერ შეძლებს და დროს შეცვლის, იგი ამის შემსახებ ახსნა–გამარტებით მაცნობებს. დეპუტატთან შეთანხმებითვე გაიწერება ხელახლა მოსახლეობასთან შეხვედრის დრო და ადგილი“, – ამბობს ახალციხის საკრებულოს...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე დახრული კონკურსი გამოაცხადა. მერიაში ამბობენ, რომ თავისუფალია ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებისა და იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსების თანამდებობები. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
"სამსახურის უფროსის თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელია 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო განყოფილების უფროსის კონკურსში მონაწილეობის მსურველს კი...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში 9 ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოაცხადდა. მერიის ინფორმაციით, თავისუფალია ადმინისტრაციული ერთეულის 4 წარმომადგენლის, კურიერის, 1 განყოფილების უფროსის, 2 სამსახურის უფროსი სპეციალისტის და 1 უმცროსი სპეციალისტის ადგილები. მერიის ცნობით, კონკურსის დასრულებამდე 2 დღეზე მეტი რჩება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
"კონკურსის ძირითადი მოთხოვნებია უმაღლესი განათლება და მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება. მერიაში ვაკანტურია შემდეგ თანამდებობები:...
მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საქართველოს მელიორაციის ცნობით, ღდგენითი სამუშაოები უტარდება ხრამ-არხის სარწყავი სისტემის დაზიანებულ მაგისტრალურ არხს, რომლის ძირი და ფერდები ეწყობა ბეტონით, რემონტდება ჰიდროტექნიკური ნაგებობა და კეთდება გაბიონები.
უწყების ცნობით, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება 4,075 ჰექტარ მიწის ფართობზე გააუმჯობესებს წყლის მიწოდებას.
მარნეულში, ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის აღდგენით სამუშაოებიც მიმდინარეობს, სადაც მაგისტრალური არხის დაზიანებულ უბნებს რეაბილიტაცია უტარდება - ივსება ბზარები, მონტაჟდება...
ბერშუეთში, ქვემო ნიქოზში, ხურვალეთსა და ტყვიავში გარეგანათების სისტემის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 333 670 ლარია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ოთხი სოფლიდან სრულად განათდება სამი - ბერშუეთი, ხურვალეთი და ქვემო ნიქოზი. რაც შეეხება ტყვიავს, ამ სოფლის გარეგანათების სისტემას დაემატება 30 სანათი.
გორის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი ნაწილობრივ განათებულია.
თბილისის საკრებულოში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებისა და მათი მოადგილეებისთვის სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ იმართება. სემინარის ორგანიზატორი საგარეო საქმეთა სამინისტროა.
მერებს მისასალმებელი სიტყვით ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმართა და საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებასა და პერსპექტივებზე ისაუბრება. მინისტრმა ევროკავშირთან ინტეგრაციულ პროცესებში ადგილობრივი თვითმმართველობების განსაკუთრებული როლზე გაამახვილა ყურადღება.
“ადგილობრივ თვითმმართველობებს განსაკუთრებული როლი ეკისრება ევროკავშირთან ინტეგრაციულ პროცესებში მოქალაქეების კიდევ უფრო აქტიურად...
წინა სტატია
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელიც სოფელ ცაიშში 13 მაისს ჩატარდა, მმართველი გუნდის კანდიდატმა თენგიზ ალმასიამ გაიმარჯვა. თენგიზ ალმასიამ სამივე უბანზე სულ 840 ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 63, 7%-ია.
2017 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ჟორჟოლიანი გახდა. ის ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებამდე ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
დაბა ხულოში მცხოვრებ მოსახლეობას მოყვითალო შეფერილობის სასმელი წყალი მიეწოდება. ადგილობრივ წყალკანალში ირწმუნებიან, რომ ეს არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
"ასობით ათასი ლარის დახარჯვისა და სისტემის გამართვის ფონზე, წყალი მოსახლეობას სასმელად ვარგისი უნდა მიეწოდოს", - აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა.
ადგილობრივები სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან. მოსახლეობის ნაწილი კი, მოყვითალო ფერის წყალს ადუღებს და სასმელად გადადუღებულს იყენებს.
თუმცა ადგილობრივ წყალკანალში ირწმუნებიან, რომ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტზე იმსჯელეს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„პროექტს საქართველოში UNDP, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის პირველი ფაზა 2012 წელს დაიწყო და გასულ წელს დასრულდა.
მეორე ფაზის ფარგლებში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































